მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხდება ფსიქოლოგის პროფესია უფრო მოთხოვნადი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მის არჩევას ვგეგმავთ?
რატომ ხდება ფსიქოლოგის პროფესია უფრო მოთხოვნადი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მის არჩევას ვგეგმავთ?

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის როლი სულ უფრო იზ­რდე­ბა. თუ წლე­ბის წინ აღ­ნიშ­ნუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის პრო­ფე­სი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სფე­რო მო­იც­ვა.

ფსი­ქო­ლო­გის გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს ხში­რად შეხ­ვდე­ბით მე­ნე­ჯე­რის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა თუ ანა­ლი­ტი­კო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე, რად­გან ის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა, რაც სფე­როს შეს­წავ­ლი­სას მი­ი­ღეს, თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის პრო­ფე­სი­ას, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მას, რო­გორც წესი, არა უკვე მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, არა­მედ გან­ტვირ­თვი­სა და პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საც მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე, რაც თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის უკეთ მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

რა­ტომ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სია სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ მისი შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს და­საქ­მე­ბის კუ­თხით - ამის შე­სა­ხებ „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ლიკა მე­რა­ბიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

ბოლო პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში თე­რა­პევ­ტე­ბი ჩარ­თონ. ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რი­თია ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?

ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არის გაზ­რდი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დნენ თა­ვი­ანთ ქცე­ვას, კოგ­ნი­ტურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, შე­ის­წავ­ლონ გო­ნებ­რი­ვი უნა­რე­ბი და ამის შემ­დეგ და­გეგ­მონ სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა.

ფსი­ქო­ლო­გი დიდ როლს თა­მა­შობს პიარ კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვის დროს, რად­გან მას აქვს ცოდ­ნა და უნა­რე­ბი შე­ის­წავ­ლოს ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მოს. ასე­ვე, მარ­კე­ტინ­გის ან პიარ მე­ნე­ჯერს, რო­მელ­საც ფსი­ქო­ლო­გის გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, უფრო უმარ­ტივ­დე­ბა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა.

კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბას ხში­რად ფსი­ქო­ლო­გის გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და თა­ნამ­შრო­მელ­თა ზრდი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებს წარ­მარ­თა­ვენ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მათ დე­ტა­ლუ­რად აქვთ შეს­წავ­ლი­ლი, რა ფაქ­ტო­რი რო­გორ მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა­ზე, ცდი­ლო­ბენ თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდას. მე­ო­რე მხრივ, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბი უფრო მარ­ტი­ვად ხვდე­ბი­ან, რა­ტომ შე­უმ­ცირ­და კონ­კრე­ტულ პირს საქ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და ა.შ.

გარ­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა, ფსი­ქო­ლო­გე­ბი საქმდე­ბი­ან ოპე­რა­ცი­უ­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი თუ სხვა პრო­ფი­ლის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Amazon-ი თა­ვის ოფი­სებ­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, რის­თვი­საც მე­ნე­ჯე­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბიც კი უტარ­დე­ბათ, რათა მო­ტი­ვა­ცია და სამ­სა­ხუ­რით კმა­ყო­ფი­ლე­ბის დონე გა­ზარ­დონ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლოგს, შე­უძ­ლია, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი გახ­დეს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­წყო­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე ზრუნ­ვით გა­ზარ­დოს მათი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, თუ ამ დრომ­დე შვი­ლის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ზობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბო­და, დღეს მშობ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად მე­დი­ის, წიგ­ნე­ბი­სა და ფარ­თო ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბის­გან იღე­ბენ, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გე­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნა გა­ზარ­და, რად­გან კვლე­ვე­ბი­თა და მე­დი­ცი­ნით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა სწო­რედ აქე­დან შე­იძ­ლე­ბა. მშო­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბას, იქ­ნე­ბა ეს მე­ტყვე­ლე­ბა, დას­წავ­ლის უნა­რი თუ სხვა და ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფერ­ხე­ბის ან ქცე­ვის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თავს, რაც რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი მიდ­გო­მაა.

რო­გო­რია ფსი­ქო­ლო­გი­ის როლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში?

ფსი­ქო­ლო­გია ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ქცე­ვის ახ­სნა­სა და ჩაღ­რმა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, ისი­ნი სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს და მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯებს და­გეგ­მა­ვენ ისე, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა უფრო უკეთ და სწო­რად შეძ­ლონ, შე­ამ­ცი­რონ სტრე­სი, გა­ა­კონ­ტრო­ლონ სა­კუ­თა­რი თავი და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ზედ­მე­ტი შე­ზღუდ­ვე­ბის­გან.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ფსი­ქო­ლო­გია იმ­დე­ნად მრა­ვალ­მხრი­ვი გახ­და, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა სფე­რო მო­იც­ვა. მე­ნე­ჯე­რებ­მა გა­ი­აზ­რეს, რომ ეფექ­ტუ­რი ლი­დე­რო­ბის­თვის სა­ჭი­როა ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა ჰქონ­დეთ. გარ­და იმი­სა, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან უკეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რდა­ში ეხ­მა­რე­ბათ, ხელს უწყობთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის უკეთ კონ­ტროლ­სა და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში.

რა სირ­თუ­ლე­ებ­თან და გა­მოწ­ვე­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რონ, რაც თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის შერ­წყმას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერგვა დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს.

ჩვენ კარ­გად ვი­ცო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­დავ­წყვი­ტეთ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. შე­დე­გად, „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ და­ი­ნერ­გა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა,რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტუ­დენ­ტი ერ­თვე­ბა კვლე­ვის პრო­ცეს­ში და იღებს თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, რო­მელ­საც მე­ო­თხე კურ­სზე პრაქ­ტი­კა­ში იყე­ნებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჩვენ მო­ვი­ძი­ეთ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია თუ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლი­ან და უკეთ და­ე­უფ­ლე­ბი­ან თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას.

აძ­ლევს თუ არა სტუ­დენ­ტებს და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტი?

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კავ­ში­რე­ბი ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის , რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი კი, რო­მე­ლიც „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ სა­ბა­ლა­კავ­რო პო­როგ­რა­მა­ში ჩარ­თო, მათი შე­ძე­ნის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

მა­გა­ლი­თად, თუ სტუ­დენტს აინ­ტე­რე­სებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ან იუ­რი­დი­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გია, პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ვუშ­ვებთ, სა­დაც პირ­და­პირ და­საქმდე­ბა ან მი­ი­ღებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ექ­ნე­ბა კავ­ში­რე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სამ­სა­ხურს უკვე მარ­ტი­ვად მო­ი­ძი­ებს.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თქვენ ნი­ჭი­ე­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 50%-იანი შიდა საგ­რან­ტო სის­ტე­მა შექ­მე­ნით. რო­გორ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტებს შევ­თა­ვა­ზეთ და­მა­ტე­ბი­თი შიდა და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მათ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გავ­ლაა სა­ჭი­რო: სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­სა­უბ­რე­ბა, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნა და ბო­ლოს, ფსი­ქო­ლო­გი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სორ­თან ვი­დეო გა­სა­უბ­რე­ბა. და­ფი­ნან­სე­ბის ეს მო­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტეტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ა­ფა­სოს აბი­ტუ­რი­ენ­ტის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი და მო­ტი­ვა­ცია.

ვფიქ­რობ, ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა და „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით მო­წი­ნა­ვე იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
4

რა ფსიქოლოგია? უბერავთ? ქვეყანას აგრონომი და ინჟინერი ჭირდება...

ინგა
5

შენი თავის საუკეთესო ფსიქოლოგი შენ ხარ .ე.ი.გამოდის ვერ ვმართავ ჩემს თავს და დახმარება მჭირდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რატომ ხდება ფსიქოლოგის პროფესია უფრო მოთხოვნადი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მის არჩევას ვგეგმავთ?

რატომ ხდება ფსიქოლოგის პროფესია უფრო მოთხოვნადი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მის არჩევას ვგეგმავთ?

თანამედროვე სამყაროში ფსიქოლოგიის როლი სულ უფრო იზრდება. თუ წლების წინ აღნიშნული მეცნიერება მხოლოდ ფსიქოთერაპევტის პროფესიასთან ასოცირდებოდა, დღეს, ფაქტობრივად, ყველა სფერო მოიცვა.

ფსიქოლოგის განათლების მქონე ადამიანს ხშირად შეხვდებით მენეჯერის, ადამიანური რესურსების მართვისა თუ ანალიტიკოსის პოზიციაზე, რადგან ის საბაზისო ცოდნა, რაც სფეროს შესწავლისას მიიღეს, თავიანთ საქმიანობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ფსიქოთერაპევტის პროფესიას, განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები მას, როგორც წესი, არა უკვე მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, არამედ განტვირთვისა და პრობლემების პრევენციისთვისაც მიმართავენ ხოლმე, რაც თავიანთი ცხოვრების უკეთ მართვაში ეხმარებათ.

რატომ ხდება საქართველოში ფსიქოლოგის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი და რა შესაძლებლობები აქვთ მისი შესწავლის მსურველებს დასაქმების კუთხით - ამის შესახებ „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლიკა მერაბიშვილი გვესაუბრა:

ბოლო პერიოდში ფსიქოლოგების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით, მშობლები ცდილობენ, ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში თერაპევტები ჩართონ. ასევე, განათლებით ფსიქოლოგები კომპანიებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზიაზე მუშაობენ, რითია ეს განპირობებული?

ზოგადად, ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი კიდევ უფრო ყურადღებით დააკვირდნენ თავიანთ ქცევას, კოგნიტურ შესაძლებლობებს, შეისწავლონ გონებრივი უნარები და ამის შემდეგ დაგეგმონ სამომავლო საქმიანობა.

ფსიქოლოგი დიდ როლს თამაშობს პიარ კამპანიის წარმართვის დროს, რადგან მას აქვს ცოდნა და უნარები შეისწავლოს ადამიანის ქცევა და შემდეგი ნაბიჯები ამის მიხედვით დაიგეგმოს. ასევე, მარკეტინგის ან პიარ მენეჯერს, რომელსაც ფსიქოლოგის განათლება აქვს მიღებული, უფრო უმარტივდება ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლა.

კომპანიების ნაწილში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებას ხშირად ფსიქოლოგის განათლების მქონე ადამიანები ხელმძღვანელობენ და თანამშრომელთა ზრდისა და შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან პროცესებს წარმართავენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ დეტალურად აქვთ შესწავლილი, რა ფაქტორი როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ცდილობენ თანამშრომელთა მოტივაციისა და კმაყოფილების გაზრდას. მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგები უფრო მარტივად ხვდებიან, რატომ შეუმცირდა კონკრეტულ პირს საქმის მიმართ ინტერესი და ა.შ.

გარდა ადამიანური რესურსებისა, ფსიქოლოგები საქმდებიან ოპერაციული, გენერალური თუ სხვა პროფილის მენეჯერის პოზიციაზე. მაგალითად, საერთაშორისო კომპანია Amazon-ი თავის ოფისებში თანამშრომელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას უთმობს, რისთვისაც მენეჯერებს სპეციალური ტრენინგებიც კი უტარდებათ, რათა მოტივაცია და სამსახურით კმაყოფილების დონე გაზარდონ. შესაბამისად, განათლებით ფსიქოლოგს, შეუძლია, კარგი მენეჯერი გახდეს და თანამშრომლების განწყობასა და წახალისებაზე ზრუნვით გაზარდოს მათი შრომისუნარიანობა.

რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, თუ ამ დრომდე შვილის აღზრდასთან დაკავშირებით მეზობლებისა და ახლობლების რჩევების გაზიარება ხდებოდა, დღეს მშობლები ინფორმაციას ძირითადად მედიის, წიგნებისა და ფართო ინტერნეტრესურსებისგან იღებენ, რამაც ფსიქოლოგების მიმართ მოთხოვნა გაზარდა, რადგან კვლევებითა და მედიცინით დადასტურებული რეკომენდაციების მიღება სწორედ აქედან შეიძლება. მშობელი აკვირდება ბავშვის განვითარებას, იქნება ეს მეტყველება, დასწავლის უნარი თუ სხვა და ნებისმიერი შეფერხების ან ქცევის შეცვლის შემთხვევაში ფსიქოლოგს მიმართავს, რაც რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.

როგორია ფსიქოლოგიის როლი თანამედროვე სამყაროში?

ფსიქოლოგია ადამიანებს თავიანთი ქცევის ახსნასა და ჩაღრმავებაში ეხმარება. აღნიშნულის გაანალიზების შედეგად, ისინი საკუთარ ქმედებებს და მომდევნო ნაბიჯებს დაგეგმავენ ისე, რომ გადაწყვეტილებების მიღება უფრო უკეთ და სწორად შეძლონ, შეამცირონ სტრესი, გააკონტროლონ საკუთარი თავი და გათავისუფლდნენ ზედმეტი შეზღუდვებისგან.

თანამედროვე სამყაროში ფსიქოლოგია იმდენად მრავალმხრივი გახდა, რომ შეიძლება ითქვას, ყველა სფერო მოიცვა. მენეჯერებმა გაიაზრეს, რომ ეფექტური ლიდერობისთვის საჭიროა ფსიქოლოგიის მიმართულებით გარკვეული ცოდნა ჰქონდეთ. გარდა იმისა, რომ ეს თანამშრომლებთან უკეთ კომუნიკაციასა და მოტივაციის გაზრდაში ეხმარებათ, ხელს უწყობთ მოლაპარაკებების სწორად წარმართვაში, საკუთარი ემოციების უკეთ კონტროლსა და კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ფსიქოლოგის პროფესიის შესწავლა საქართველოში?

ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ცდილობენ საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ, რაც თეორიისა და პრაქტიკის შერწყმას გულისხმობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება, რადგან პრაქტიკული სწავლების დანერგვა დიდ რესურსს მოითხოვს.

ჩვენ კარგად ვიცოდით საქართველოში ფსიქოლოგიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და გადავწყვიტეთ სტუდენტებისთვის საუკეთესო საბაკალავრო პროგრამა შეგვეთავაზებინა. შედეგად, „თბილისის ღია უნივერსიტეტში“ დაინერგა, სასწავლო პროგრამა,რომლის მიხედვითაც სტუდენტი ერთვება კვლევის პროცესში და იღებს თეორიულ ცოდნას, რომელსაც მეოთხე კურსზე პრაქტიკაში იყენებს. უფრო კონკრეტულად, ჩვენ მოვიძიეთ სხვადასხვა კომპანია თუ სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან და უკეთ დაეუფლებიან თავიანთ პროფესიას.

აძლევს თუ არა სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივას პრაქტიკის კომპონენტი?

21-ე საუკუნეში კავშირები ბევრ შესაძლებლობას ქმნის , როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარებისთვის. პრაქტიკული კომპონენტი კი, რომელიც „თბილისის ღია უნივერსიტეტმა“ საბალაკავრო პოროგრამაში ჩართო, მათი შეძენის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

მაგალითად, თუ სტუდენტს აინტერესებს საგამოძიებო ან იურიდიული ფსიქოლოგია, პრაქტიკული ცოდნის მისაღებად შესაბამის ორგანიზაციაში გავუშვებთ, სადაც პირდაპირ დასაქმდება ან მიიღებს რეკომენდაციებს და ექნება კავშირები, რომელთა მეშვეობითაც სამსახურს უკვე მარტივად მოიძიებს.

რამდენადაც ვიცი, თქვენ ნიჭიერი აბიტურიენტებისთვის 50%-იანი შიდა საგრანტო სისტემა შექმენით. როგორ არის აღნიშნული დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი?

პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტებს შევთავაზეთ დამატებითი შიდა დაფინანსების სისტემა, რომელიც მათ ეროვნული გამოცდებისგან დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

გრანტის მოსაპოვებლად რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო: სატელეფონო გასაუბრება, სამოტივაციო წერილის გამოგზავნა და ბოლოს, ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორთან ვიდეო გასაუბრება. დაფინანსების ეს მოდელი უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, შეაფასოს აბიტურიენტის პოტენციალი და ფსიქოლოგიის შესწავლის ინტერესი და მოტივაცია.

ვფიქრობ, ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება და „თბილისის ღია უნივერსიტეტი“ კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით მოწინავე იქნება.