პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?

ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, თუ რა­ტომ კი­თხუ­ლობთ? კი­თხვა დას­ვე­ნე­ბა­სა თუ ჩა­ძი­ნე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბათ? წიგ­ნე­ბით შე­უ­ფა­სე­ბელ ცოდ­ნას იძენთ?.. სა­ნამ თქვენ ზუსტ პა­სუხს მი­აგ­ნებთ შე­კი­თხვა­ზე: "რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვთ წიგ­ნებს?“ ჩვენ იმ პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უნა­რებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლებ­საც კი­თხვა ავი­თა­რებს.მა­გა­ლი­თად, იცო­დით, რომ კი­თხვა სი­ცო­ცხლეს ახან­გრძლი­ვებს? გა­აგ­რძე­ლეთ სტა­ტი­ის კი­თხვა. გარ­წმუ­ნებთ, კი­თხვი­სად­მი ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­დარ­ჩე­ნი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბას სწო­რედ კი­თხვა წარ­მო­ად­გენს.

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში სწო­რედ იმ პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უნა­რებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რომ­ლებ­საც კი­თხვა ავი­თა­რებს. ასე რომ, კი­თხვი­სად­მი ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­დარ­ჩე­ნი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბას სწო­რედ კი­თხვა წარ­მო­ად­გენს.

კი­თხვა აუმ­ჯო­ბე­სებს კოგ­ნი­ტურ პრო­ცე­სებს

კოგ­ნი­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა, მისი ცოდ­ნად გარ­დაქ­მნა და სა­ბო­ლო­ოდ − გა­მო­ყე­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ კი­თხვა:

  • აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას − კი­თხვის პრო­ცე­სი ტვი­ნის იმ ნა­წი­ლებს ააქ­ტი­უ­რებს, რომ­ლე­ბიც მეხ­სი­ე­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ახა­ლი სი­ნაფ­სე­ბის წარ­მოქ­მნა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ მა­ინც და მა­ინც ვუნ­დერ­კინ­დი არ ხართ, რო­გორც წლის ბესტსე­ლე­რის, "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის“ მთა­ვა­რი გმი­რი, მა­შინ გო­ნე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად წიგ­ნის კი­თხვა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

  • ახან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლესერთი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დღე­ში 30 წუთს კი­თხუ­ლობ­დნენ, 2 წლით აღე­მა­ტე­ბა არამ­კი­თხვე­ლე­ბი­სას;
  • ზრდის ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნეს − იმე­დია, ეჭვი არ გე­პა­რე­ბათ, რომ კი­თხვა ლექ­სი­კის მა­რაგს ამ­დიდ­რებს; გარ­და ამი­სა, არ­ტი­კუ­ლა­ცი­ას აუმ­ჯო­ბე­სებს და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ხა­რის­ხა­საც ზრდის.

ინ­ტე­ლექ­ტზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი მა­გა­ლი­თით მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლე­ვენ. აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს აშშ-ის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მი­შელ ობა­მა, რო­მელ­მაც თა­ვის წიგნ­ში "რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ“ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი, მის­წრა­ფე­ბა-ოც­ნე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და, ზო­გა­დად, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე-ბე­ბის გან­სა­ზღვრის მი­ზეზ-შე­დე­გე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა.

კი­თხვა აუმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას

დროა და­გარ­წმუ­ნოთ, რომ კი­თხვა არამ­ხო­ლოდ "სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა“. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ კი­თხვა:

  • ხსნის სტრესს და ამ­ცი­რებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას − საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ 6 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხოთ და მყი­სი­ე­რად იგ­რძნობთ გუ­ლის­ცე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას;

სი­ა­მოვ­ნე­ბით გირ­ჩევთ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "ბუ­კე­რის“ 2019 წლის ლა­უ­რე­ა­ტის, ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს რო­მანს "გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხანს თარ­გმნა და გა­მოს­ცა "პა­ლიტ­რა L-მა“.

  • აუმ­ჯო­ბე­სებს ძი­ლის ხა­რისხს − თუკი ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, წიგ­ნი მო­ი­მარ­ჯვეთ. ძი­ლის წინ გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი ტვი­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი ის სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ახლა გან­ტვირ­თვის, მო­დუ­ნე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დროა. თა­ვად გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ისე სწრა­ფად ჩა­გე­ძი­ნე­ბათ. ძი­ლის წინ სა­კი­თხა­ვად თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შვო წიგნს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: დე­ვიდ ბე­დი­ე­ლის "და­ბა­დე­ბის დღის ბიჭი“, რო­მე­ლიც სულ ახალ­ა­ხან გა­მო­ი­ცა ქარ­თუ­ლად.

და ბო­ლოს, წიგ­ნის კი­თხვა ზრდის ადა­მი­ან­ში ემ­პა­თი­უ­რო­ბის დო­ნეს

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ: "ყო­ვე­ლი ნორ­მა­ლუ­რი მო­თხრო­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ ხდე­ბი ოდ­ნავ უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ...“ მარ­თლაც, წიგ­ნი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არა მხო­ლოდ ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის თვა­ლით შე­ხე­დო წიგ­ნის­მი­ერ რე­ა­ლო­ბას. პერ­სო­ნა­ჟე­ბის სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ჩვენ­ში თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი ძლი­ერ­დე­ბა. თა­ნა­გან­ცდის შეგ­რძნე­ბა ორ­მა­გად გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ, თუკი ისეთ თრი­ლერს კი­თხუ­ლობთ, რო­გო­რიც ა. ჯ. ფი­ნის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი "ქალი სარ­კე­შია“. შე­უძ­ლე­ბე­ლია, თქვენც მას­თან ერ­თად არ მო­გიც­ვათ შიშ­მა, სა­სო­წარ­კვე­თამ და დიდ­მა ინ­ტრი­გამ.

ისევ და ისევ კი­თხვის პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ემ­პა­თი­ის უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი და სა­სურ­ვე­ლე­ბი არი­ან.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ... რა­ღას უცდი?

წა­ი­კი­თხე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
3

ეს საქართელოს მოსახლეობას არ ეხება......გაგებით მოეკიდეთ

მაშა
1

ქართველი მწერლების წიგნები როგორ მოქმედებენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?

ოდესმე გიფიქრიათ, თუ რატომ კითხულობთ? კითხვა დასვენებასა თუ ჩაძინებაში გეხმარებათ? წიგნებით შეუფასებელ ცოდნას იძენთ?.. სანამ თქვენ ზუსტ პასუხს მიაგნებთ შეკითხვაზე: "რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს?“ ჩვენ იმ პრაქტიკული დანიშნულების უნარებს გაგაცნობთ, რომლებსაც კითხვა ავითარებს.მაგალითად, იცოდით, რომ კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს? გააგრძელეთ სტატიის კითხვა. გარწმუნებთ, კითხვისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდებიან, რომ თანამედროვე სამყაროში გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას სწორედ კითხვა წარმოადგენს.

დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ პრაქტიკული დანიშნულების უნარებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც კითხვა ავითარებს. ასე რომ, კითხვისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდებიან, რომ თანამედროვე სამყაროში გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას სწორედ კითხვა წარმოადგენს.

კითხვა აუმჯობესებს კოგნიტურ პროცესებს

კოგნიტური პროცესებით არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, მისი ცოდნად გარდაქმნა და საბოლოოდ − გამოყენება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კითხვა:

  • აუმჯობესებს მეხსიერებას − კითხვის პროცესი ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებს, რომლებიც მეხსიერების გასაძლიერებლად ახალი სინაფსების წარმოქმნაზე არიან პასუხისმგებელი. თუ მაინც და მაინც ვუნდერკინდი არ ხართ, როგორც წლის ბესტსელერის, "ლაზიერის გამბიტის“ მთავარი გმირი, მაშინ გონების გასავარჯიშებლად წიგნის კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

  • ახანგრძლივებს სიცოცხლესერთი კვლევის მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეში 30 წუთს კითხულობდნენ, 2 წლით აღემატება არამკითხველებისას;
  • ზრდის ინტელექტის დონეს − იმედია, ეჭვი არ გეპარებათ, რომ კითხვა ლექსიკის მარაგს ამდიდრებს; გარდა ამისა, არტიკულაციას აუმჯობესებს და შემოქმედებითობის ხარისხასაც ზრდის.

ინტელექტზე, განათლებაზე, თვითგანვითარების აუცილებლობაზე ცნობილი წარმატებული ადამიანები მუდმივად გვესაუბრებიან და თავიანთი მაგალითით მოტივაციას გვაძლევენ. აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელმაც თავის წიგნში "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები, მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გააანალიზა.

კითხვა აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას

დროა დაგარწმუნოთ, რომ კითხვა არამხოლოდ "სულიერი საზრდოა“. კვლევები აჩვენებს, რომ კითხვა:

  • ხსნის სტრესს და ამცირებს არტერიულ წნევას − საკმარისია მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში იკითხოთ და მყისიერად იგრძნობთ გულისცემის დარეგულირებას, კუნთების დაძაბულობის შემცირებას;

სიამოვნებით გირჩევთ თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია "ბუკერის“ 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანს "გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“, რომელიც სულ ახლახანს თარგმნა და გამოსცა "პალიტრა L-მა“.

  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს − თუკი ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, წიგნი მოიმარჯვეთ. ძილის წინ გადაშლილი წიგნი ტვინისთვის მიცემული ის სიგნალია, რომელიც ამბობს, რომ ახლა განტვირთვის, მოდუნებისა და დასვენების დროა. თავად გაგიკვირდებათ, ისე სწრაფად ჩაგეძინებათ. ძილის წინ საკითხავად თქვენი პატარებისთვის თანამედროვე საბავშვო წიგნს შემოგთავაზებთ: დევიდ ბედიელის "დაბადების დღის ბიჭი“, რომელიც სულ ახალახან გამოიცა ქართულად.

და ბოლოს, წიგნის კითხვა ზრდის ადამიანში ემპათიურობის დონეს

გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ...“ მართლაც, წიგნი არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის თვალით შეხედო წიგნისმიერ რეალობას. პერსონაჟების სულიერ სამყაროში მოგზაურობის შემდეგ ჩვენში თანაგრძნობის უნარი ძლიერდება. თანაგანცდის შეგრძნება ორმაგად გაგიმძაფრდებათ, თუკი ისეთ თრილერს კითხულობთ, როგორიც ა. ჯ. ფინის ცნობილი რომანი "ქალი სარკეშია“. შეუძლებელია, თქვენც მასთან ერთად არ მოგიცვათ შიშმა, სასოწარკვეთამ და დიდმა ინტრიგამ.

ისევ და ისევ კითხვის პრაქტიკულ დანიშნულებას რომ დავუბრუნდეთ, ემპათიის უნარის მქონე ადამიანები უფრო მიმზიდველები და სასურველები არიან.

ამ ყველაფრის შემდეგ... რაღას უცდი?

წაიკითხე