ავტორი:

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ "პირველი არხის" გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" შვილებისა და საკუთარი ბავშვობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა შვილებთან ურთიერთობაში ცდილობს, რომ ხელი არ შეუშალოს და საჭირო დროს იდგეს მათ გვერდით:

"მე მიმაჩნია, რომ თავის შეცდომებზეც თვითონ უნდა ისწავლოს. ვერ იზამ იმას, რომ შენი შვილი იყოს სრულიად მოწყვეტილი და ყოველთვის უფრთხილდებოდე მას. უნდა დაუშვას შეცდომები და მათზე უნდა ისწავლოს.

...მე რთული შვილი ვიყავი და სასწაულ ცეცხლში გამოვატარე ჩემი მშობლები... თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს და ა.შ. მე უფრო ვაძლევ რჩევებს [თემურ ჭყონიას], ვიდრე ის მე.

...რთული პერიოდი დაემთხვა ჩემს თინეიჯერობას და ამის გამო, 14 წლის ასაკში, ბნელ 90-იანებში გამიშვეს ამერიკაში. ჩემს მშობლებს კარგი უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ ამერიკაში ძალიან რთულ ასაკში აღმოვჩნდი - მარტო უცხო ქვეყანაში, სკოლაში, სადაც გავიარე ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი. ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში.

მე ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი. მიზეზი იყო ის, რომ ისინიც 14 წლისები იყვნენ და უცებ აბსოლუტურად უცხო ადამიანი, უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა მათთან, მათ ესმოდათ მხოლოდ საბჭოთა კავშირი. "ბოროტების იმპერიიდან" ჩამოვიდა გოგო, ზის ჩვენს კლასში და ის უნდა დავჩაგროთ - აი, ეს იყო მიზეზი. მარტო ბავშვები არ მაბულინგებდნენ, ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახში და ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან... წაიკითხეთ სრულად