ავტორი:

"მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, მეშინოდა, არ წაქცეულიყო - ახალგაზრდა ზარქუამ  ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა და გადაგვარჩინა" - ფრიდონ ინჯია

"მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, მეშინოდა, არ წაქცეულიყო - ახალგაზრდა ზარქუამ  ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა და გადაგვარჩინა" - ფრიდონ ინჯია

"ჩემთვის მისაღები არ იყო შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ - ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, შემეშინდა არ წაქცეულიყო, ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც გომელაურის მოსმენის დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რომ არა ირაკლი ზარქუა, ის თავად ჩამოიყვანდა მაგიდიდან მამულაშვილს.

"პაპუაშვილს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო. თუმცა ჩვენს გვერდით, ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას.

მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო, წინ გახარიას ხალხი ზის, უკან "სტრატეგია აღმაშენებლის" და ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა,"- განაცხადა ინჯიამ.