პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე
"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ და­იგ­ვი­ა­ნა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნიშ­ნუ­ლი და­ბა­ლია.

"ერ­თა­დერ­თი სუს­ტი რგო­ლი, რა­შიც მარ­თა­ლი ხართ თქვენც, მარ­თა­ლი არი­ან ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც ხში­რად არას­წო­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ექი­მებს და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, არის ის, რომ ვაქ­ცი­ნამ და­იგ­ვი­ა­ნა, არ მინ­და სი­ტყვა ჩა­ვარ­დნა ვიხ­მა­რო, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნამ და­იგ­ვი­ა­ნა, ნიშ­ნუ­ლი და­ბა­ლია. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე სუს­ტი ად­გი­ლი კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი­სა. რა­ტომ მოხ­და, ეს ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, ბევ­რი ფაქ­ტო­რია, ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში როცა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­მო­სა­ტა­ნად, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­და მწვა­ვე პრო­ტეს­ტი და მთავ­რო­ბას ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ შე­მო­ა­ტა­ნი­ნეს, "ფა­ი­ზე­რი" და "ას­ტრა­ზე­ნე­კა" მა­შინ ვერ იშო­ვა მთავ­რო­ბამ, ამი­ტომ დაგ­ვი­ან­და. მე­ზო­ბელ­მა თურ­ქეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა მა­შინ­ვე და­ი­წყეს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა და დღეს ჩვენ­ზე ბევ­რად უკეთ არი­ან", - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

კი­თხვა­ზე, ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ, ცერ­ცვა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "გარ­კვე­ულ­წი­ლად ალ­ბათ კი, მაგ­რამ მა­ინც და მა­ინც არ უმოქ­მე­დია".

"ვაქ­ცი­ნა­ცია არ იცავს სა­ი­მე­დოდ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­გან.... აცრა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა, ინ­გლი­სი, ეს­პა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ის­რა­ე­ლი ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით აც­რი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ავად­მყო­ფი ჰყავთ, სა­მა­გი­ე­როდ, სიკ­ვდი­ლო­ბა აქვთ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაა
19

რა მნიშვნელობა აქვს დაიგვიანა არ დაიგვიანა. როგორც მაშინ არ იკეთებდა ბევრი ადამიანი, ისე ახლაც არ იკეთებს აცრას. 

eeeeex
0

რეგისტრაციის საიტი არ მუშაობს ტელი დღეა უკვე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციამ დაიგვიანა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის ნიშნული დაბალია.

"ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი ფაქტორია, დეკემბერ-იანვარში როცა ჩინური ვაქცინა იყო გამზადებული შემოსატანად, მაშინ საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტი და მთავრობას ჩინური ვაქცინა არ შემოატანინეს, "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" მაშინ ვერ იშოვა მთავრობამ, ამიტომ დაგვიანდა. მეზობელმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა მაშინვე დაიწყეს ჩინური ვაქცინა და დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ არიან", - აცხადებს ცერცვაძე.

კითხვაზე, ხომ არ განაპირობა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაგვიანებულმა ვაქცინაციამ, ცერცვაძე პასუხობს, რომ "გარკვეულწილად ალბათ კი, მაგრამ მაინც და მაინც არ უმოქმედია".

"ვაქცინაცია არ იცავს საიმედოდ ახალი შემთხვევებისგან.... აცრა ძალიან საჭიროა, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, ისრაელი ჩვენზე გაცილებით აცრილები არიან, მაგრამ ჩვენზე არანაკლები ავადმყოფი ჰყავთ, სამაგიეროდ, სიკვდილობა აქვთ ბევრად ნაკლები",- განაცხადა ცერცვაძემ.

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას