პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა
რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რუ­სე­თი კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ჰიბ­რი­დულ მოქ­მე­დე­ბებს, მათ შო­რის, „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცესს, კი­ბერ­შე­ტე­ვებს, პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შერ­ყე­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ თავ­დაც­ვის სმა­ი­ნის­ტროს 10-წლი­ა­ნი გეგ­მის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ დღეს წარ­მო­ვად­გი­ნეთ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10-წლი­ა­ნი გეგ­მა. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე ერთი წე­ლია ვმუ­შა­ობთ. რა თქმა უნდა, ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად შე­ვად­გი­ნეთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა. ასე­ვე, გა­მო­ცე­მუ­ლია სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხობს 2021 წლი­დან 2025 წლამ­დე გა­მოწ­ვე­ვებს და მი­ნის­ტრის ყო­ველ­წლი­უ­რი დი­რექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უპა­სუ­ხებს მომ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რა თქმა უნდა, არის ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სა­არ­ტი­ლე­რიო, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა, სა­ინ­ჟინ­რო და სა­დაზ­ვერ­ვო. ეს გაზ­რდის ჩვენს მო­ბი­ლო­ბას, კონ­ტრმო­ბი­ლო­ბას, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლებს არ­სე­ბი­თად ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვანს.

მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა რუ­სე­თი და რუ­სე­თის მიერ ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დე­ბით ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ეს არის რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე, სა­დაზ­ვერ­ვო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. უნდა ვი­ყოთ ყო­ველ­თვის ფხიზ­ლად და მზად ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, „რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა შე­ა­სუს­ტოს აშშ-ს, ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის როლი და გავ­ლე­ნა გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში“.

„ჩვე­ნი ანა­ლი­ზით, ლო­კა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­ვე, სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ფორ­მა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რუ­სე­თი კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ჰიბ­რი­დულ მოქ­მე­დე­ბებს, მათ შო­რის, „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცესს, კი­ბერ­შე­ტე­ვებს, პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შერ­ყე­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით.

ასე­ვე, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვაა რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი და­აბ­რუ­ნოს მე­ზობ­ლე­ბი და მათ შო­რის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ ორ­ბი­ტა­ზე ან სულ მცი­რე, აღ­კვე­თოს მათი და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მცდე­ლო­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბა რე­გი­ონ­ში“, - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მვის პრო­ცე­სი­დან გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მვის პრო­ცეს­ზე გა­და­ვი­და.

„ეს მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მაა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თავ­დაც­ვის ძა­ლებს სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვანს. ქარ­თუ­ლი ჯარი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და უსაფრ­თხო­ე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­რანტს წარ­მო­ად­გენს და მისი გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნაა.

წელს სა­მი­ნის­ტროს სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მვის უმ­თავ­რე­სი უწყებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვაა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს თავ­დაც­ვის უწყე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან გეგ­მა­ში და პა­სუ­ხობს 2021 წლი­დან 2025 წლამ­დე გა­მოწ­ვე­ვებს. ყო­ველ­წლი­უ­რად ასე­ვე გა­მოვ­ცემთ მი­ნის­ტრის დი­რექ­ტი­ვებს, რო­მე­ლიც სინ­ქრონ­ში იქ­ნე­ბა იმ მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებ­თან, რაც დღეს თავ­დაც­ვის ძა­ლებს გა­აჩ­ნი­ათ. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი გა­და­ვი­და მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მვის პრო­ცე­სი­დან გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მვის პრო­ცეს­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გეგ­მით ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კი­თა და შე­ი­ა­რა­ღე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ საფრ­თხე­ებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის უნა­რი.

„თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხედ­ვა 2030-ში გან­სა­ზღვრულ საფრ­თხე­ებ­სა და მიდ­გო­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა 2030-ის მი­ზა­ნია, შევ­ქმნათ ჩვე­ნი ჯა­რის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, რათა მი­ვი­ღოთ მა­ღა­ლი საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­ბი­ლუ­რი ძალა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა უნა­რი ეფექ­ტი­ა­ნად გა­უმკლავ­დეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს და ამა­ვე დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შე­იქ­მნა აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­სურ­სებს.

დო­კუ­მენ­ტში მო­ცე­მუ­ლია, თუ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ შევ­ძლოთ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით ჩვენ­ზე ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ეფექ­ტი­ა­ნი გამ­კლა­ვე­ბა. ასე­ვე დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ყვე­ლა ის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის შეს­ყიდ­ვა, შექ­მნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ჩვე­ნი გეგ­მით ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კი­თა და შე­ი­ა­რა­ღე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ უნა­რი ოპე­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში აწარ­მო­ონ სრუ­ლი სპექტრის ოპე­რა­ცი­ე­ბი, ეფექ­ტი­ა­ნად მო­ახ­დი­ნონ საფრ­თხე­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს.

ჩვე­ნი ჯა­რის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა და­ე­ფუძნოს უახ­ლეს მიდ­გო­მებს - ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი და­გეგ­მვა და დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­სრუ­ლე­ბა; ამო­ცა­ნით მარ­თვის მიდ­გო­მა; მცი­რე ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბის ტაქ­ტი­კა; ბრძო­ლის კონ­ვენ­ცი­უ­რი და არა­კონ­ვენ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის სინ­ქრო­ნი­ზე­ბა. სწო­რედ მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი გახ­ლავთ თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი ბრძო­ლის წარ­მო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის უმ­თავ­რე­სი ფუნ­და­მენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 5 ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ესე­ნია: ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სა­ჰა­ე­რო, სა­არ­ტი­ლე­რიო, სა­დაზ­ვერ­ვო და სა­ინ­ჟინ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მო­ბი­ლო­ბი­სა და კონ­ტრმო­ბი­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გაზ­რდის.

„ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ყვე­ლა ამ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­რი­ლი გვაქვს გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა რე­სურ­სე­ბის ფო­კუ­სი­რე­ბა, წლე­ბის მი­ხედ­ვით თი­თო­ე­ულ ძი­რი­თად და ზო­გად პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის 2030 წლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის დრო­ის გრა­ფი­კიც. სა­ერ­თო ჯამ­ში ჩვენ შევ­ძლებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბით მოხ­დეს, რაც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს პა­სუ­ხობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ თი­თო­ე­ულ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან „ჯა­ვე­ლი­ნე­ბის“ შეს­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შეს­ყიდ­ვე­ბის და ჩვე­ნი ჯა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სი მო­მა­ვა­ლი 10 წლი­დან 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­დაზ­ვერ­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის სა­გა­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლი და ტაქ­ტი­კუ­რი უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის, ასე­ვე რა­დიო-ელექტრო­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო და სათ­ვალ­თვა­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა.

ხა­რის­ხი­ა­ნი და შე­სა­ბა­მი­სი მო­ცუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ჩვენ ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას ვი­წყებთ, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სამ­ხრეთ აფ­რი­კულ - პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ებ­თან, მათ­თან წელს ვგეგ­მავთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას და მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ვი­წყებთ გა­მოშ­ვე­ბას. არ­ტი­ლე­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2024 წლი­დან იგეგ­მე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბის შეს­ყიდ­ვა. ჩვენს მე­ხუ­თე ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტეტს სა­ინ­ჟინ­რო მო­ბი­ლო­ბის და კონ­ტრმო­ბი­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და ასე­ვე მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქსენია ძალო
38

აშშ-ს ვთხოვოთ დახმარება, იქნებ რამე გვეშველოს

ვოოტ
29

ბარე კაი სამი ათეული წელია, რუსეთი ემაგ ჰიბრიდულ ომს გვიწარმოებს პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით და ამერიკამ კი ერთ კვირაში უფრო მეტს მიაღწია მაგ კუთხით... ჰოდა, შეადარეთ ახლა მაგათი ტექნოლოგიები და მიზანდასახულობა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩართულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ, ფაქტობრივად, აღნიშნული გეგმა. ასევე, გამოცემულია საშუალოვადიანი გეგმები, რომლებიც პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს და მინისტრის ყოველწლიური დირექტივები, რომლებიც უპასუხებს მომდინარე გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საჰაერო თავდაცვა, საინჟინრო და სადაზვერვო. ეს გაზრდის ჩვენს მობილობას, კონტრმობილობას, შესაძლებლობებს და ჩვენი თავდაცვის ძალებს არსებითად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის როგორც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება, ასევე, სადაზვერვო საშუალებების გამოყენება. უნდა ვიყოთ ყოველთვის ფხიზლად და მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“.

„ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. ასევე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების ფორმალური საერთაშორისო გარანტიების არარსებობა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით.

ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევაა რუსეთის მცდელობები დააბრუნოს მეზობლები და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე ან სულ მცირე, აღკვეთოს მათი დასავლეთთან ინტეგრაცია. გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და მცდელობები შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა რეგიონში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ძალები მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე გადავიდა.

„ეს მომავლის განვითარების გეგმაა, რომლის განხორციელება თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და მისი განვითარება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა.

წელს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის უმთავრესი უწყებრივი დოკუმენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაა, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს საშუალოვადიან გეგმაში და პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს. ყოველწლიურად ასევე გამოვცემთ მინისტრის დირექტივებს, რომელიც სინქრონში იქნება იმ მიმდინარე გამოწვევებთან, რაც დღეს თავდაცვის ძალებს გააჩნიათ. ამ დოკუმენტებით, თავდაცვის ძალები გადავიდა მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უნარი.

„თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ში განსაზღვრულ საფრთხეებსა და მიდგომებზე დაფუძნებით მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების შესაბამისი განვითარება. აქედან გამომდინარე თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტიანად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავე დროს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობის განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე გრძელვადიან პერიოდში განვითარებისთვის საჭირო რესურსებს.

დოკუმენტში მოცემულია, თუ რა შესაძლებლობების განვითარებაა საჭირო, რომ შევძლოთ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეფექტიანი გამკლავება. ასევე დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საბრძოლო შესაძლებლობა და სტრუქტურა, რომლის შესყიდვა, შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. ჩვენი გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ უნარი ოპერატიულ გარემოში აწარმოონ სრული სპექტრის ოპერაციები, ეფექტიანად მოახდინონ საფრთხეებზე რეაგირება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს.

ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს - ცენტრალიზებული დაგეგმვა და დეცენტრალიზებული აღსრულება; ამოცანით მართვის მიდგომა; მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა; ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზება. სწორედ მსგავსი მიდგომები გახლავთ თანამედროვე ინოვაციური ბრძოლის წარმოების კონცეფციის უმთავრესი ფუნდამენტი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, შემუშავებულია 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, ესენია: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებების გაუმჯობესება მობილობისა და კონტრმობილობის შესაძლებლობებს გაზრდის.

„ცხადია, მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენება, შესაბამისად, ჩვენ ყველა ამ პრიორიტეტული მიმართულებით გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოხდება რესურსების ფოკუსირება, წლების მიხედვით თითოეულ ძირითად და ზოგად პრიორიტეტებზე. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების 2030 წლის პრიორიტეტების მხარდაჭერის დროის გრაფიკიც. საერთო ჯამში ჩვენ შევძლებთ, რომ არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების ჩანაცვლება თანამედროვე შეიარაღების სისტემებით მოხდეს, რაც თავდაცვის ძალების მოთხოვნებს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა.

ჯავშანსაწინააღმდეგო მიმართულებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ჯაველინების“ შესყიდვა იგეგმება, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, შესყიდვების და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლიდან 6 წლის განმავლობაში განხორციელდება. სადაზვერვო შესაძლებლობის განვითარებისთვის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობის განვითარებაა.

ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ ადგილობრივ წარმოებას ვიწყებთ, შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ აფრიკულ - პოლონურ კომპანიებთან, მათთან წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომავალი წლიდან დავიწყებთ გამოშვებას. არტილერიის განვითარების მიმართულებით, 2024 წლიდან იგეგმება როგორც ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების განვითარება, ასევე უცხოური წარმოების საარტილერიო დანადგარების შესყიდვა. ჩვენს მეხუთე ძირითად პრიორიტეტს საინჟინრო მობილობის და კონტრმობილობის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით თავდაცვის ძალები ყურადღებას გაამახვილებს სპეციალური ოპერაციების მიმართულებების გაძლიერებაზე და ასევე მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების გაძლიერებაზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.