ავტორი:

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ჩვენს პლანეტაზე წყალი სულ უფრო დეფიციტი ხდება. ამასწინათ სარწყავი წყლის გამო სისხლიანი კონფლიქტი მოხდა ცენტრალური აზიის ორ მეზობელ სახელმწიფოს - ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის: მხარეებმა ერთმანეთი სარწყავი წყლის "არასწორი განაწილების“ გამო დაადანაშაულეს. დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა და რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა, სიტუაცია კიდევ უფრო სისხლისმღვრელი გახდებოდა...

• ხუზესტანელთა გაჭირვება

სასმელი წყლის დეფიციტის გამო ირანის მოსახლეობაც ღელავს: ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ხუზისტანის პროვინციის ქალაქებში ქუჩის პროტესტმა იფეთქა. მოსახლეობამ ხელისუფლება სასმელი წყლით უზრუნველყოფის საქმეში უმოქმედობის გამო დაადანაშაულა. ბუნებრივია, სამთავრობო ძალებმა პროტესტების განეიტრალება სცადეს: 21 ივლისს ქალაქ ბენდერ მახრშახრში პოლიციამ ძალა გამოიყენა, თუმცა, სამწუხაროდ, კონფრონტაცია უმსხვერპლოდ არ დასრულებულა: დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილობრივი ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მსხვერპლის მიზეზი თვითონ "ბუნტისთავების“ მოქმედებაა, ხოლო აქციების ორგანიზატრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ გახსნილი სროლის შედეგად დაიღუპნენ.

სხვათა შორის, მომიტინგეებმა პოლიტიკური განწყობებიც გამოამჟღავნეს: ქალაქ იზაში დემონსტრანტებმა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი კეთილად გაიხსენეს - "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“, - ასეთი იყო მათი შეძახილები ირანის მონარქის მიმართ, რომელიც 1978 წელს ისლამური რევოლუციის შედეგად დაამხეს.

BREAKING: Islamic Republic security services are firing at protesters in #Iran.

These #IranProtests, joined by Iranians of all backgrounds, are calling for the downfall of the Islamic Republic.#سوسنگرد #خوزستان #تظاهرات_سراسرى pic.twitter.com/dHE6z7XQei
— National Union for Democracy in Iran (@NUFDIran) July 18, 2021

• თეირანელთა სოლიდარობა

როგორც ზოგიერთი ინფორმაციიდან ირკვევა, ხუზისტანის მოსახლეობას სოლიდარობა დედაქალაქელებმა - თეირანელებმაც გამოუცხადეს: დაწვეს საბურავები, დაიწყეს მთავრობის საწინააღმდეგოდ მიმართული შეძახილები, არეულობა მოხდა თეირანის მეტროშიც, სადაც გაისმოდა შეძახილები - "ძირს ისლამური რესპუბლიკა!“ ღამით კი ადამიანები აიათოლა ალი ჰამენეის ხმამაღლა ლანძღავდნენ.

არის ცნობები ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებაც. საპროტესტო გამოსვლები მეტ-ნაკლები აქტიურობით ირანის 31 ქალაქში მიმდინარეობს.

• გვალვა ირანში

ირანში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. წყლის კრიზისი შეეხო როგორც სოფლის მეურნეობის დარგებს - მემცენარეობას და მეცხოველეობას, ასევე ადამიანების პირად ყოფა-ცხოვრებას.

ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ელექტროდენის ხშირი გამორთვებიც გამოიწვია. ნალექის რაოდენობა მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 50%-ით შემცირდა, რის გამოც წყლის დონემ ხელოვნურ წყალსაცავებში და ბუნებრივ წყალსატევებში მკვეთრად დაიკლო. ირანის წყალმომარაგებისა და სანიტარიის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, წლის ნაკლებობა ქვეყნის 304 ქალაქებში შეინიშნება, 101 ქალაქი კი "წითელ ზონაშია“ მოქცეული, რაც წყლის მწვავე უკმარისობას ნიშნავს.

Iran: Protests continue for nearly a week in Khuzestan. Reports of security forces using teargas and live rounds as well as mass arrests and internet disruptions in different cities. pic.twitter.com/rfwaHQFP2H
— Negar Mortazavi (@NegarMortazavi) July 20, 2021

ერაყის მოსაზღვრე ირანის ხუზესტანის პროვინციაში 1980-88 წლების ომის დროს,ფრონტის ხაზი გადიოდა. ამ პროვიციაშია ირანის ნავთობის მარაგის 80% და გაზის - 60%. ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ძირითადად სუნიტი არაბები არიან, დისკრიმინაციის თაობაზე ადრეც ჩიოდნენ, რომ შიიტური ირანის ცენტრალური ხელისუფლება მათ გაჭირვებას ყურადღებას არ აქცევდა: "ხუზესტანის თითქმის ხუთ მილიონ მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი არ აქვს, შესაბამისად, აშკარაა, რომ ირანის მთავრობა პატივს არ სცემს მათ უფლებას წყლით უზრუნველყოფის საკითხში, რაც ჯანდაცვის პრობლემას უკავშირდება“, - აცხადებენ ირანელი უფლებადამცველები.

როგორც ცნობილია, ირანში ამას წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არცევნებში კონსერვატორმა იბრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა, რის გამოც მოსახლეობას მცირე იმედის შუქიც ჩაუქრა: აშშ და დასავლეთი ირანის მიმართ სანქციებს არ გააუქმებს და შესაბამისად, მათი ეკონომიკური გაჭირვება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

აგვისტოდან იტალიაში "მწვანე საშვის" გარეშე თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს აღარ დაუშვებენ - რა რეგულაციებს აწესებს ქვეყნის მთავრობა

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე