მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება
"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დებ­ზე" უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვე­ბის და თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე 6 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, წი­ნას­წარ შე­ის­წავ­ლეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბე­ულ შტა­ტებ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დე­ბის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, შექ­მნეს არა­ვე­რი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ან­გა­რი­შე­ბი, გა­უ­წი­ეს მო­ბი­ლი­ზე­ბა იმ პი­რებს რომლთა სა­ხელ­ზეც გა­კეთ­დე­ბო­და სწრა­ფი გზავ­ნი­ლე­ბი და და­რი­ცხავ­დნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად მო­პო­ვე­ბულ თან­ხებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნის შემ­დგომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს 7 მო­ქა­ლა­ქის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დებ­ზე" უნე­ბარ­თვოდ შე­აღ­წი­ეს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მათი სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­დნენ რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ მყოფ, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მათ­სა­ვე მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­სა და სწრა­ფი გზავ­ნი­ლის ან­გა­რი­შებ­ზე სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბი მო­ტყუ­ე­ბით ჩა­ა­რი­ცხი­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, თაღ­ლი­თუ­რი გზით, 14 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნილ 10 500 ლარს და­ე­უფლნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 5 პირი 20 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-4 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თაღ­ლი­თო­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) და 284-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით ( წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ექ­ვსე ბრალ­დე­ბუ­ლი, სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და და­ზა­რა­ლე­ბულ პირ­თა და­სად­გე­ნად”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სუს
0

ვინც მანდ Შედის და ᲗამაᲨობს მეტის Ღირსები არიან...რა უბედურებაა რა არის...დახურეᲗ დაიხუროს და არავინ არავის გამოᲫალავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების "ფეისბუქგვერდებზე" უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების "ფეისბუქგვერდების" შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომლთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის "ფეისბუქგვერდებზე" უნებართვოდ შეაღწიეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე ბრალდებული, სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, მისი შვილი კი - დაჭრილი