პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.კ., ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 23 ივ­ლისს, ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ტოლსტო­ის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­თან, ბიზ­ნეს წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, მამა-შვი­ლი - 1959 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ლ. და 1981 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ლ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ. ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას ბრალ­დე­ბუ­ლის ორი ცალი პის­ტო­ლე­ტი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ბრალდებულმა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.

გამოძიების განცხადებით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ორი ცალი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, მისი შვილი კი - დაჭრილი