ბორჯომში ქალი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.