სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?
რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

ქვე­ყა­ნა­ში დელ­ტა (ინ­დუ­რი) შტა­მი დღი­თი­დღე იკ­რებს ძა­ლას, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სუ­რათს აუ­ა­რე­სებს. შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი უპა­სუ­ხებს.

- ცუდი ამ­ბით და­ვი­წყოთ: ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა... დელ­ტა შტა­მი და ბავ­შვე­ბი ახლა ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო თე­მაა.

- დღეს მსოფ­ლი­ო­ში მეტი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი და ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ამ შტამ­მა ახალ­გაზ­რდებ­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა. თუ გლო­ბა­ლუ­რად შევ­ხე­დავთ, ბავ­შვთა ასაკ­ში ტრა­გი­კუ­ლად და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა არ გაზ­რდი­ლა და ყვე­ლა დელ­ტაშ­ტა­მი­ან ბავ­შვს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა, საფრ­თხემ იმა­ტა.

ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ სამი ჩვი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­და, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ზარ­და, ყვე­ლა მშო­ბე­ლი თა­ვი­სი შვი­ლის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ითხოვს. სა­ერ­თოდ, მშო­ბელ­მა უნდა იცო­დეს, რომ ზა­ფხულ­ში, როცა ცხე­ლა და ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი წყალს კარ­გავს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მკურ­ნა­ლო­ბას ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა, ამი­ტომ ასეთ დროს ბევ­რი სი­თხის მი­ცე­მას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"კო­ვიდ 19"-ის წი­ნან­დე­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის­გან დელ­ტა ვირუ­სის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი ისიც არის, რომ ვლინ­დე­ბა არა მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსე, არა­მედ ინ­ფექ­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტის მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს. წინა შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბი იყო ყნოს­ვის და­კარ­გვა, ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ხვე­ლას­თან ერ­თად გე­მოს დაქ­ვე­ი­თე­ბა, დელ­ტა შტა­მის დროს მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, გა­ცი­ვე­ბის მსგავ­სი თა­ვის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი. ამი­ტომ, რო­გორც კი ამას შე­ვამ­ჩნევთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ოჯახ­მა ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ი­ტა­როს.

- დელ­ტა შტა­მის­თვის აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით ავიც­რე­ბით?

- მო­ნა­ცე­მე­ბი სწრა­ფად იც­ვლე­ბა. ამ ეტა­პის­თვის, დელ­ტა ვა­რი­ან­ტის მი­მართ ყვე­ლა იმ ვაქ­ცი­ნის მოქ­მე­დე­ბის ძალა, რომ­ლე­ბიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ორ ნა­წი­ლად ფას­დე­ბა. რო­დე­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მოწ­მდე­ბა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პლაზ­მას იღე­ბენ, იქი­დან გა­მო­ყო­ფენ ან­ტის­ხე­უ­ლებს, შემ­დეგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში პეტ­რის ფინ­ჯან­ზე აწ­ვე­თე­ბენ ვირუ­სის შტა­მებს და მა­ნე­იტ­რა­ლე­ბელ ეფექტს ეძე­ბენ. მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი არ არის იმი­სა, რო­გორ მოქ­მე­დებს ესა თუ ის ვაქ­ცი­ნა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ამის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია ის­რა­ე­ლი. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი (50 წელ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის 95%) ორ­ჯერ არის აც­რი­ლი "ფა­ი­ზე­რით", მაგ­რამ დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 90% დელ­ტა შტა­მით არის ავად, ანუ იქაც დელ­ტა ვა­რი­ან­ტი დო­მი­ნი­რებს, თუმ­ცა ისი­ნი ამას მე­ო­თხე ტალ­ღას არ ეძა­ხი­ან. რე­ა­ლურ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ დელ­ტა ვა­რი­ან­ტის მსუ­ბუ­ქი ფორ­მის პრე­ვენ­ცია "ფა­ი­ზერს" შე­უძ­ლია მხო­ლოდ შემ­თხვე­ვა­თა 64%-ში, ანუ 95% 64%-მდე შემ­ცირ­და. რა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­რა­ე­ლის მა­გა­ლით­ზე? ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია და მძი­მე ან კრი­ტი­კუ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 1%, ანუ 7 000 ადა­მი­ა­ნი­დან 70-80-ია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მათ­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლი არ არის. ანუ "ფა­ი­ზე­რი" იცავს არა მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის­გან, არა­მედ - ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან. ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის­რა­ელ­ში ორ­ჯერ აც­რილ­თა­გან ვინც ავად გახ­და, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლია იან­ვარ­ში, ანუ უკვე გა­სუ­ლია 6 თვე. ამი­ტო­მაც ის­რა­ელ­მა და­ი­წყო ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და "ფა­ი­ზე­რის­გან" რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი და­მა­ტე­ბი­თი დოზა მი­ი­ღო, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­სა­მედ აც­რის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლონ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუს
5

რა უ ედურებაა მარᲩიალობᲗ და მეტი არაფერი....დაიᲦალა ხალხი ასეᲗი ისტორიების მოსმენიᲗ...

ᲓავუცვაᲗ რეკომენდაციები ახლა უფრო Ძლიერად და გადავრᲩებიᲗ

ver gavigeee???
7

"დღეს მსოფ­ლი­ო­ში მეტი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი და ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ამ შტამ­მა ახალ­გაზ­რდებ­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა" ეს რას ნიშნავს? შტამი განკუთვნილია ასაკოვანი ადამიანისთვის და რადგან იქ ვერ შეაღწია/ან ვერ შეაღწევს მაშინ მიდის სხვასთან ახალგაზრდასთან? ჩვილთან? ეს შტამი განკუთვნილია ასაკოვანი ხალხისთვის. შერჩევითიააა???? ვერ გავიგე მართლა და მართლააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

ქვეყანაში დელტა (ინდური) შტამი დღითიდღე იკრებს ძალას, რაც, ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიურ სურათს აუარესებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

- ცუდი ამბით დავიწყოთ: ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა... დელტა შტამი და ბავშვები ახლა ყველაზე საგანგაშო თემაა.

- დღეს მსოფლიოში მეტი ასაკოვანი ადამიანია აცრილი და ამანაც განაპირობა, რომ ამ შტამმა ახალგაზრდებში გადმოინაცვლა. თუ გლობალურად შევხედავთ, ბავშვთა ასაკში ტრაგიკულად და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა არ გაზრდილა და ყველა დელტაშტამიან ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საფრთხემ იმატა.

ინფორმაციამ, რომ სამი ჩვილი რეანიმაციაში მკურნალობდა, მომართვიანობა გაზარდა, ყველა მშობელი თავისი შვილის ჰოსპიტალიზაციას ითხოვს. საერთოდ, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ზაფხულში, როცა ცხელა და ბავშვის ორგანიზმი წყალს კარგავს, მაღალი ტემპერატურა მკურნალობას ძნელად ემორჩილება, ამიტომ ასეთ დროს ბევრი სითხის მიცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან დელტა ვირუსის განმასხვავებელი ნიშანი ისიც არის, რომ ვლინდება არა მეხუთე-მეექვსე, არამედ ინფექციასთან კონტაქტის მეორე-მესამე დღეს. წინა შტამების შემთხვევაში მთავარი სიმპტომები იყო ყნოსვის დაკარგვა, ტემპერატურასა და ხველასთან ერთად გემოს დაქვეითება, დელტა შტამის დროს მთავარი სიმპტომებია ჩვეულებრივი, გაცივების მსგავსი თავის ტკივილი, ტემპერატურა, ყელის ტკივილი. ამიტომ, როგორც კი ამას შევამჩნევთ, აუცილებელია, ოჯახმა ტესტირება ჩაიტაროს.

- დელტა შტამისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

- მონაცემები სწრაფად იცვლება. ამ ეტაპისთვის, დელტა ვარიანტის მიმართ ყველა იმ ვაქცინის მოქმედების ძალა, რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება, შემცირებულია. ვაქცინების ეფექტიანობა ორ ნაწილად ფასდება. როდესაც ლაბორატორიაში მოწმდება, ვაქცინირებული ადამიანების პლაზმას იღებენ, იქიდან გამოყოფენ ანტისხეულებს, შემდეგ ლაბორატორიაში პეტრის ფინჯანზე აწვეთებენ ვირუსის შტამებს და მანეიტრალებელ ეფექტს ეძებენ. მაგრამ ეს ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის იმისა, როგორ მოქმედებს ესა თუ ის ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში. ამის კლასიკური მაგალითია ისრაელი. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (50 წელზე უფროსი ადამიანების 95%) ორჯერ არის აცრილი "ფაიზერით", მაგრამ დღეს ინფიცირებულთა 90% დელტა შტამით არის ავად, ანუ იქაც დელტა ვარიანტი დომინირებს, თუმცა ისინი ამას მეოთხე ტალღას არ ეძახიან. რეალურ ეპიდემიოლოგიურ ცხოვრებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დელტა ვარიანტის მსუბუქი ფორმის პრევენცია "ფაიზერს" შეუძლია მხოლოდ შემთხვევათა 64%-ში, ანუ 95% 64%-მდე შემცირდა. რა არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ისრაელის მაგალითზე? ჰოსპიტალიზებულია და მძიმე ან კრიტიკულია ინფიცირებულთა 1%, ანუ 7 000 ადამიანიდან 70-80-ია საავადმყოფოში და მათგანაც უმრავლესობა აცრილი არ არის. ანუ "ფაიზერი" იცავს არა მსუბუქი დაავადებისგან, არამედ - ჰოსპიტალიზაციისგან. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ისრაელში ორჯერ აცრილთაგან ვინც ავად გახდა, მათი უმრავლესობა აცრილია იანვარში, ანუ უკვე გასულია 6 თვე. ამიტომაც ისრაელმა დაიწყო ახალი ნაბიჯების გადადგმა და "ფაიზერისგან" რამდენიმე მილიონი დამატებითი დოზა მიიღო, რომ ასეთი ადამიანების მესამედ აცრის საკითხი განიხილონ. გააგრძელეთ კითხვა

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია