სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50 -ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს - ერთი მათგანი კი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სენატორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.
„რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას ამ მხრივ, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად,“- განაცხადა სენატორმა.