მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე
"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

მე ის­რე­ბი არა­ვის­ზე არ გა­და­მაქვს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩემი, თქვე­ნი, მთავ­რო­ბის და ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლია არა კონ­კრე­ტუ­ლი ერთი ან ორი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ყვე­ლა.

„აქ არის ერ­თობ­ლი­ვი ანუ სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პან­დე­მია არის ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა დღეს გლო­ბა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის, აქ ერთი ადა­მი­ა­ნი, ერთი პრე­ზი­დენ­ტი ან ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ სა­კითხს ვერ წყვეტს, ამას მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა წყვეტს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, მან­ვე გან­მარ­ტა, რომ რე­გი­ო­ნე­ბი ვაქ­ცი­ნე­ბით საკ­მა­რი­სად მა­რაგ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი.

„ვაქ­ცი­ნე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­დის, მე თვი­თონ ჩა­მო­ვი­ა­რე ყვე­ლა, გარ­და რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ახლა პა­ა­ტა და­დის, შემ­დეგ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ჩვე­ნი ქსე­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, მაგ­რამ გე­თან­ხმე­ბით, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. კი­დევ მეტი გვჭირ­დე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ. დღე­ვან­დე­ლი დღის მო­ნა­ცე­მე­ბით 333 ამცრე­ლი ბრი­გა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი, ეს არ არის ცოტა. ერთ ბრი­გა­დას დღე­ში 70 აც­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ. გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ არ მი­დის ხალ­ხი ასაც­რე­ლად ბევ­რია, მათ შო­რის ის, რომ ხალ­ხს ისევ არ სჯე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის.

„ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი, გა­და­ი­ტანს და ექ­ნე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი. არ უყუ­რე­ბენ იმას, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში 26 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ამი­ტომ გა­მო­სა­ვა­ლი აქე­დან მხო­ლოდ ერ­თია - აცრა, რათა ხე­ლოვ­ნუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი შე­იქ­მნას ქვე­ყა­ნა­ში. ადრე ვაქ­ცი­ნა არ არი­სო ამ­ბობ­დნენ, ახლა არის. ის 4 ვაქ­ცი­ნა: „სი­ნო­ვა­კი“ „სი­ნო­ფარ­მი“ „ფა­ი­ზე­რი“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დღეს ად­მი­ნის­ტრირ­დე­ბა, გვი­ცავს ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა­გან, რო­გო­რი­ცაა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რა და სიკ­ვდი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პანთეონი
13

ანუ არავის ბრალი არააოოო, ვაიმეე, ვაიმეეე ))) ჯაბა იოსელიანს მოანატრებენ ესენი ხალხს. 

gio
18
გამოაცხადე სავალდებულო 3-4 დღიანი ბიულეტენი თითო აცრაზე და რიგი დადგება. რო ავიცრა და ცუდად გავხდე სამსახურში რა ვქნა მერე ?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესებში ჩართულია არა კონკრეტული ერთი ან ორი ადამიანი, არამედ ყველა.

„აქ არის ერთობლივი ანუ სოლიდარული პასუხისმგებლობა. პანდემია არის ყველაზე კარგი გამოხატულება დღეს გლობალური სოლიდარობის, აქ ერთი ადამიანი, ერთი პრეზიდენტი ან ერთი ხელმძღვანელი ამ საკითხს ვერ წყვეტს, ამას მთლიანად საზოგადოება წყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მანვე განმარტა, რომ რეგიონები ვაქცინებით საკმარისად მარაგდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„ვაქცინები რეგიონებში ძალიან ბევრი მიდის, მე თვითონ ჩამოვიარე ყველა, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა და ახლა პაატა დადის, შემდეგ ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი ქსელი ძალიან აქტიურად მუშაობს, მაგრამ გეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. კიდევ მეტი გვჭირდება, რომ ადამიანები დავარწმუნოთ. დღევანდელი დღის მონაცემებით 333 ამცრელი ბრიგადაა გამოყოფილი, ეს არ არის ცოტა. ერთ ბრიგადას დღეში 70 აცრის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიდის ხალხი ასაცრელად ბევრია, მათ შორის ის, რომ ხალხს ისევ არ სჯერა კორონავირუსის არსებობის.

„ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი, გადაიტანს და ექნება იმუნიტეტი. არ უყურებენ იმას, რომ დღეს ქვეყანაში 26 ადამიანი გარდაიცვალა და ეს საშინელებაა. ამიტომ გამოსავალი აქედან მხოლოდ ერთია - აცრა, რათა ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში. ადრე ვაქცინა არ არისო ამბობდნენ, ახლა არის. ის 4 ვაქცინა: „სინოვაკი“ „სინოფარმი“ „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, რომელიც ქვეყანაში დღეს ადმინისტრირდება, გვიცავს ყველაზე უფრო მძიმე გართულებებისაგან, როგორიცაა ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოხვედრა და სიკვდილი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში  24 ივლისს  შემოვა

საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით