საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ
გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

კახა ქე­მოკ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძის და­სა­ხე­ლე­ბის სა­კი­თხი ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თე­ო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფ­ტში არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ გა­ვა­კე­თებთ გარ­კვე­ულ თე­ო­რი­ულ დაშ­ვე­ბას, რა თქმა უნდა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კან­დი­და­ტუ­რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ ის, რომ აქ­ტი­უ­რად ვმსჯე­ლობ­დეთ ბა­ტო­ნი გა­ხა­რი­ას კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ასე არ არის, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ პარ­ტი­ის დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­დატ­ზე სა­უბ­რი­სას "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად, პა­სუ­ხობს, რომ ეს სა­კი­თხი ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არაა და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა.

"ეს სა­კი­თხი ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და ჩემი ღრმა რწმე­ნით უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დაკ­რის­ტალ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი კან­დი­და­ტი გე­ცო­დი­ნე­ბათ.

გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად ძლი­ე­რი ოპო­ნენ­ტი და რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ სიღ­რმი­სე­უ­ლად ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რო­ბის პოსტზე.

მე მაქვს პა­ტი­ვი, რომ ბა­ტონ აჩის პი­რა­დად ვიც­ნობ­დე და ის არის ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა.

ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლი ოპო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი კა­ლა­ძის­თვი­საც და არა­მარ­ტო კა­ლა­ძის­თვის. იქ სა­ვა­რა­უ­დოდ იქ­ნე­ბი­ან ის კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლებ­საც და­ა­სა­ხე­ლებს ოპო­ზი­ცია და ჩვენ ყო­ველ­თვის მზად ვართ, ღირ­სე­ულ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ოთ ყვე­ლას და რაც მთა­ვა­რია გა­ვი­მარ­ჯვოთ.

ჩვენ არ ვუ­ყუ­რებთ, ოპო­ზი­ცია ვის და­ა­სა­ხე­ლებს კან­დი­და­ტად. ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი დღის წეს­რი­გი. ჩვენ სიღ­რმი­სე­უ­ლად ვსწავ­ლობთ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ პო­ლი­ტი­კურ ველს, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ აი ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ჯახი, რო­მე­ლიც გა­იშ­ლე­ბა შემ­დე­გი 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი. ჩვე­ნი პარ­ტია და ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი პარ­ტი­ის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, არის და­ბა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლე­ბის­თვის. ჩვენ არა­ვი­სი არ გვე­ში­ნია და არც შეგ­ვე­შინ­დე­ბა. ჩვენ ვგრძნობთ იმ და­ძა­ბუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სწო­რა­დაც არი­ან და­ძა­ბუ­ლე­ბი. იმი­ტომ, რომ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ძალა, მათ შო­რის ბა­ტო­ნი კა­ლა­ძის­თვის.“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ilona
13

ნეტავ უარი თქვას და შეინარჩუნოს ხალხის ის სიყვარული და პატივისცემა რაც აქვს

გუა
11

მერზე და პრეზიდენტზე მეტი დარჩები აჩი თუ გააგრძელებ შენს გზას მაგ პოლიტიკის გარეშე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

კახა ქემოკლიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძის დასახელების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თეორიულად საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ გავაკეთებთ გარკვეულ თეორიულ დაშვებას, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ ის, რომ აქტიურად ვმსჯელობდეთ ბატონი გახარიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბრისას "პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია "საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

"ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ.

ჩვენ არ ვუყურებთ, ოპოზიცია ვის დაასახელებს კანდიდატად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ სიღრმისეულად ვსწავლობთ, ვაანალიზებთ პოლიტიკურ ველს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ეს პოლიტიკური ჯახი, რომელიც გაიშლება შემდეგი 60 დღის განმავლობაში, იყოს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. ჩვენი პარტია და ისევე, როგორც ჩვენი პარტიის თითოეული წევრი, არის დაბადებული პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ჩვენ არავისი არ გვეშინია და არც შეგვეშინდება. ჩვენ ვგრძნობთ იმ დაძაბულობას, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას“ და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც არიან დაძაბულები. იმიტომ, რომ პარტია "საქართველოსთვის“ იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი ძალა, მათ შორის ბატონი კალაძისთვის.“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

"30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის..." - რა განცხადებას ავრცელებს ისრაელის საელჩო

"კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს" - რომან გოცირიძე

"თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში... ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი" - ღარიბაშვილი ჟურნალისტს