პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა
"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არა­ერ­თგზის ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ს.მ-ს 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2021 წლის 19 აპ­რილს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­და­ბა­ში, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლევ­მა ზ.მ.-მ, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ვ.ნ.-ს, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.მ. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით (არა­ერ­თგზის ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბულ ზ.მ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ზ.მ. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ს.მ-ს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ.ნ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ზ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, მისი შვილი კი - დაჭრილი