მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს.
„სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც ისინი არჩევნებს ატარებდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.
ისინი, სხვადასხვა პარტია, ჩამოდიან ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენს ჩართვას, ცდილობს, დავიჭიროთ მხარე მათ პოლიტიკურ მანევრებში. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ დავიჭიროთ რომელიმე მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”, - განაცხადა რიშმა.