ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული რეგულაციები ღამის კლუბებთან და რესტორნებთან დაკავშირებით ყველასთვის ერთანირად მოქმედებს.
აღნიშნული განცხადება გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა გარკვეული ტიპის კლუბებს და რესტორნებს, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ.
"რეგულაცია ყველასთვის ერთანირად მოქმედებს. შრომის ინსპექტორი ყველა დაწესებულებაში ერთნაირად დადის და თუ რამე დარღვევას ნახავს, აჯარიმებს. სამწუხაროდ, ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება მე არ მომცემია, რომ დავაკვირდე, იქ რა სიტუაციაა. შრომის ინსპექტორი ამოწმებს ამას და აქვს ერთი სტანდარტი ყველასთვის“ , - განაცხადა გაბუნიამ.