მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება
ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

სო­ხუმ­ში "ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში" ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ძმის­შვი­ლის მკვლე­ლო­ბის (2021 წლის მა­ის­ში) საქ­მე­შია გა­რე­უ­ლი. ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ქე­მალ არ­ძინ­ბა 18 მა­ისს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩვენ გავ­შიფ­რეთ ორ­მა­გი მკე­ლო­ბის სქე­მა, რო­მელ­საც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ორ­მხრი­ვი სრო­ლა სო­ხუმ­ში, "ახალ რა­ი­ონ­ში" სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­თვის და­ი­წყო. შე­დე­გად სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი დაჭ­რი­ლი შე­იყ­ვა­ნეს. მათ­გან ორი, 43 წლის რუს­ლან გუ­და­ლია და 45 წლის ბეს­ლან ძიბა გარ­და­იც­ვა­ლა, 26 წლის ას­ლან ზუხ­ბა კი, სიკ­ვდილს ებ­რძვის", - ნათ­ქვა­მია აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ას­ლან ზუხ­ბა

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი იყო. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ერთ-ერთი მძი­მედ დაჭ­რი­ლი პირი სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვეს, იმ მი­ზე­ზით, რომ მას "გვა­მუ­რი ლა­ქე­ბი" აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ე.წ. მი­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, "და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ცხე­და­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მოს­ვლამ­დე წა­ი­ღეს".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, 17 ივ­ლი­სის ღა­მეს ავ­ტო­მა­ტე­ბი­თა და პის­ტო­ლე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რუს­ლან და იგორ გუ­და­ლი­ე­ბი, გარი ავი­ძ­ბა და ას­ლან ზუხ­ბა, ერ­თმა­ნეთს სო­ხუმ­ში, ლა­კო­ბა­სა და 30 სექ­ტემ­ბრის ქუ­ჩის კვე­თა­ზე, ლუ­დის ბარ­თან ას­ლან ზუხ­ბა­სა და მას­თან ერ­თად მყოფ სამ პირს შეხ­ვდნენ. ბეს­ლან ძი­ბა­სა და რუს­ლან გუ­და­ლი­ას, ასე­ვე გარი ავი­ძ­ბა­სა და ას­ლან ზუხ­ბას შო­რის კა­მა­თი, ია­რა­ღის სრო­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც რუს­ლან გუ­და­ლი­ამ ზუხ­ბა დაჭ­რა.

"ამ ყვე­ლა­ფერს ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან თვალს ადევ­ნებ­და იგორ გუ­და­ლია, რო­მე­ლიც "კა­ლაშ­ნი­კო­ვით" იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, ლუ­დის ბა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც ბეს­ლან ძიბა სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მას დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იცა­ვენ", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იგორ გუ­და­ლია

ორ­მხრი­ვი სრო­ლა მა­ის­ში ქე­მალ არ­ძინ­ბას ჩა­ცხრილ­ვის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც სნა­ი­პერ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში სამი ტყვია ეს­რო­ლა. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ე.წ. შს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მომ­ხდარ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აჩან­და­რას მკვიდ­რი, 41 წლის იგორ გუ­და­ლია და­ა­კა­ვეს. გარი ავი­ძ­ბას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას კი კვლა­ვაც ცდი­ლო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახლა გა­სარ­კვე­ვია, ვის ბა­ნაკ­ში იყ­ვნენ გუ­და­ლი­ე­ბი და ვის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბის უკან აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა" დგას, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "პრე­ზი­დენ­ტის" კრი­მი­ნა­ლი ძმის­შვი­ლი "ფე­ხებ­ში ედე­ბო­და".

Эху Кавказа-ს ცნო­ბით, სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი ას­ლან ზუხ­ბა არა­ერ­თგზის ყო­ფი­ლა ე.წ. შსს-ს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

"ის შემ­ჩნე­უ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჯფუ­გურ გა­ტა­ცე­ბა­ში. კერ­ძოდ, მას­თან ერ­თად "მუ­შა­ობ­დნენ" აი­ნარ ზუხ­ბა, მი­ზან ზუხ­ბა, ას­ლან ზუხ­ბა და გარი ავი­ძ­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ თა­ვად და­ესხნენ თავს მი­ლი­ცი­ას და ცე­ცხლი გა­უხ­სნეს მათ", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

გარი ავი­ძ­ბა

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ორ­მხრი­ვი სრო­ლის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტე­ბი, ძიბა და გუ­და­ლი­ე­ბი არი­ან.

"მე­ტა­დო­ნი ვერ გა­იყ­ვეს. ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ქე­მალ არ­ძინ­ბას ჩა­ცხრვი­ლის მი­ზე­ზიც ეს იყოს - ბარცბას მისი ნარ­კო­ბინ­ზე­სის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა უნ­დო­და, თა­ვის მხრივ, არ­ძინ­ბა ტუ­რის­ტულ ზო­ნებს არ თმობ­და. ამი­ტომ მო­ა­შო­რა ქე­მალ­მა "პი­ზას" მთა­ვა­რი საყ­რდე­ნე­ბი, შამ­ბა და ავი­ძ­ბა. შემ­დეგ ქე­მალს მი­ა­კე­თხეს, ახლა ქე­მა­ლის მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა ბი­ჭებ­მა მო­აქ­ცი­ეს ალ­ყა­ში ბარცბას კლა­ნის წევ­რე­ბი. ქურ­დულ კლა­ნებ­ში გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და მას ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს უხერ­ხებს დი­მიტ­რი დბა­რი", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "ია­სონ აფხა­ზი".

"ჩი­კა­გო გრძელ­დე­ბა... ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, თუ ის ბიჭი მარ­თლა შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი იყო და ამ და­უს­რუ­ლე­ბელ უბე­დუ­რე­ბას შე­ე­წი­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი იგი­ვეა - ახლა მთა­ვა­რია, ბარცბას მო­შო­რე­ბა, რაც გარ­და­უ­ვა­ლია, ოღონდ ვინ გა­რის­კავს და რო­დის, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კი­თხია", - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივს ალი­ას მა­ჭა­ვა­რი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
24

მაგრად გვახატია ეგ ამბები

მორიელი
18

სააკაშვილი უნდათ აფხაზებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

სოხუმში "ორმაგ მკვლელობაში" ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობის (2021 წლის მაისში) საქმეშია გარეული. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ქემალ არძინბა 18 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ჩვენ გავშიფრეთ ორმაგი მკელობის სქემა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორმხრივი სროლა სოხუმში, "ახალ რაიონში" საღამოს 8 საათისთვის დაიწყო. შედეგად სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში სამი დაჭრილი შეიყვანეს. მათგან ორი, 43 წლის რუსლან გუდალია და 45 წლის ბესლან ძიბა გარდაიცვალა, 26 წლის ასლან ზუხბა კი, სიკვდილს ებრძვის", - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს განცხადებაში.

ასლან ზუხბა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი შემთხვევითი გამვლელი იყო. კიდევ ერთი ვერსიით, ერთ-ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის მიღებაზე უარი თქვეს, იმ მიზეზით, რომ მას "გვამური ლაქები" აღენიშნებოდა და ე.წ. მილიცია გამოიძახეს, თუმცა, "დაუდგენელმა პირებმა ცხედარი სამართალდამცველების მოსვლამდე წაიღეს".

ადგილობრივების ცნობით, 17 ივლისის ღამეს ავტომატებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული რუსლან და იგორ გუდალიები, გარი ავიძბა და ასლან ზუხბა, ერთმანეთს სოხუმში, ლაკობასა და 30 სექტემბრის ქუჩის კვეთაზე, ლუდის ბართან ასლან ზუხბასა და მასთან ერთად მყოფ სამ პირს შეხვდნენ. ბესლან ძიბასა და რუსლან გუდალიას, ასევე გარი ავიძბასა და ასლან ზუხბას შორის კამათი, იარაღის სროლაში გადაიზარდა, რა დროსაც რუსლან გუდალიამ ზუხბა დაჭრა.

"ამ ყველაფერს ავტომანქანიდან თვალს ადევნებდა იგორ გუდალია, რომელიც "კალაშნიკოვით" იყო შეიარაღებული და როგორც კი დაინახა, რომ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ლუდის ბარის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რა დროსაც ბესლან ძიბა სასიკვდილოდ დაიჭრა. რაც შეეხება დაჭრილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას დაცვის თანამშრომლები იცავენ", - ამბობენ ადგილობრივები.

იგორ გუდალია

ორმხრივი სროლა მაისში ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება, რომელსაც სნაიპერმა საკუთარ სახლში სამი ტყვია ესროლა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. შს თანამშრომლებმა მომხდარში ეჭვმიტანილი, გუდაუთის რაიონის სოფელ აჩანდარას მკვიდრი, 41 წლის იგორ გუდალია დააკავეს. გარი ავიძბას ადგილსამყოფელის დადგენას კი კვლავაც ცდილობენ.

ადგილობრივების თქმით, ახლა გასარკვევია, ვის ბანაკში იყვნენ გუდალიები და ვის დავალებებს ასრულებდნენ, რადგან ცნობილია, რომ ქემალ არძინბას მკვლელობის უკან აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, რაულ ბარცბა, იგივე "პიზა" დგას, რომელსაც ადგილობრივების თქმით, "პრეზიდენტის" კრიმინალი ძმისშვილი "ფეხებში ედებოდა".

Эху Кавказа-ს ცნობით, სოხუმის საავადმყოფოში მყოფი ასლან ზუხბა არაერთგზის ყოფილა ე.წ. შსს-ს ყურადღების ცენტრში.

"ის შემჩნეულია ავტომანქანების ჯფუგურ გატაცებაში. კერძოდ, მასთან ერთად "მუშაობდნენ" აინარ ზუხბა, მიზან ზუხბა, ასლან ზუხბა და გარი ავიძბა. ყოფილა შემთხვევები, რომ თავად დაესხნენ თავს მილიციას და ცეცხლი გაუხსნეს მათ", - წერენ ადგილობრივები.

გარი ავიძბა

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ორმხრივი სროლის მთავარი ფიგურანტები, ძიბა და გუდალიები არიან.

"მეტადონი ვერ გაიყვეს. ეს არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ქემალ არძინბას ჩაცხრვილის მიზეზიც ეს იყოს - ბარცბას მისი ნარკობინზესის ხელში ჩაგდება უნდოდა, თავის მხრივ, არძინბა ტურისტულ ზონებს არ თმობდა. ამიტომ მოაშორა ქემალმა "პიზას" მთავარი საყრდენები, შამბა და ავიძბა. შემდეგ ქემალს მიაკეთხეს, ახლა ქემალის მფარველობის გარეშე დარჩენილმა ბიჭებმა მოაქციეს ალყაში ბარცბას კლანის წევრები. ქურდულ კლანებში გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება და მას ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს დიმიტრი დბარი", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხარებელი "იასონ აფხაზი".

"ჩიკაგო გრძელდება... ძალიან ცუდი იქნება, თუ ის ბიჭი მართლა შემთხვევითი გამვლელი იყო და ამ დაუსრულებელ უბედურებას შეეწირება. დანარჩენი იგივეა - ახლა მთავარია, ბარცბას მოშორება, რაც გარდაუვალია, ოღონდ ვინ გარისკავს და როდის, ძალიან რთული საკითხია", - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს ალიას მაჭავარიანს.