პარტნიორები:
    ავტორი:

    საზარელი დანაშაული სამეგრელოში - დაკავებულია 60 წლის მამაკაცი, რომელიც 19 წლის შშმ პირს 2 თვე აუპატიურებდა

    საზარელი დანაშაული სამეგრელოში - დაკავებულია 60 წლის მამაკაცი, რომელიც 19 წლის შშმ პირს 2 თვე აუპატიურებდა

    სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 19 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ახალგაზრდა ქალზე 2 თვის განმავლობაში სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა.

    სავარაუდო მოძალადე მსხვერპლს აიძულებდა მომხდარი საიდუმლოდ შეენახა და იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს უამბობდა, მოკვლით ემუქრებოდა.

    მომხდარი ambebi.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

    "მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

    პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

    ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს