მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით
საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით

ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თო ჯამ­ში აც­რილ­თა­გან 67% ქა­ლია და 33% მა­მა­კა­ცი. ამის შე­სა­ხებ Covid19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში - 2021 წლის 15 მარ­ტი-15 ივ­ლი­სის პე­რი­ო­დის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ასა­კობ­რივ ჭრილ­ში მი­ნი­მუმ ერთი დო­ზი­თა და სრუ­ლად აც­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მოც­ვის სიხ­ში­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამ მხრივ ლი­დე­რობს 70-74 აკობ­რი­ვი ჯგუ­ფი, შემ­დეგ 65-69 ასა­კია და 75 წლის და მეტი ასა­კის ჯგუ­ფი.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 ივ­ლი­სი­სათ­ვის, ქვე­ყა­ნა­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლია 334 133 დოზა ვაქ­ცი­ნა, სრუ­ლად აც­რი­ლია 126 739 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო მი­ნი­მუმ ერთი დო­ზით აც­რი­ლია 207 394 ადა­მი­ა­ნი. ერთი დო­ზით აც­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს სა­მიზ­ნე პო­პუ­ლა­ცი­ის 12.2%. იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია 45 წლი­სა და მეტი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, ხოლო სი­ნო­ფარ­მი­სა და სი­ნო­ვა­კის შემ­თხვე­ვა­ში აც­რე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია 18 წლის და მეტი ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

„ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყვე­ლა­ზე მეტი ად­მი­ნის­ტი­რე­ბუ­ლი დო­ზე­ბი არის თბი­ლის­ში (202 904), აჭა­რა­სა (34 848) და იმე­რეთ­ში (27 262).

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ამ პე­რი­ო­დამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ 333 ამცრე­ლი ბრი­გა­დით. დღი­უ­რი გამ­ტა­რი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მუ­მი შე­ად­გენს 11 000-მდე აც­რას. არ­სე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, დღე­ში კეთ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 700 დოზა აცრა ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე (იხ. დი­აგ­რა­მა 2). აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან, სი­ნო­ვა­კი­სა და სი­ნო­ფარ­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ხდე­ბა რო­გორც პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის, ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მიერ, ხოლო ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა და ფა­ი­ზე­რის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად სტა­ცი­ო­ნა­რებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი­დან, 15 ივ­ლი­სი­სათ­ვის სულ აც­რი­ლია 16 486 მუ­შა­კი.

ზაზა
1

გადაშენდა საქართველო და ეგაა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით

საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით

ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% ქალია და 33% მამაკაცი. ამის შესახებ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში - 2021 წლის 15 მარტი-15 ივლისის პერიოდის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ასაკობრივ ჭრილში მინიმუმ ერთი დოზითა და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. ამ მხრივ ლიდერობს 70-74 აკობრივი ჯგუფი, შემდეგ 65-69 ასაკია და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი.

ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, 15 ივლისისათვის, ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი. ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა შეადგენს სამიზნე პოპულაციის 12.2%. იმუნიზაციის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები ხელმისაწვდომია 45 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმისა და სინოვაკის შემთხვევაში აცრები ხელმისაწვდომია 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.

„ამ პერიოდისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი ადმინისტირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262).

ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდამდე, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას ახორციელებენ 333 ამცრელი ბრიგადით. დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი შეადგენს 11 000-მდე აცრას. არსებული ადმინისტრირებული რაოდენობის მიხედვით, დღეში კეთდება საშუალოდ 700 დოზა აცრა ყოველ 100 000 მოსახლეზე (იხ. დიაგრამა 2). აღნიშნული ვაქცინებიდან, სინოვაკისა და სინოფარმის ადმინისტრირება ხდება როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მიერ, ხოლო ასტრაზენეკასა და ფაიზერის ადმინისტრირება ექსკლუზიურად სტაციონარებშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი.

"ფაიზერის" 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას - ტიკარაძის თქმით, საიტი გამართულად მუშაობს და შეფერხებას არ ელიან

"გთხოვთ, "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად" - ჯანდაცვის მინისტრის მიმართვა

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი