სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოვლიდან "თოლიამდე“ - ლეგენდა, რომელმაც "გაყინული კრემი“ შექმნა
თოვლიდან "თოლიამდე“ - ლეგენდა, რომელმაც "გაყინული კრემი“ შექმნა

არ­სე­ბობს ვინ­მე, ვი­საც ნა­ყი­ნი არ უყ­ვარს? – ამ შე­კი­თხვა­ზე თით­ქმის ყო­ველ­თვის ერ­თსა და იმა­ვე პა­სუხს ვი­ღებთ – ნა­ყი­ნი უყ­ვარს ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა და ეროვ­ნე­ბი­სა. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ეს ცივ-ცივი დე­სერ­ტი ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­სა და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ შეგ­რძნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. და მა­ინც, სა­ი­დან გაჩ­ნდა ნა­ყი­ნი?

ნა­ყი­ნის წი­ნა­პა­რი ჯერ კი­დევ სამი ათას­წლე­უ­ლის წინ, ჩი­ნურ ოჯახ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ყი­ნუ­ლი­სა და თოვ­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ას გე­მოს­თვის ბრო­წე­უ­ლი, ფორ­თო­ხა­ლი და ლი­მო­ნი და­უ­მა­ტეს. ამას მოჰ­ყვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, სი­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში სხვა­დას­ხვა დროს გა­მო­ი­გო­ნეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ყი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მჭირ­დო კავ­შირ­შია მარ­კო პო­ლოს მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, რო­მე­ლიც საყ­ვა­რელ რე­ცეპტს ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ტა­რებ­და.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ რე­ცეპ­ტში ჯერ შო­კო­ლა­დი, შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა ხილი, ლი­ქი­ო­რი, თხი­ლი და ყვა­ვი­ლიც კი გაჩ­ნდა. ავ­სტრი­ე­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი იყო; ფრან­გე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი კი თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იყო ის, რა­საც დღეს ეს­კი­მოს სა­ხე­ლით ვიც­ნობთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს „მე­ნი­უს“, აქ ნამ­დვი­ლი ნა­ყი­ნი მხო­ლოდ 90-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა, როცა ირ­გვლივ ჯერ კი­დევ სიბ­ნე­ლე იყო. მისი და­გე­მოვ­ნე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვი­საც და დი­დე­ბის­თვი­საც დღე­სას­წა­უ­ლი იყო, მისი გა­მო­ჩე­ნა კი მზი­ა­ნი, თბი­ლი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას ნიშ­ნავ­და. ამ ნა­ყინს „თო­ლია“ ერ­ქვა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის გემო ჰქონ­და – გემო, რო­მე­ლიც დღე­საც ყვე­ლა­ზე ნაც­ნო­ბი, უც­ვლე­ლი და საყ­ვა­რე­ლია.

წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, „თო­ლია“ წყლი­თა და ფხვნი­ლით კი არა, რძი­თა და ნა­ღე­ბით მზად­დე­ბო­და და ზედ­მი­წევ­ნით იმე­ო­რებ­და პლომ­ბი­რი­სა და ეს­კი­მოს იმ გე­მოს, რო­მე­ლიც წლე­ბით ადრე, საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში შე­იქ­მნა.

მალე გა­მოჩ­ნდა „თო­ლი­ას“ რბი­ლი ნა­ყი­ნიც, რო­მე­ლიც 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 500-მდე ლო­კა­ცი­ა­ზე და­სახ­ლდა და 26 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­ყი­ნის სახ­ლი გახ­და. „თო­ლი­ას“ სა­ნა­ყი­ნე­ე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­თა და გემ­რი­ე­ლი ფე­რე­ბით, ზა­ფხულ­შიც და ზამ­თარ­შიც, სრულ მზად­ყოფ­ნა­ში გვხვდე­ბი­ან ყველ­გან, სა­დაც ბედ­ნი­ე­რე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას მო­ვინ­დო­მებთ – იქ­ნე­ბა ეს ქუჩა, პარ­კი, პლა­ჟი, უბ­ნის მა­ღა­ზია თუ გრძე­ლი გზატ­კე­ცი­ლი.

რაც მთა­ვა­რია, „თო­ლი­ას“ ის­ტო­რია გრძელ­დე­ბა – გრძელ­დე­ბა ბევ­რი სი­ახ­ლით, ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბით, რე­ცეპ­ტე­ბით, ფე­რა­დი მო­გო­ნე­ბე­ბით, მზი­ა­ნი დღე­ე­ბით, ახა­ლი ფურ­ცლე­ბი­თა და ძვე­ლი, კარ­გად ნაც­ნო­ბი და ბედ­ნი­ე­რი შეგ­რძნე­ბით, რო­მე­ლიც არა­სო­დეს იც­ვლე­ბა.

(R)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
0

თოლია, თქვენი ფეისბუკის მესენჯერში ჩაიხედეთ...

მაკა
0
90-იანი კი არა და60,70, 80-იანებშიც კი მივირთმევდით ნატ.პროდუქტისაგა დამზადებულ ქიშმიშიან"სტაკანჩიკებს"აღარ ვამბობ კიროვის ქუჩაზე არსებულ სანაყინეშო უგემრიელეს ნაყინს....თოლიაც არა იშავს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თოვლიდან "თოლიამდე“ - ლეგენდა, რომელმაც "გაყინული კრემი“ შექმნა

თოვლიდან "თოლიამდე“ - ლეგენდა, რომელმაც "გაყინული კრემი“ შექმნა

არსებობს ვინმე, ვისაც ნაყინი არ უყვარს? – ამ შეკითხვაზე თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებთ – ნაყინი უყვარს ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ცივ-ცივი დესერტი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებსა და ყველაზე ბედნიერ შეგრძნებებს უკავშირდება. და მაინც, საიდან გაჩნდა ნაყინი?

ნაყინის წინაპარი ჯერ კიდევ სამი ათასწლეულის წინ, ჩინურ ოჯახში გაჩნდა, სადაც ყინულისა და თოვლის კომბინაციას გემოსთვის ბროწეული, ფორთოხალი და ლიმონი დაუმატეს. ამას მოჰყვა განსხვავებული რეცეპტები, რომლებიც იტალიაში, ეგვიპტეში, სირიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დროს გამოიგონეს. როგორც ამბობენ, ნაყინის პოპულარიზაცია მჭირდო კავშირშია მარკო პოლოს მოგზაურობასთან, რომელიც საყვარელ რეცეპტს ქვეყნიდან ქვეყანაში დაატარებდა.

დროთა განმავლობაში, ამ რეცეპტში ჯერ შოკოლადი, შემდეგ კი სხვადასხვა ხილი, ლიქიორი, თხილი და ყვავილიც კი გაჩნდა. ავსტრიელები ამტკიცებდნენ, რომ შოკოლადის ნაყინი ყველაზე გემრიელი იყო; ფრანგები და ამერიკელები კი თვლიდნენ, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო ის, რასაც დღეს ესკიმოს სახელით ვიცნობთ.

რაც შეეხება საქართველოს „მენიუს“, აქ ნამდვილი ნაყინი მხოლოდ 90-იან წლებში გამოჩნდა, როცა ირგვლივ ჯერ კიდევ სიბნელე იყო. მისი დაგემოვნება პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც დღესასწაული იყო, მისი გამოჩენა კი მზიანი, თბილი და ბედნიერი დღეების მოახლოებას ნიშნავდა. ამ ნაყინს „თოლია“ ერქვა და უკეთესი მომავლის გემო ჰქონდა – გემო, რომელიც დღესაც ყველაზე ნაცნობი, უცვლელი და საყვარელია.

წინამორბედებისგან განსხვავებით, „თოლია“ წყლითა და ფხვნილით კი არა, რძითა და ნაღებით მზადდებოდა და ზედმიწევნით იმეორებდა პლომბირისა და ესკიმოს იმ გემოს, რომელიც წლებით ადრე, საფრანგეთსა და იტალიაში შეიქმნა.

მალე გამოჩნდა „თოლიას“ რბილი ნაყინიც, რომელიც 18 წლის განმავლობაში, 500-მდე ლოკაციაზე დასახლდა და 26 განსხვავებული ნაყინის სახლი გახდა. „თოლიას“ სანაყინეები, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და გემრიელი ფერებით, ზაფხულშიც და ზამთარშიც, სრულ მზადყოფნაში გვხვდებიან ყველგან, სადაც ბედნიერების დაგემოვნებას მოვინდომებთ – იქნება ეს ქუჩა, პარკი, პლაჟი, უბნის მაღაზია თუ გრძელი გზატკეცილი.

რაც მთავარია, „თოლიას“ ისტორია გრძელდება – გრძელდება ბევრი სიახლით, ახალი ქალაქებით, რეცეპტებით, ფერადი მოგონებებით, მზიანი დღეებით, ახალი ფურცლებითა და ძველი, კარგად ნაცნობი და ბედნიერი შეგრძნებით, რომელიც არასოდეს იცვლება.

(R)