Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"
გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

სამი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბი და შვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია არ უნა­ხავს - ამ თე­მებ­ზე ჯგუფ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გუ­რამ ლო­მი­ძემ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი“ ისა­უბ­რა. გუ­რამ ლო­მი­ძე პან­დე­მი­ის დროს, ამე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში მე­სა­მე მე­უღ­ლის გა­რე­შე დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, რომ და­შო­რე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და დიდი ალ­ბა­თო­ბის "ქუ­ჩის ბიჭი" სულ მალე ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა...

ნარ­კო­ტი­კე­ბი

და­ახ­ლო­ე­ბით 2000 წელი იყო, რო­დე­საც ჯგუფ­ში შე­მო­ვი­და ნარ­კო­ტი­კი. მე და ზურა ხა­ჩი­ძემ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვით, მივ­ხვდით, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ცუდი რამ და ხელს გვიშ­ლი­და ყვე­ლა­ფერ­ში. ახლა ვფიქ­რობ, რომ ამა­ში იყო რა­ღაც ჯგუ­ფი ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­მაც "ქუ­ჩის ბი­ჭებ­ში“ შე­მო­აგ­დო ნარ­კო­ტი­კი, გვჩუქ­ნიდ­ნენ ხოლ­მე, არ ვყი­დუ­ლობ­დით. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი და­ჭე­რაც უნ­დო­დათ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. თა­ვი­დან მა­რი­ხუ­ა­ნით და­ვი­წყეთ, შემ­დეგ იყო აბე­ბი - ექ­სტა­ზი. შემ­დეგ ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც პი­კა­სომ (ირაკ­ლი ნო­ზა­ძე) მო­ი­ტა­ნა. ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გი წლე­ბი დაგ­ვა­კარ­გი­ნა.

რა­ღაც ძა­ლამ მათ­ქმე­ვი­ნა უარი, მაგ­რამ კარ­გა ხანს მა­რი­ხუ­ა­ნა დარ­ჩა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა მა­გა­საც არ ვე­კა­რე­ბი. პი­კა­სო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მა­ნაც დაძ­ლია ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ხა­ტია შა­მუ­გია ცო­ლად რომ მო­ვიყ­ვა­ნე, 20 წლის ვი­ყა­ვი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას შეც­დო­მას ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან შვი­ლი გვყავს, უკვე დიდი ბი­ჭია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­ტი­ას გა­უ­ჭირ­და და ერთ-ერ­თმა ჩემ­მა ფლირტმა შე­ი­წი­რა ჩვე­ნი ოჯა­ხი. ხა­ტია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ვუ­ღა­ლა­ტე, არა­და, არ მი­ღა­ლა­ტია. მქონ­და ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ასაკ­მაც იმოქ­მე­და, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სხვა ქა­ლის­კენ გა­ხედ­ვა არ მა­პა­ტია ხა­ტი­ამ.

მე­ო­რე ცოლი ერი­კა და ამე­რი­კა

ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, ბი­ძაშ­ვილ­მა მი­მიწ­ვია ქორ­წილ­ში, ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი დამ­ხვდა - ბინა, მან­ქა­ნა. ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვი და შემ­დეგ ვთქვი, რომ არ შე­მეძ­ლო იქ გა­ჩე­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­ნამ­დე ერთ გო­გო­ნას - ერი­კას მი­მართ მქონ­და სიმ­პა­თი­ე­ბი, მი­თხრა, - ხელი მო­ვა­წე­როთ და და­გე­ლო­დე­ბიო. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოფ­რე­ნის დღეს მო­ვა­წე­რეთ ხელი. ოთხი თვე დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ რომ გა­ი­გეს, ცოლი მყავ­და ამე­რი­კა­ში, მი­თხრეს, სი­სუ­ლე­ლეს აკე­თე­ბო და გა­მაგ­დეს უკან. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან 11 წლის შვი­ლი მყავს, ლი­ა­მი, რო­მე­ლიც 4 წლი­დან არ მი­ნა­ხავს. ერი­კას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე 3-4 თვით და ამან დიდი როლი ითა­მა­შა ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვა­ში. ერთ-ერთი ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ რომ დავ­ბრუნ­დი, მი­თხრა, რომ მი­ღა­ლა­ტა და არ ვა­პა­ტიე.

მერე ერი­კა გა­თხოვ­და და ორი შვი­ლი ეყო­ლა. არ ისურ­ვა ბავ­შვის ჩემ გვარ­ზე და­წე­რა. ებ­რა­ე­ლია თა­ვად და ლი­ა­მიც დე­დის ხაზს გაჰ­ყვა.

მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა

მე­სა­მე მე­უღ­ლე ივა­ნა მე­ლაი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. და­თუ­ნა მგე­ლა­ძეს­თან ვი­ყა­ვი და იქ ვი­დე­ო­ში ვნა­ხე ივა­ნა, შემ­დეგ გელა გნო­ლი­ძემ გა­მაც­ნო. ერ­თგუ­ლი ცოლი აღ­მოჩ­ნდა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მაგ­რამ მა­ინც კრი­ზის­ში შე­ვე­დით.

ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დით, ჩი­კა­გო­ში, მას ძა­ლი­ან დიდი მიზ­ნე­ბი აქვს. ჩვე­ნი სა­ერ­თო შვი­ლი ელი­ზა­ბე­ტი 4 წლის არის. ბავ­შვი ორი­ვეს­თან იზ­რდე­ბა. ამ ეტაპ­ზე ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვერ გე­ტყვით, დავ­შორ­დით, თუ - არა, მაგ­რამ პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის კრი­ზი­სის მი­ზე­ზიც სა­ქარ­თვე­ლოა. მე აქეთ მინ­დო­და წა­მოს­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
17

როგორ შემოელიათ თემები,იმის. მაგიერ წერონ საინტერესო თემებზე,რაც ახალგაზრდებს დააინტერესებს,წერენ ჩაძირულ ხალხზე,რომლისგანაც ცუდის მეტს ვერაფერს გაიგებ

ჰაჰაჰა
6

ხოდა შეკარი წრე - დაუბრუნდი ხატიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

სამი ოფიციალური ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - ამ თემებზე ჯგუფ "ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთმა წევრმა გურამ ლომიძემ ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი“ ისაუბრა. გურამ ლომიძე პანდემიის დროს, ამერიკიდან სამშობლოში მესამე მეუღლის გარეშე დაბრუნდა. ამბობს, რომ დაშორების პროცესი დაწყებულია და დიდი ალბათობის "ქუჩის ბიჭი" სულ მალე ისევ თავისუფალი იქნება...

ნარკოტიკები

დაახლოებით 2000 წელი იყო, როდესაც ჯგუფში შემოვიდა ნარკოტიკი. მე და ზურა ხაჩიძემ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერზე უარი ვთქვით, მივხვდით, რომ ეს იყო ძალიან ცუდი რამ და ხელს გვიშლიდა ყველაფერში. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში იყო რაღაც ჯგუფი ჩართული, რომელმაც "ქუჩის ბიჭებში“ შემოაგდო ნარკოტიკი, გვჩუქნიდნენ ხოლმე, არ ვყიდულობდით. არ ვიცი, შეიძლება ჩვენი დაჭერაც უნდოდათ, არ არის გამორიცხული. თავიდან მარიხუანით დავიწყეთ, შემდეგ იყო აბები - ექსტაზი. შემდეგ ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც პიკასომ (ირაკლი ნოზაძე) მოიტანა. ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ამ ყველაფერმა კარგი წლები დაგვაკარგინა.

რაღაც ძალამ მათქმევინა უარი, მაგრამ კარგა ხანს მარიხუანა დარჩა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მაგასაც არ ვეკარები. პიკასო ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია, მანაც დაძლია ეს დამოკიდებულება.

პირველი ქორწინება

ხატია შამუგია ცოლად რომ მოვიყვანე, 20 წლის ვიყავი, ამ ურთიერთობას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან შვილი გვყავს, უკვე დიდი ბიჭია. თანაცხოვრების ორი წლის განმავლობაში ხატიას გაუჭირდა და ერთ-ერთმა ჩემმა ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი. ხატია დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია. მქონდა ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა, პატარა ვიყავი. სხვა ქალისკენ გახედვა არ მაპატია ხატიამ.

მეორე ცოლი ერიკა და ამერიკა

ამერიკაში საცხოვრებლად პირველად რომ წავედი, ბიძაშვილმა მიმიწვია ქორწილში, ადგილზე ყველაფერი დამხვდა - ბინა, მანქანა. ექვსი თვე ვიყავი და შემდეგ ვთქვი, რომ არ შემეძლო იქ გაჩერება და საქართველოში დავბრუნდი. მანამდე ერთ გოგონას - ერიკას მიმართ მქონდა სიმპათიები, მითხრა, - ხელი მოვაწეროთ და დაგელოდებიო. საქართველოში გამოფრენის დღეს მოვაწერეთ ხელი. ოთხი თვე დავრჩი საქართველოში და აქ რომ გაიგეს, ცოლი მყავდა ამერიკაში, მითხრეს, სისულელეს აკეთებო და გამაგდეს უკან. მეორე ქორწინებიდან 11 წლის შვილი მყავს, ლიამი, რომელიც 4 წლიდან არ მინახავს. ერიკასთან თანაცხოვრების პერიოდში საქართველოში მოვდიოდი ხოლმე 3-4 თვით და ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქორწინების დანგრევაში. ერთ-ერთი ჩამოსვლის შემდეგ რომ დავბრუნდი, მითხრა, რომ მიღალატა და არ ვაპატიე.

მერე ერიკა გათხოვდა და ორი შვილი ეყოლა. არ ისურვა ბავშვის ჩემ გვარზე დაწერა. ებრაელია თავად და ლიამიც დედის ხაზს გაჰყვა.

მესამე ქორწინება

მესამე მეუღლე ივანა მელაი საქართველოში გავიცანი. მეორე ქორწინების დანგრევის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. დათუნა მგელაძესთან ვიყავი და იქ ვიდეოში ვნახე ივანა, შემდეგ გელა გნოლიძემ გამაცნო. ერთგული ცოლი აღმოჩნდა, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც კრიზისში შევედით.

ამერიკაში ვცხოვრობდით, ჩიკაგოში, მას ძალიან დიდი მიზნები აქვს. ჩვენი საერთო შვილი ელიზაბეტი 4 წლის არის. ბავშვი ორივესთან იზრდება. ამ ეტაპზე ჩვენ ურთიერთობაზე ვერ გეტყვით, დავშორდით, თუ - არა, მაგრამ პროცესი დაწყებულია. ამ ურთიერთობის კრიზისის მიზეზიც საქართველოა. მე აქეთ მინდოდა წამოსვლა.