სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"
ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"

2020 წლის ტო­კი­ოს ზა­ფხუ­ლის XXXII ოლიმ­პი­ა­და 23 ივ­ლისს იხ­სნე­ბა, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი კი 24 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყე­ბა. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 17 დღეს გას­ტანს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 9 აგ­ვის­ტოს და­ი­ხუ­რე­ბა. ხოლო პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და 25 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და 6 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოლიმ­პი­ა­დის ერთი წლით გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია გახ­და.

ტო­კი­ო­ში ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ჯერ კი­დევ 1940 წელს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. ამის უფ­ლე­ბა ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­მა 1937 წელს მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ ის ოლიმ­პი­ა­და სა­ერ­თოდ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. 18 წლის შემ­დეგ ია­პო­ნი­ამ კვლავ წა­მო­ა­ყე­ნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა, მაგ­რამ 1960 წლის თა­მა­შე­ბის მას­პინ­ძლად რომი არ­ჩი­ეს. ია­პო­ნე­ლებს ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ და 1959 წლის 26 მა­ისს, მი­უნ­ხენ­ში გა­მარ­თულ სე­სი­ა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში ტო­კი­ოს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

მოკ­ლედ, ტო­კიო უკვე მე­ო­რედ მას­პინ­ძლობს ოლიმ­პი­ა­დას, პირ­ვე­ლად ის ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში 1964 წელს ჩა­ტარ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ამ წლი­დან ძი­უ­დო შე­ი­ტა­ნეს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში.

1964 წელს, თა­მა­შე­ბი გახ­სნა იმ­პე­რა­ტორ­მა ჰი­რო­ჰი­ტომ. ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­და­ნი სტა­დი­ონ­ზე შე­ი­ტა­ნა იო­სი­ნო­რი სა­კა­იმ, თუმ­ცა ის არც მა­შინ იყო დიდი სპორ­ტსმე­ნი და არც შემ­დეგ გამ­ხდა­რა. 19 წლის ია­პო­ნელ სტუ­დენტს ეს პა­ტი­ვი მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის გამო ერგო - იგი 1945 წლის 6 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და - ზუს­ტად იმ დღეს, როცა ამე­რი­კე­ლებ­მა ჰი­რო­სი­მა­ში პირ­ვე­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბი გა­მო­ცა­დეს. 1964 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და აზი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ელ­თა შე­დე­გე­ბი 1964 წელს:

XVIII ოლიმ­პი­ა­და, ტო­კიო.

18 მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ოდ­ნენ.

იმ წელს ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­პო­ვა­რი 2 ოქ­როს, 4 ვერ­ცხლი­სა და 5 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი იყო.

  • ოლიმ­პი­ა­და­ში დო­პინ­გის სკან­და­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ იღებს რუ­სე­თი. უფრო სწო­რედ, რუს სპორ­ტსმე­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თუმ­ცა ისი­ნი ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ რუ­სე­თის დრო­შას და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ აჟ­ღერ­დე­ბა რუ­სე­თის ჰიმ­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ჩა­ი­კოვ­სკის მუ­სი­კით ჩა­ა­ნაც­ვლა. რუსი სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­მოვ­ლენ, "რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის (ROC) აბ­რე­ვი­ა­ტუ­რით, თუმ­ცა სრუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა "რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის" გა­მო­ყე­ნე­ბა ექ­ნე­ბათ აკ­რძა­ლუ­ლი.

ტო­კიო პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებს მე­ო­რედ უმას­პინ­ძლებს. შე­სა­ბა­მი­სად, წელს, ოლიმ­პი­ა­დის დროს, ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი მუ­ზე­უ­მი ამოქ­მედ­დე­ბა.

"ტო­კიო 2020"-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ვი­ზია "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბით", რო­მე­ლიც ეხ­მი­ა­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ინ­კლუ­ზი­ის უნი­ვერ­სა­ლურ მო­წო­დე­ბას.

ესაა პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ და­ეს­წრე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ოლიმ­პი­ა­დის მე­და­ლოს­ნე­ბი, მედ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ი­კი­დე­ბენ.

ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი შე­ი­ცავს ძვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლებს. ია­პო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ თა­მა­შებ­ში ძვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბით. ია­პო­ნი­ამ აწარ­მოა 5000 ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი - გა­და­ა­მუ­შა­ვეს 78,985 ტონა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა (ციფ­რუ­ლი კა­მე­რე­ბი, ლეპ­ტო­პე­ბი, 6,21 მი­ლი­ო­ნი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და სხვ.)

2020 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მას­პინ­ძლებ­მა ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­დნის შექ­მნი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს ია­პო­ნელ­თა უსაყ­ვარ­ლე­სი ყვა­ვი­ლის - სა­კუ­რას მო­ტი­ვე­ბი. სა­კუ­რას ფურ­ცლე­ბი თვალ­ში­სა­ცე­მა­დაა ასა­ხუ­ლი ჩი­რაღ­დნის ფორ­მებ­ში, იგ­რძნო­ბა ია­პო­ნი­ის კულ­ტუ­რაც. ჩი­რაღ­დნის და­სამ­ზა­დე­ბელ მა­სა­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ია­პო­ნი­ა­ში მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბის ალუ­მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი.

ოლიმ­პი­ა­დის თი­ლის­მად 2 საყ­ვა­რე­ლი ფი­გუ­რა, რომ­ლე­ბიც ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გე­ბის ნა­ზავს წარ­მო­ად­გე­ნენ, ოლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, შე­არ­ჩი­ეს და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა. ფი­გუ­რე­ბი შექ­მნი­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი ია­პო­ნუ­რი ჟან­რის ანი­მეს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი იტი­მა­ცუს სტი­ლით. მისი ავ­ტო­რია მხატ­ვა­რი რინო ტო­ნი­გუ­ჩი. თი­ლის­მის სა­ხე­ლია MIRAITOWA, რაც ორი სი­ტყვის - "მო­მა­ვა­ლი" და "მა­რა­დი­სო­ბა" გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა.

ოლიმ­პი­ა­დის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია რო­ბო­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - დამ­ხმა­რე რო­ბო­ტე­ბი უკვე გან­ლაგ­დნენ ტო­კი­ოს აე­რო­პორ­ტში. Japan, Times– ის თა­ნახ­მად, ამ გლუვ, მე­გობ­რულ მან­ქა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მა, ბარ­გის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა და ოთხ სხვა­დას­ხვა ენა­ზე ლა­პა­რა­კი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღებს ჯილ­დოდ, აშშ-მა თი­თო­ე­უ­ლი მო­გე­ბუ­ლი ოქ­როს­თვის 25 000 აშშ დო­ლა­რი გა­მო­ყო, იტა­ლი­ამ 185000 აშშ დო­ლა­რი, ია­პო­ნი­ამ კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 000 აშშ დო­ლა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს, ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დოდ თან­ხის გა­და­ცე­მას არ გეგ­მავს.

"ტო­კიო 2020"-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი გათ­ვლით, ოლიმ­პი­ა­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 730 მი­ლი­არ­დი იენი (და­ახ­ლო­ე­ბით 6,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი) იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ცხა­დი გახ­და, რომ ეს ამ­ბი­ცი­უ­რად და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტი იყო. უახ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით, თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2.16 ტრი­ლი­ო­ნი იე­ნია (და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი).

ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის მო­მა­ვა­ლი მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქე­ბია: პა­რი­ზი (2024) და ლოს-ან­ჯე­ლე­სი (2028).

მო­ამ­ზა­და ლადო გო­გო­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...მკჰყ
1

იმედია მომდევნო ოლიმპიადა ჩატარდება ქუთაისში. 

მდააა
0

ჩვენი გუნდი 7 საათი ელოდა აეროპოტში ავტობუსსო,ინგლისურად არავინ ლაპარაკობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"

ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"

2020 წლის ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიადა 23 ივლისს იხსნება, სპორტული შეჯიბრებები კი 24 ივლისიდან დაიწყება. ოლიმპიური თამაშები 17 დღეს გასტანს და ოფიციალურად 9 აგვისტოს დაიხურება. ხოლო პარაოლიმპიადა 25 აგვისტოს დაიწყება და 6 სექტემბერს დასრულდება.

მოგეხსენებათ, ოლიმპიადის ერთი წლით გადადების მიზეზი კორონავირუსული პანდემია გახდა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ 1940 წელს უნდა გამართულიყო. ამის უფლება იაპონიის დედაქალაქმა 1937 წელს მოიპოვა, მაგრამ ის ოლიმპიადა საერთოდ არ ჩატარებულა. 18 წლის შემდეგ იაპონიამ კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მაგრამ 1960 წლის თამაშების მასპინძლად რომი არჩიეს. იაპონელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და 1959 წლის 26 მაისს, მიუნხენში გამართულ სესიაზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველსავე ტურში ტოკიოს დაუჭირა მხარი.

მოკლედ, ტოკიო უკვე მეორედ მასპინძლობს ოლიმპიადას, პირველად ის იაპონიის დედაქალაქში 1964 წელს ჩატარდა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წლიდან ძიუდო შეიტანეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

1964 წელს, თამაშები გახსნა იმპერატორმა ჰიროჰიტომ. ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე შეიტანა იოსინორი საკაიმ, თუმცა ის არც მაშინ იყო დიდი სპორტსმენი და არც შემდეგ გამხდარა. 19 წლის იაპონელ სტუდენტს ეს პატივი მხოლოდ დაბადების თარიღის გამო ერგო - იგი 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა - ზუსტად იმ დღეს, როცა ამერიკელებმა ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა აზიაში.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები 1964 წელს:

XVIII ოლიმპიადა, ტოკიო.

18 მონაწილე საქართველოდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდნენ.

იმ წელს ქართველების მონაპოვარი 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი იყო.

  • ოლიმპიადაში დოპინგის სკანდალით გამოწვეული დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ იღებს რუსეთი. უფრო სწორედ, რუს სპორტსმენებს აქვთ უფლება მონაწილეობის, თუმცა ისინი ვერ გამოიყენებენ რუსეთის დროშას და გამარჯვების შემთხვევაში, არ აჟღერდება რუსეთის ჰიმნი, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩაიკოვსკის მუსიკით ჩაანაცვლა. რუსი სპორტსმენები გამოვლენ, "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) აბრევიატურით, თუმცა სრული სახელწოდება "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის" გამოყენება ექნებათ აკრძალული.

ტოკიო პირველი ქალაქია, რომელიც პარაოლიმპიურ თამაშებს მეორედ უმასპინძლებს. შესაბამისად, წელს, ოლიმპიადის დროს, იაპონიის დედაქალაქში პირველი პარაოლიმპიური მუზეუმი ამოქმედდება.

"ტოკიო 2020"-ის ოფიციალური დევიზია "გაერთიანებული გრძნობებით", რომელიც ეხმიანება მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უნივერსალურ მოწოდებას.

ესაა პირველი ოლიმპიადა, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოლიმპიადის მედალოსნები, მედლებს საკუთარი ხელით დაიკიდებენ.

ოლიმპიური მედლები შეიცავს ძველი ელექტრონული მოწყობილობების ნაწილებს. იაპონიის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ თამაშებში ძველი ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავებით. იაპონიამ აწარმოა 5000 ოლიმპიური მედალი - გადაამუშავეს 78,985 ტონა ელექტრონული მოწყობილობა (ციფრული კამერები, ლეპტოპები, 6,21 მილიონი მობილური ტელეფონი და სხვ.)

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის შექმნისას გამოიყენეს იაპონელთა უსაყვარლესი ყვავილის - საკურას მოტივები. საკურას ფურცლები თვალშისაცემადაა ასახული ჩირაღდნის ფორმებში, იგრძნობა იაპონიის კულტურაც. ჩირაღდნის დასამზადებელ მასალად გამოყენებულია იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში დანგრეული სახლების ალუმინის კონსტრუქციები.

ოლიმპიადის თილისმად 2 საყვარელი ფიგურა, რომლებიც იაპონური კულტურისა და თანამედროვე ტექნოლოგების ნაზავს წარმოადგენენ, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად, შეარჩიეს დაწყებითი სკოლების მოსწავლეებმა. ფიგურები შექმნილია პოპულარული იაპონური ჟანრის ანიმეს ყველაზე ცნობილი იტიმაცუს სტილით. მისი ავტორია მხატვარი რინო ტონიგუჩი. თილისმის სახელია MIRAITOWA, რაც ორი სიტყვის - "მომავალი" და "მარადისობა" გაერთიანებაა.

ოლიმპიადის მომსახურე პერსონალში მნიშვნელოვნად გაზრდილია რობოტების რაოდენობა - დამხმარე რობოტები უკვე განლაგდნენ ტოკიოს აეროპორტში. Japan, Times– ის თანახმად, ამ გლუვ, მეგობრულ მანქანებს შეუძლიათ მითითებების მიცემა, ბარგის განაწილებაში დახმარება და ოთხ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი.

მოგეხსენებათ, ქართველი ჩემპიონი მილიონ ლარს მიიღებს ჯილდოდ, აშშ-მა თითოეული მოგებული ოქროსთვის 25 000 აშშ დოლარი გამოყო, იტალიამ 185000 აშშ დოლარი, იაპონიამ კი, დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ის გამარჯვებულებისთვის ჯილდოდ თანხის გადაცემას არ გეგმავს.

"ტოკიო 2020"-ის ორგანიზატორების თავდაპირველი გათვლით, ოლიმპიადის ღირებულება 730 მილიარდი იენი (დაახლოებით 6,8 მილიარდი დოლარი) იქნებოდა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ეს ამბიციურად დაბალი ბიუჯეტი იყო. უახლესი შეფასებით, თამაშებთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ღირებულება დაახლოებით 2.16 ტრილიონი იენია (დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი).

ზაფხულის ოლიმპიადის მომავალი მასპინძელი ქალაქებია: პარიზი (2024) და ლოს-ანჯელესი (2028).

მოამზადა ლადო გოგოლაძემ

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება -  სპინაცოლას ცრემლები

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა