მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი
მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 25 000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის დნმ-ი გა­ი­შიფ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს, ავ­სტრი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, ირ­ლან­დი­ი­სა და ის­რა­ე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტია წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Current Biology გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­მუ­ში (SAT29) წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს, ავ­სტრი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, ირ­ლან­დი­ის, ის­რა­ე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში „Current Biology“ გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია „სე­დი­მენ­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი 25,000 წლის წი­ნან­დე­ლი დნმ-ი, ადა­მი­ა­ნის, მგლი­სა და ბი­ზო­ნის გე­ნო­მის სეკ­ვე­ნი­რე­ბუ­ლი შკა­ლა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში (დას. სა­ქარ­თვე­ლო, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) 25 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ბირ­თვუ­ლი და მი­ტო­ქონ­დრი­ა­ლუ­რი დნმ-ი, რო­მე­ლიც გა­ი­შიფ­რა “shotgun” მე­თო­დით.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი: პ. გე­ლე­ბერ­ტი, ს. სა­ვი­ე­რი, ა. ბერგსტორ­მი, ა. მარ­გა­რი­ა­ნი, თ. კო­ლი­ნი, თ. მეშ­ვე­ლი­ა­ნი, ა. ბელ­ფერ-კო­ე­ნი, დ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნ. ჯა­ყე­ლი, ზ. მაც­კე­ვი­ჩი, გ. ბარ-ოზი, დ. ფერ­ნან­დე­სი, ო. ჩე­რე­ნე­ტი, კ. ოზ­დო­გა­ნი, ვ. ობე­რე­ი­ტე­რი, რ. ფი­ნეი, მ. შტალშმი­დტი, პ. სკოგ­ლუნ­დი, რ. პი­ნ­ჰა­სი.

კვლე­ვა ეყ­რდნო­ბა 2012-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, წყალ­ტუ­ბოს ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის (ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გო მეშ­ვე­ლი­ა­ნი) მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გებს.

უძ­ვე­ლე­სი დნმ-ის შეს­წავ­ლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ან სრუ­ლად ქრე­ბა დნმ-ი ან ძნე­ლია მისი გა­შიფვ­რა. მღვი­მის მშრა­ლი და ცივი კლი­მა­ტი კი კარგ პი­რო­ბებს ქმნის დნმ-ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ჯგუფ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი და შეძ­ლო სეკ­ვე­ნი­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ე­ყო გა­რე­მოს დნმ-ით მდი­და­რი მა­სა­ლა. Current Biology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მღვი­მის ნი­ა­და­გი­დან (აქამ­დე კვლე­ვე­ბი ან­თრო­პო­გე­ნულ ან ფა­უ­ნის­ტურ მა­სა­ლა­ზე ტარ­დე­ბო­და) მი­ღე­ბუ­ლი დნმ-ის გა­შიფვ­რის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აღ­წერს სამი ძუ­ძუმ­წოვ­რის პო­პუ­ლა­ცი­ის ის­ტო­რი­ას.

ამ ახალ­მა მე­თოდ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ძვლო­ვა­ნი მა­სა­ლის/ჩონ­ჩხის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს გე­ნო­მის მი­ღე­ბა. ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ SAT29 ნი­მუ­ში წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში. შე­დე­გე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ა­და­რეს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვან მა­სა­ლას და და­ას­კვნეს, რომ ამ ორ ინ­დი­ვიდს ერ­თნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვით კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და რომ, ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე, უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია.

კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­და­შე­ნე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი მგლის და ძაღ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხაზი, ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის გენი, რომ­ლის მემ­კვიდ­რეა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ო­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ახალ მო­ნა­ცე­მებს იძ­ლე­ვა გვი­ან პლე­ის­ტო­ცე­ნის (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი) ძუ­ძუმ­წო­ვარ­თა სამი სა­ხე­ო­ბის გე­ნე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში და აღ­წერს ნი­ა­დაგ­ში დნმ-ის სეკ­ვე­ნი­რე­ბის ‘shotgun’ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ჩვე­ნი წი­ნაპ­რის შე­სა­ხებ უფრო ფარ­თო ინ­ფორ­მა­ცი­ას და მის ფი­ლო­გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ამ, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გავ­ლე­ნა ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სტა­ტი­ა­ზე შე­გიძ­ლია იხი­ლოთ ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა: Science, Science Daily, SCI*NEWS, HERITAGEDEILY Biology, TECHNOLOGY NETWORK Applied Science და სხვა.

სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე 1975 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ო­ლო­გი­ის და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლელ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ ალ. კა­ლან­და­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. 1976, 1985-1988, 1990-1993 წლებ­ში მღვი­მე­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კ. კა­ლან­და­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხოლო, 2008-2010 წწ., 2012-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, წყალ­ტუ­ბოს ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ექ­სპე­დი­ცია, თენ­გო მეშ­ვე­ლი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აწარ­მო­ებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ გა­თხრებს. ძეგლ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა პლე­ის­ტო­ცე­ნის (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი) და ჰო­ლო­ცე­ნის (ენე­ო­ლი­თუ­რი და უფრო გვი­ა­ნი) ხა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. ძეგლის გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის, NGGE, IRCHSS და ERC-ის და­ფი­ნან­სე­ბით.

ძეგლ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბი არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ. კვლე­ვებს მი­ე­ძღვნა სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი; 2014 წელს PLOS ONE-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია: Satsurblia: New Insights of Human Response and Survival Across the Last Glacial Maximum in the Southern Caucasus, სა­დაც აღ­წე­რი­ლია უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დეგ (17,900–16,200 cal.BP) პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა (ქვის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია), რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ეპიგ­რა­ვე­ტის მსგავ­სია. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ამ (ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი–გრა­ვე­ტი), შე­ავ­სო ის ჰი­ა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თურ ქვის და­მუ­შა­ვე­ბის ტი­პო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობ­და. სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი დონე - ია­ტა­კი, რო­მე­ლიც ან­თრო­პო­გე­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გა­დაა წარ­მოქ­მნი­ლი და აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მღვი­მე­ებ­ში არ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

2015 წელს National Comunication-ში, გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია „Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern eurasians“. მას შემ­დეგ, რაც გა­ნი­სა­ზღვრა სა­წურ­ბლი­ას მღვი­მის გვი­ან­ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის, 13. 3000 წლის და კო­ტი­ას კლდის მღვი­მის მე­ზო­ლი­თუ­რი ხა­ნის, უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­დი­რე–შემგრო­ვე­ბე­ლის 9, 7000 წლის ადა­მი­ა­ნის გენი და შე­დარ­და შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ნახ თა­ნად­რო­ულ გენს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­უ­რი გენი არის გე­ნე­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რგო­ლი, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ევ­რო­პე­ლე­ბი. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ე­ლი მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბე­ლი (CHG), მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ, უძ­ვე­ლეს შტოს, რო­მე­ლიც აფ­რი­კი­დან გა­მო­სუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის (Homo sapiens) ორი მიგ­რა­ცი­უ­ლი ტალ­ღის მემ­კვიდ­რეა: პირ­ვე­ლი 45,000 წლის წი­ნან­დე­ლის, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მე­ო­რე, 25 000 წლის წი­ნან­დე­ლი მიგ­რა­ცი­ის, რომ­ლებ­მაც სა­თა­ვე და­უ­დო ევ­რო­პა­ში ნე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის მწარ­მო­ებ­ლურ მე­ურ­ნე­ო­ბას. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­კენ მიგ­რა­ცი­ის დროს, ამ ორი­ვე ტალ­ღას გა­მო­ყო­ფი­ლი ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ვიდ­რე ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში არ გა­ავ­რცე­ლა თა­ვი­სი კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ე­თით, კერ­ძოდ იამ­ნა­ი­ას კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ტო­მებ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
0

დმანისია არქელოგიამაც ხომ დაადასტურა, რომ ქართველები იყვნენ ევროპის წინაპრები, ჰოდა, არ ცხვენიათ სამი მილიონი საქართველო ვერ ურჩენიათ მაგ კაი ხალხს!!

ვოოტ
59

ევროპა რომ ჩვენი გენით არის დასახლებული, ეგ ჩვენ და შარლ მიშელმა ისედაც ვიცოდით, მაგრამ მგელი და ბიზონიც თუ ქართველები იყვნენ, ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა... ისე, ბიზონი რომ სხვებს გადავულოცოთ, არ გამოვა?!... რავი, შეჩვეული ჭირის არ იყოს, რაღაც მგლობა უფრო გვეხერხება თუ გვიხერხდება და ეს ბიზონი მაინც ჩლიქოსანი უნდა იყოს მგონი.... ასეა, თუ ისე, იმედია, ქართველი პინგვინის დნმ-ს მაინც ვერ იპოვნიან, თორემ რა გაუძლებს მერე ზოგიერთ ზებრას?!....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

წყალტუბოში მდებარე საწურბლიას მღვიმეში აღმოჩენილი 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაიშიფრა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიისა და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგების ამსახველი სტატია წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ანალიზით დამტკიცდა, რომ აღმოჩენილი ნიმუში (SAT29) წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

"საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology“ გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში (დას. საქართველო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა “shotgun” მეთოდით.

სტატიის ავტორები: პ. გელებერტი, ს. სავიერი, ა. ბერგსტორმი, ა. მარგარიანი, თ. კოლინი, თ. მეშველიანი, ა. ბელფერ-კოენი, დ. ლორთქიფანიძე, ნ. ჯაყელი, ზ. მაცკევიჩი, გ. ბარ-ოზი, დ. ფერნანდესი, ო. ჩერენეტი, კ. ოზდოგანი, ვ. ობერეიტერი, რ. ფინეი, მ. შტალშმიდტი, პ. სკოგლუნდი, რ. პინჰასი.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის (ხელმძღვანელი თენგო მეშველიანი) მიერ მოპოვებული მასალის ანალიზების შედეგებს.

უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება დნმ-ი ან ძნელია მისი გაშიფვრა. მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. მეცნიერების ინტერნაციონალურმა ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა. Current Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია მღვიმის ნიადაგიდან (აქამდე კვლევები ანთროპოგენულ ან ფაუნისტურ მასალაზე ტარდებოდა) მიღებული დნმ-ის გაშიფვრის შედეგად მიღებული შედეგები, რომელიც აღწერს სამი ძუძუმწოვრის პოპულაციის ისტორიას.

ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის/ჩონჩხის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში. შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ, ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების ‘shotgun’ მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

გამოხმაურება სტატიაზე შეგიძლია იხილოთ ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში როგორებიცაა: Science, Science Daily, SCI*NEWS, HERITAGEDEILY Biology, TECHNOLOGY NETWORK Applied Science და სხვა.

საწურბლიას მღვიმე 1975 წელს აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1976, 1985-1988, 1990-1993 წლებში მღვიმეში არქეოლოგიური სამუშაოების კ. კალანდაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ხოლო, 2008-2010 წწ., 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიცია, თენგო მეშველიანის ხელმძღვანელობით, აწარმოებდა სტაციონარულ გათხრებს. ძეგლზე ფიქსირდება პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) და ჰოლოცენის (ენეოლითური და უფრო გვიანი) ხანის არქეოლოგიური მასალა. ძეგლის გათხრები მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, NGGE, IRCHSS და ERC-ის დაფინანსებით.

ძეგლზე ჩატარებული ინტერდისციპლინური კვლევები არაერთხელ მომხდარა საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ყურადღების ქვეშ. კვლევებს მიეძღვნა სამეცნიერო სტატიები; 2014 წელს PLOS ONE-ში გამოქვეყნდა სტატია: Satsurblia: New Insights of Human Response and Survival Across the Last Glacial Maximum in the Southern Caucasus, სადაც აღწერილია უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ (17,900–16,200 cal.BP) პერიოდში გამოვლენილი განსხვავებული კულტურა (ქვის დამუშავების ტექნოლოგია), რომელიც აღმოსავლეთ ეპიგრავეტის მსგავსია. ამ ტექნოლოგიამ (ადგილობრივი ეპი–გრავეტი), შეავსო ის ჰიატუსი, რომელიც საქართველოს ზედაპალეოლითურ ქვის დამუშავების ტიპოლოგიაში არსებობდა. საწურბლიას მღვიმეში ასევე აღმოჩნდა საცხოვრებელი დონე - იატაკი, რომელიც ანთროპოგენური პროცესების შედეგადაა წარმოქმნილი და აქამდე საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმეებში არ იყო აღმოჩენილი.

2015 წელს National Comunication-ში, გამოქვეყნდა სტატია „Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern eurasians“. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა საწურბლიას მღვიმის გვიანზედაპალეოლითური ხანის, 13. 3000 წლის და კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის, უკანასკნელი მონადირე–შემგროვებელის 9, 7000 წლის ადამიანის გენი და შედარდა შვეიცარიის ტერიტორიაზე ნანახ თანადროულ გენს, აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან უკანასკნელი გამყინვარების შემდგომი პერიოდის ევროპელები. სამხრეთ კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (CHG), მიეკუთვნება განსხვავებულ, უძველეს შტოს, რომელიც აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens) ორი მიგრაციული ტალღის მემკვიდრეა: პირველი 45,000 წლის წინანდელის, რომელიც ევროპაში გადაადგილდებოდა და მეორე, 25 000 წლის წინანდელი მიგრაციის, რომლებმაც სათავე დაუდო ევროპაში ნეოლითური ხანის მწარმოებლურ მეურნეობას. აღმოსავლეთ ევროპისკენ მიგრაციის დროს, ამ ორივე ტალღას გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა იზოლირებულად, ვიდრე ადრებრინჯაოს ხანაში არ გაავრცელა თავისი კულტურა ჩრდილოეთით, კერძოდ იამნაიას კულტურის მატარებელ ტომებზე", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.