თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე მიტოვებულ შენობას ხანძარი გაუჩნდა.
მოქალაქეების განცხადებით, ლაღიძის ქუჩაზე, შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ისინი შენობიდან უვნებლად გაიყვანეს. თუმცა გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, დაშავებულებიდან ჰოსპიტალიზაცია არც ერთს დასჭირდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.