"ფაიზერის“ ან "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტიანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, "ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. "ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.
ამასთან, "ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, "ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.
”ალფა“ და "დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.
მანამდე მათ განაცხადეს, რომ "ფაიზერის“ ან "ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, "დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ამ მთავრობის არ მჯერა,მე მხოლოდ ჩალაძის მიერ შემოტანილ ვაქცინას ვენდობი მალტიდან,რათქმაუნდა ამაში დიდია მიშას როლი! ის თუ გვიშველის.....
ანალოგიური ინფორმაცია იქნებ ჩინურ ვაქცინებზეც მოგვაწოდოთ?