პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე
"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

მო­დელ­მა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს და ამ საქ­მე­ში დიდი ინ­ტე­რე­სით არის ჩარ­თუ­ლი. იმა­საც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ წე­ლი­წად­ში აშშ-ში უკვე ორ­ჯერ იმო­გა­ზუ­რა, სა­დაც ოპე­რა­ტო­რო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად შე­უ­თავ­სა. რას ფიქ­რობს ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო და რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­და ამე­რი­კი­დან, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

„კო­რო­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა მთელ დე­და­მი­წა­ზე შეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, გან­წყო­ბა. ცუ­დია, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. 2020 მძი­მე წელი იყო, მაგ­რამ წლის ბო­ლოს რომ გა­დავ­ხე­დე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რაც პან­დე­მი­ამ სამ­ყა­რო­ში მო­ახ­დი­ნა, პი­რა­დად ჩემ­თვის არც ისე ცუდი აღ­მოჩ­ნდა, არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც ისე ცუდი შე­დე­გე­ბი მქონ­და... გარ­და ამი­სა, ამ პე­რი­დო­მა უფრო დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი გაგ­ვხა­და, იმას, რა­საც ადრე ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დით, იმა­ზე ახლა მე­ტად ვფიქ­რობთ, უფრო ფთხი­ლე­ბი ვართ. მოკ­ლედ, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლეთ... ისე მოხ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა და­ვი­წყე. თუმ­ცა ამის მცდე­ლო­ბა მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ მქო­ნია, რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა მქონ­და, ერთ-ერთ ჟურ­ნალ­შიც ვწერ­დი, მაგ­რამ ბოლო დროს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე, რა­მაც გა­მი­ტა­ცა. პო­ლი­ტი­კის გარ­და თით­ქმის ყვე­ლა თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ,“ - გვე­უბ­ნე­ბა კრის­ტი.

- ე.ი. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მოგ­წონს...

- კი, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში „კრის­ტის ბლო­გი“ ასე­თი 5-წუ­თი­ა­ნი რუბ­რი­კა მო­ვი­ფიქ­რე, სა­დაც თვი­თონ ვარ ავ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი, სცე­ნა­რის­ტი, წამ­ყვა­ნი, მონ­ტა­ჟის დრო­საც მე­მონ­ტა­ჟის გვერ­დით ვზი­ვარ. ამ ყვე­ლა­ფერს ოპე­რა­ტო­რო­ბაც და­ე­მა­ტა, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტი აშშ-ში გა­და­ვი­ღე.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, ამ წე­ლი­წად­ში აშშ-ში უკვე ორ­ჯერ გიმოგ­ზა­უ­რია. მოგ­ვი­ყე­ვი იმა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად სად იყა­ვი და უპ­რობ­ლე­მოდ გა­ემ­გზავ­რე?

- ორ შტატ­ში ვი­ყა­ვი - ფლო­რი­და­სა და კო­ლო­რა­დო­ში. ფლო­რი­დის შტატ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად მა­ი­მი­ში აპ­რილ­ში წა­ვე­დი, კო­ლო­რა­დო­ში - ივ­ნის­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გამ­გზავ­რე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­ზღუდ­ვას, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მაქვს ამე­რი­კის ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა, ამას­თან, სა­ჭი­რო იყო „პი­სი­არ“ ტეს­ტის პა­სუ­ხი, ბი­ლე­თი და პას­პორ­ტი... მოკ­ლედ, სტუმ­რად ჩემს მე­გობ­რებ­თან ჩა­ვე­დი. სა­ერ­თოდ, მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამ დროს ბევრ სა­სარ­გებ­ლო რა­მეს აგ­რო­ვებ, ენერ­გე­ტი­კუ­ლად და­დე­ბი­თად იმუხ­ტე­ბი. ყო­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა კარ­გი საქ­მე­ე­ბის სა­თა­ვეც შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს. ადა­მა­ი­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას უარ­ყო­ფი­თის­გან იც­ლე­ბა, და­დე­ბი­თით ივ­სე­ბა, მშვიდ­დე­ბა, მე­ტად ვი­თარ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, იმას გრძნობს, რო­გორ იზ­რდე­ბა და იც­ვლე­ბა...

- ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის კუ­თხით რა ხდე­ბა აშშ-ში?

- აპ­რილ­ში მა­ი­ა­მი­ში პირ­ბა­დე თით­ქმის არა­ვის ეკე­თა. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, მა­გა­ლი­თად, რეს­ტო­რან­ში შეს­ვლი­სას უნდა გკე­თე­ბო­და და მერე რო­გორც ჩვენ­თა­ნაა, მა­გი­დას­თან იხ­სნი. პირ­ბა­დე, რა თქმა უნდა, ოფი­ცი­ან­ტებს ეკე­თათ... კო­ლო­რა­დო­ში ყოფ­ნი­სას კი და­მა­ვი­წყდა, რომ მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­აა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნუ­ლი­აო, - ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მი­თხრეს. ხალ­ხი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო (თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო) და პირ­ბა­დე არა­ვის ეკე­თა. ამ­ბობ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ. მეც ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ იქ ვირუ­სი უკვე აღრ არის, რად­გა­ნაც ხალ­ხი ლა­ღია. აქე­დან აუც­რე­ლი წა­ვე­დი, მო­გე­ხა­ე­ნე­ბათ, ჩვენ­თან აცრა რო­გო­რი პრობ­ლე­მაა და ასე­თი რა გახ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნა, რომ ეს ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა?! ამი­ტომ, იქ „ჯონ­სო­ნით“ ავი­ცე­რი.

პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლო ჩვენს მთა­სა და იქა­ურ მთას შო­რის, ის არის, რომ კო­ლო­რა­დოს აქა­უ­რი სული აკ­ლია და მეს­ტი­ას და ყაზ­ბეგს - იქა­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. იქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც „კოს­მოს­ში“! სა­ქარ­თვე­ლო­ში მთის კუ­რორ­ტე­ბი ისე­ვე რომ გა­კეთ­დეს, თი­თო­ე­უ­ლი არა­ნორ­მა­ულ­რად სა­ო­ცა­რი კუ­რორ­ტი გახ­დე­ბა

თა­ვად კო­ლო­რა­დო, რო­გორც მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მიყ­ვარს მთა და ამი­ტომ, ჩვენ­თან ყაზ­ბეგს, მეს­ტი­ას ხში­რად ვსტუმ­რობ ხოლ­მე. მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ში რა­ღაც მის­ტი­კუ­რი ნამ­დვი­ლად არის. სხვა სული ტრი­ა­ლებს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ იქ ტვი­ნიც კი სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ობს. ვერც კი გად­მოგ­ცემთ, კო­ლო­რა­დო­ში რო­გო­რი გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა - შვლე­ბი დახ­ტი­ან... ამის შემ­ყუ­რე ცხო­ვე­ლე­ბის დიდ მოყ­ვა­რულს, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და. იქ ყოფ­ნა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მი­ხა­რო­და. პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლო ჩვენს მთა­სა და იქა­ურ მთას შო­რის, ის არის, რომ კო­ლო­რა­დოს აქა­უ­რი სული აკ­ლია და მეს­ტი­ას და ყაზ­ბეგს - იქა­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. იქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც „კოს­მოს­ში“! სა­ქარ­თვე­ლო­ში მთის კუ­რორ­ტე­ბი ისე­ვე რომ გა­კეთ­დეს, თი­თო­ე­უ­ლი არა­ნორ­მა­ულ­რად სა­ო­ცა­რი კუ­რორ­ტი გახ­დე­ბა.

სამი დღე ბა­ჰა­მის კუნძლებ­ზეც ვი­ყა­ვი, სა­დაც კა­ტე­რით გა­და­ვე­დით. პან­დე­მია იქაც არ იგ­რძნო­ბო­და, მაგ­რამ სა­ნამ იქამ­დე მი­ვე­დით, ჩვენ პირ­ბა­დე მა­ინც გვე­კე­თა. მოკ­ლედ, თუ ჭკვი­ა­ნუ­რად მო­ვიქ­ცე­ვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და გა­დავ­რჩე­ბით.

- ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­ი­ღე და მშვე­ნი­ე­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი...

- მიყ­ვარს გა­და­ღე­ბა და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­და­ღე­ბუ­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ეს სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას რო­გორც გავ­ბე­დე, გა­და­ვი­ღე და მერე ის ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­ვი­და, ასე­თი რამ პირ­ვე­ლად მოხ­და. იმ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვი­სას დიდი ემო­ცია მქონ­და და ბევ­რი ვი­დეო და­ვაგ­რო­ვე. მერე აქ კომ­პი­უ­ტერ­ში რომ შევ­ყა­რე, პრო­დი­უ­სერს ვთხო­ვე, შე­ე­ფა­სე­ბი­ნა. მო­მი­წო­ნეს. კო­ლო­რა­დო­ში გა­რე­მომ თვი­თონ მი­ბიძ­გა, რომ გა­და­მე­ღო. მთა­ვარ როლ­ში მე­გობ­რის ძაღ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნე, რო­მე­ლიც იმ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან კარ­გად მო­ერ­გო. თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ, შე­მე­დეგ­ში კარ­გი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი უნდა დავ­გეგ­მო...

- სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში რა ხდე­ბა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნე­ბე­ბი არ იმარ­თე­ბა, ჩვენს სფე­რო­ში რა­ღა­ცე­ბი მა­ინც ხდე­ბა. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როა, რომ ისე­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­გო­რიც მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში აღარ იმარ­თე­ბა. ისე, ონ­ლა­ინ­ფე­შენ­ვი­კი კი იყო - სოფო ჭყო­ნი­ამ 2-ჯერ ჩა­ა­ტა­რა. კარ­გია, რომ არ გა­ჩერ­დნენ. თუმ­ცა სულ სხვა რამ არის, როცა ჩვე­ნე­ბას ხალ­ხი ეს­წრე­ბა, მო­დე­ლი პო­დი­უმ­ზე გა­მო­დის, - ამ ყვე­ლა­ფერს სხვა ენერ­გე­ტი­კა ახ­ლავს და მას არა­ფე­რი ცვლის... ამას­თან, რო­გორც მო­დელს არა­ერ­თი გა­და­ღე­ბაც მქონ­და. არის კო­მერ­ცი­უ­ლი შეკ­ვე­თე­ბი „ინ­სტაგ­რამ­ზე“... ხან­და­ხან ვფიქ­რობ, წა­ვალ და და­ვას­რუ­ლებ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას, მაგ­რამ ეს პრო­ფე­სია თვი­თონ არ მიშ­ვებს და ვხდე­ბი, რომ ის ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ნო­ემ­ბერ­ში 27 წელი გახ­დე­ბა, რაც მო­დე­ლი ვარ. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა 1994 წელს (წინა სა­უ­კუ­ნე) და­ვი­წყე. პო­დი­უმ­მა ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. ტექ­მნი­კა, რო­მელ­საც ვფლობ, არ ვიცი, რო­გორ ვის­წავ­ლე, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბით, ამ სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით დაგ­როვ­და. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქა­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა თუ უცხო­უ­რი, აუ­დი­ტო­რი­ის „აყ­ვა­ნა“ შე­მიძ­ლია. თან, ისე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ჩემ­კენ იყოს მო­მარ­თუ­ლი. ეს თვი­სე­ბად მექ­ცა და ცხოვ­რე­ბა­შიც მად­გე­ბა. ცოტა უხერ­ხუ­ლია ჩემ­გან ამის თქმა, მაგ­რამ ასეა - შე­იძ­ლე­ბა, ლა­მა­ზი კაბა გეც­ვას, მაგ­რამ მო­დე­ლის ში­ნა­გა­ნი ენერ­გე­ტი­კის გა­რე­შე, კა­ბას არა­ვინ შე­ხე­დავს. ეს ასეა. პო­დი­უმ­ზე რომ გავ­დი­ვარ, ვგრძნობ, რომ აუ­დი­ტო­რია „ხელ­ში მი­ჭი­რავს“. ენე­გი­ას ბო­ლომ­დე გავ­ცემ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა იქ მყოფს ვუ­ნა­წი­ლებ. თით­ქოს ხე­ლე­ბით და თი­თე­ბით ვე­ხე­ბი და იქვე ვგრძნობ მათ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას, ზღვა ენერ­გი­ას.

ხან­და­ხან ვფიქ­რობ, წა­ვალ და და­ვას­რუ­ლებ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას, მაგ­რამ ეს პრო­ფე­სია თვი­თონ არ მიშ­ვებს და ვხდე­ბი, რომ ის ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ნო­ემ­ბერ­ში 27 წელი გახ­დე­ბა, რაც მო­დე­ლი ვარ

- ეს და­დე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბის გაც­ვლაა...

- კი და ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნელ-ნელა მო­ვი­და. ბოლო დროს ტრან­სცენ­დენ­ტუ­ლი მე­დი­ტა­ცი­ის მიმ­დე­ვა­რი გავ­ხდი. რე­ლი­გია არ გე­გო­ნოთ. ამ ყვე­ლაფ­რის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ცენ­ტრი თბი­ლის­შია, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც იმა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ სა­კუ­თა­რი თავი შე­ვის­წავ­ლოთ და ვი­ყოთ მშვი­დე­ბი. ამ სა­უ­კუ­ნე­ში ბვე­რი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვიგ­როვ­დე­ბა, რაც ნებ­სით, თუ უნებ­ლი­ედ, ჩვე­ნამ­დე სხვა­დას­ხვა გზით აღ­წევს. ამი­ტომ, უნდა გა­ფილტროთ, მე­ტად შე­ვიც­ნოთ ჩვე­ნი თავი და შე­ვიყ­ვა­როთ. ოღონდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბა ეგო­ის­ტურ სიყ­ვა­რულს არ გუ­ლის­ხმობს. ეგო­იზ­მი კომ­პლექ­სე­ბის გრო­ვაა და ცუ­დია. მოკ­ლედ, რო­გორც კი სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას შევ­ძლებთ, ხალ­ხიც, გა­რე­მოც სხვა­ნა­ი­რად შე­იც­ვლე­ბა და ცხოვ­რე­ბაც უფრო იოლი გახ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიტა
19

გისურვებ წარმატებას! 

ამერიკელი
17

გეყოთ პოზირება და სისულელეების ტირაჟირება. ორი დღით ჩამოდიან აქ და ქართველებს აბოლებენ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

მოდელმა კრისტი ყიფშიძემ პანდემიის პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს და ამ საქმეში დიდი ინტერესით არის ჩართული. იმასაც გვეუბნება, რომ ამ წელიწადში აშშ-ში უკვე ორჯერ იმოგაზურა, სადაც ოპერატორობა და ჟურნალისტობა ერთმანეთს მშვენივრად შეუთავსა. რას ფიქრობს ახალ საქმიანობაზე, თავის პროფესიაზე, რომლითაც საზოგადოებამ გაიცნო და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ამერიკიდან, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

„კორონამ საქართველოში კი არა მთელ დედამიწაზე შეცვალა ცხოვრების სტილი, განწყობა. ცუდია, რომ ამდენი ადამიანი დავკარგეთ. 2020 მძიმე წელი იყო, მაგრამ წლის ბოლოს რომ გადავხედე, იმის მიუხედავად, რაც პანდემიამ სამყაროში მოახდინა, პირადად ჩემთვის არც ისე ცუდი აღმოჩნდა, არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და არც ისე ცუდი შედეგები მქონდა... გარდა ამისა, ამ პერიდომა უფრო დაკვირვებულები გაგვხადა, იმას, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით, იმაზე ახლა მეტად ვფიქრობთ, უფრო ფთხილები ვართ. მოკლედ, რაღაცები ვისწავლეთ... ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ჟურნალისტობა დავიწყე. თუმცა ამის მცდელობა მანამდეც არაერთხელ მქონია, რადიოში გადაცემა მქონდა, ერთ-ერთ ჟურნალშიც ვწერდი, მაგრამ ბოლო დროს ტელევიზიაში აქტიურად ჩავერთე, რამაც გამიტაცა. პოლიტიკის გარდა თითქმის ყველა თემაზე ვმუშაობ,“ - გვეუბნება კრისტი.

- ე.ი. ჟურნალისტური საქმიანობა მოგწონს...

- კი, დილის გადაცემაში „კრისტის ბლოგი“ ასეთი 5-წუთიანი რუბრიკა მოვიფიქრე, სადაც თვითონ ვარ ავტორი, ჟურნალისტი, სცენარისტი, წამყვანი, მონტაჟის დროსაც მემონტაჟის გვერდით ვზივარ. ამ ყველაფერს ოპერატორობაც დაემატა, რადგანაც რამდენიმე სიუჟეტი აშშ-ში გადავიღე.

- როგორც შევიტყვე, ამ წელიწადში აშშ-ში უკვე ორჯერ გიმოგზაურია. მოგვიყევი იმაზე, კონკრეტულად სად იყავი და უპრობლემოდ გაემგზავრე?

- ორ შტატში ვიყავი - ფლორიდასა და კოლორადოში. ფლორიდის შტატში, კონკრეტულად მაიმიში აპრილში წავედი, კოლორადოში - ივნისში. რაც შეეხება გამგზავრებისას განსაკუთრებულ შეზღუდვას, არაფერი ყოფილა. მაქვს ამერიკის ტურისტული ვიზა, ამასთან, საჭირო იყო „პისიარ“ ტესტის პასუხი, ბილეთი და პასპორტი... მოკლედ, სტუმრად ჩემს მეგობრებთან ჩავედი. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ამ დროს ბევრ სასარგებლო რამეს აგროვებ, ენერგეტიკულად დადებითად იმუხტები. ყოველი საინტერესო მოგზაურობა კარგი საქმეების სათავეც შეიძლება, გახდეს. ადამაინი მოგზაურობისას უარყოფითისგან იცლება, დადებითით ივსება, მშვიდდება, მეტად ვითარდება. რაც მთავარია, იმას გრძნობს, როგორ იზრდება და იცვლება...

- ეპიდსიტუაციის კუთხით რა ხდება აშშ-ში?

- აპრილში მაიამიში პირბადე თითქმის არავის ეკეთა. დახურულ სივრცეში, მაგალითად, რესტორანში შესვლისას უნდა გკეთებოდა და მერე როგორც ჩვენთანაა, მაგიდასთან იხსნი. პირბადე, რა თქმა უნდა, ოფიციანტებს ეკეთათ... კოლორადოში ყოფნისას კი დამავიწყდა, რომ მსოფლიოში პანდემიაა, დაინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, - ადგილობრივებმა მითხრეს. ხალხი ვაქცინირებული იყო (თებერვლიდან დაიწყო) და პირბადე არავის ეკეთა. ამბობდნენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ კარგი შედეგები აქვთ. მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ ვირუსი უკვე აღრ არის, რადგანაც ხალხი ლაღია. აქედან აუცრელი წავედი, მოგეხაენებათ, ჩვენთან აცრა როგორი პრობლემაა და ასეთი რა გახდა ჩვენი ქვეყნა, რომ ეს ჯერ ვერ მოახერხა?! ამიტომ, იქ „ჯონსონით“ ავიცერი.

პარალელი რომ გავავლო ჩვენს მთასა და იქაურ მთას შორის, ის არის, რომ კოლორადოს აქაური სული აკლია და მესტიას და ყაზბეგს - იქაური ინფრასტრუქტურა. იქ ყველაფერი ისეა, როგორც „კოსმოსში“! საქართველოში მთის კურორტები ისევე რომ გაკეთდეს, თითოეული არანორმაულრად საოცარი კურორტი გახდება

თავად კოლორადო, როგორც მთიანი რეგიონი ძალიან მომეწონა. მიყვარს მთა და ამიტომ, ჩვენთან ყაზბეგს, მესტიას ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. მიმაჩნია, რომ მთაში რაღაც მისტიკური ნამდვილად არის. სხვა სული ტრიალებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ ტვინიც კი სხვანაირად მუშაობს. ვერც კი გადმოგცემთ, კოლორადოში როგორი გასაოცარი ბუნებაა - შვლები დახტიან... ამის შემყურე ცხოველების დიდ მოყვარულს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. იქ ყოფნა პატარა ბავშვივით მიხაროდა. პარალელი რომ გავავლო ჩვენს მთასა და იქაურ მთას შორის, ის არის, რომ კოლორადოს აქაური სული აკლია და მესტიას და ყაზბეგს - იქაური ინფრასტრუქტურა. იქ ყველაფერი ისეა, როგორც „კოსმოსში“! საქართველოში მთის კურორტები ისევე რომ გაკეთდეს, თითოეული არანორმაულრად საოცარი კურორტი გახდება.

სამი დღე ბაჰამის კუნძლებზეც ვიყავი, სადაც კატერით გადავედით. პანდემია იქაც არ იგრძნობოდა, მაგრამ სანამ იქამდე მივედით, ჩვენ პირბადე მაინც გვეკეთა. მოკლედ, თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ყველაფერი კარგად იქნება და გადავრჩებით.

- ამერიკაში ყოფნისას ბევრი ვიდეომასალა გადაიღე და მშვენიერი ჩანახატები გაქვს გაკეთებული...

- მიყვარს გადაღება და იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებულის დამონტაჟებაშიც ვმონაწილეობ, ეს სიახლე არ ყოფილა, მაგრამ ამ მოგზაურობისას როგორც გავბედე, გადავიღე და მერე ის ტელევიზიითაც გავიდა, ასეთი რამ პირველად მოხდა. იმ ყველაფრის ნახვისას დიდი ემოცია მქონდა და ბევრი ვიდეო დავაგროვე. მერე აქ კომპიუტერში რომ შევყარე, პროდიუსერს ვთხოვე, შეეფასებინა. მომიწონეს. კოლორადოში გარემომ თვითონ მიბიძგა, რომ გადამეღო. მთავარ როლში მეგობრის ძაღლი გამოვიყენე, რომელიც იმ ყველაფერს ძალიან კარგად მოერგო. თუ ამ მიმართულებას გავაგრძელებ, შემედეგში კარგი მოგზაურობები უნდა დავგეგმო...

- სამოდელო სფეროში რა ხდება?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებები არ იმართება, ჩვენს სფეროში რაღაცები მაინც ხდება. თუმცა სამწუხაროა, რომ ისეთი ჩვენებები, როგორიც მიყვარდა და მიყვარს, პანდემიის პერიოდში აღარ იმართება. ისე, ონლაინფეშენვიკი კი იყო - სოფო ჭყონიამ 2-ჯერ ჩაატარა. კარგია, რომ არ გაჩერდნენ. თუმცა სულ სხვა რამ არის, როცა ჩვენებას ხალხი ესწრება, მოდელი პოდიუმზე გამოდის, - ამ ყველაფერს სხვა ენერგეტიკა ახლავს და მას არაფერი ცვლის... ამასთან, როგორც მოდელს არაერთი გადაღებაც მქონდა. არის კომერციული შეკვეთები „ინსტაგრამზე“... ხანდახან ვფიქრობ, წავალ და დავასრულებ სამოდელო კარიერას, მაგრამ ეს პროფესია თვითონ არ მიშვებს და ვხდები, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ნოემბერში 27 წელი გახდება, რაც მოდელი ვარ. ეს საქმიანობა 1994 წელს (წინა საუკუნე) დავიწყე. პოდიუმმა ბევრი რამ მასწავლა. ტექმნიკა, რომელსაც ვფლობ, არ ვიცი, როგორ ვისწავლე, მაგრამ წლების განმავლობაში გამოცდილებით, ამ სფეროში მიღებული ცოდნით დაგროვდა. არ აქვს მნიშვნელობა აქაური საზოგადოება იქნება თუ უცხოური, აუდიტორიის „აყვანა“ შემიძლია. თან, ისე, რომ ყველა ადამიანი ჩემკენ იყოს მომართული. ეს თვისებად მექცა და ცხოვრებაშიც მადგება. ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ ასეა - შეიძლება, ლამაზი კაბა გეცვას, მაგრამ მოდელის შინაგანი ენერგეტიკის გარეშე, კაბას არავინ შეხედავს. ეს ასეა. პოდიუმზე რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ აუდიტორია „ხელში მიჭირავს“. ენეგიას ბოლომდე გავცემ და აბსოლუტურად ყველა იქ მყოფს ვუნაწილებ. თითქოს ხელებით და თითებით ვეხები და იქვე ვგრძნობ მათ აღფრთოვანებას, ზღვა ენერგიას.

ხანდახან ვფიქრობ, წავალ და დავასრულებ სამოდელო კარიერას, მაგრამ ეს პროფესია თვითონ არ მიშვებს და ვხდები, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ნოემბერში 27 წელი გახდება, რაც მოდელი ვარ

- ეს დადებითი ენერგიების გაცვლაა...

- კი და ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა მოვიდა. ბოლო დროს ტრანსცენდენტული მედიტაციის მიმდევარი გავხდი. რელიგია არ გეგონოთ. ამ ყველაფრის ამიერკავკასიის ცენტრი თბილისშია, სადაც პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც იმაში გვეხმარებიან, რომ საკუთარი თავი შევისწავლოთ და ვიყოთ მშვიდები. ამ საუკუნეში ბვერი ნეგატიური ინფორმაცია გვიგროვდება, რაც ნებსით, თუ უნებლიედ, ჩვენამდე სხვადასხვა გზით აღწევს. ამიტომ, უნდა გაფილტროთ, მეტად შევიცნოთ ჩვენი თავი და შევიყვაროთ. ოღონდ, საკუთარი თავის შეყვარება ეგოისტურ სიყვარულს არ გულისხმობს. ეგოიზმი კომპლექსების გროვაა და ცუდია. მოკლედ, როგორც კი საკუთარი თავის შეცნობას შევძლებთ, ხალხიც, გარემოც სხვანაირად შეიცვლება და ცხოვრებაც უფრო იოლი გახდება.