ავტორი:

"წითელ ზონაში“ გადავედით" - ამირან გამყრელიძის თქმით, რა რეგულაცია შეიძლება დაწესდეს ისევ?

"წითელ ზონაში“ გადავედით" - ამირან გამყრელიძის თქმით, რა რეგულაცია შეიძლება დაწესდეს ისევ?

ახლა ვართ „წითელ ზონაში“. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრება, რა თქმა უნდა იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსის პრევენციისთვის შესაძლოა, დაწესდეს რეკომენდაცია პირბადის ღია სივრცეშიც ტარებასთან დაკავშირებით.

„დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ეს ყველაფერი არის გაუარესებული.

ჩვენ ახლა, დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს პიკისკენ მივდიოდით. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრება, რა თქმა უნდა იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში.

მოსახლეობა მოეშვა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეში არ ხდება და დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ღია სივრცეში დაწესდეს რეკომენდაცია პირბადესთან მიმართებაში. ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკრიბება, კოლექტიური შეკრებაა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე რეკომენდაციები მალე შემუშავდება.

ამასთან, მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა

„მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ავიცრათ, მეორეს მხრივ - გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება მაშინ, ჩვენ, დაავადებათა კონტროლი მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ" - რას წერს ანანო ბაკურაძე, რომელმაც "სინოფარმის" ორი დოზის მიღების შემდეგ "ფაიზერის" გაკეთება გადაწყვიტა

"დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს" - ამირან გამყრელიძე

"გამოჩნდა ხო, რომ თურმე ღამე დადიოდა ვირუსი..." - პაატა იმნაძე