მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს
"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

შარლ მი­შელ­თან ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი სა­უ­ბა­რი მქონ­და - პრე­ზი­დენტ მი­შელს მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­გორ სრულ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი მხრი­დან, - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს უთხრა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და პრო­ცესს მიჰ­ყვე­ბა.

„ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პი­რო­ბე­ბი სრულ­დე­ბა, რაც შე­თან­ხმე­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. აქვე მას ვუ­თხა­რი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ის დიდ ნა­წილს შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელი არა აქვს მო­წე­რი­ლი, რაც დიდი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის და დამ­შვი­დე­ბის­თვის. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - ეს არის ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი, რაც ჩვენ პრე­ზი­დენტ მი­შელს გა­ვუ­ზი­ა­რეთ. ამა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრუ­ლი თან­ხვედ­რა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, შარლ მი­შელს სთხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გა­მო­აგ­ზავ­ნონ.

„მას ვუ­თხა­რი, რომ ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვიდ გა­რე­მო­ში, პრო­ცე­სი იყოს გამჭვირ­ვა­ლე და ტრანსფა­რენ­ტუ­ლი. პრე­ზი­დენტ მი­შელს ვთხო­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გა­მო­აგ­ზავ­ნონ ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ით არ­ჩევ­ნებ­ზე, რათა არა­ვის მი­ე­ცეს ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ასე­ვე, პრე­ზი­დენტ მი­შელს ვუ­თხა­რი, რომ თით­ქმის სრულ­ყო­ფი­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა შე­ვი­მუ­შა­ვეთ და ვართ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ მარ­თლსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას, რაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ვუ­თხა­რი, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის - ვა­კე­თებთ უფრო მეტს და პრო­ცესს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
18

აბა, შემდეგი არაკი...... საბა ორბელიანი ისვენებს! თუმცა შემეშალა: კრილოვი ისვენებს! კრილოვი, რომელსაც ბლინების ჭამით გაუსკდა მუცელი....

ნანი
7

რაო,დავიწყებთო 2012-ის დაპირებების შესრულებას 2087-სთვის,,თუ დაველოდოთ ნანატრ მე-4-ე წელს??????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.

„ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შარლ მიშელს სთხოვა, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე ევროკავშირის მისიით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ.

„მას ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება.

ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და ვართ მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლსაჯულების რეფორმას, რაც არის ძალიან მნიშველოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ვაკეთებთ უფრო მეტს და პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო" - იაგო ხვიჩია

"შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან" - ნათია თურნავა