ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება- „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი განმარტებით, უმთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას.
კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.
"თქვენ იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია, მეტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს...
ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“! მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში,“-განაცხადა კახა კალაძემ.
ცოტა ხნის წინ კახა კალაძის ხელით დაწერილი სლოგანის ფოტო მის "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა, რამაც ინტერნეტმომხმარებლები დააბნია. მათი დიდი ნაწილი წარწერაში არსებულ არსებულ შეცდომაზე მიუთითს და წერენ, რომ თბილისის მერმა "უბნის" ნაცვლად "ჟბანი" დაწერა.
"ჩემ ჟბანს არ შეეხო"
"კახა დიზაინერად ამიყვანე რა"
"კახი ჩემი ჟმერია"
"4 სიტყვაში 1 შეცდომა... შემოხაზე 41"
"ჟბანიო - განა მიკვირს, წერაც არ იცისსტარბაქსი რომ სპეციალურად აწერს "შეცდომით" სახელებს ყავას, რომ ფოტო სოცქსელში ატვირთო, ეგეც არ იქნება ეს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.