ავტორი:

"არ დავაბრუნებ! ამით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - წულუკიანმა სენაკში "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

"არ დავაბრუნებ! ამით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - წულუკიანმა სენაკში "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც "მთავარი არხის" მიკროფონი უჭირავს. როგორც ამბობს, მიკროფონი არხის ჟურნალისტს წაართვა და აპირებს, "ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას ამ მიკროფონით ამცნოს".

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ" - წერს წულუკიანი.