ავტორი:

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერევანში მეტრო დაათვალიერებინეს (ფოტოები)

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერევანში მეტრო დაათვალიერებინეს (ფოტოები)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორი დღის წინ სომხეთში, ერევანში იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის ერევნის კარენ დემირჩიანის სახელობის მეტროს ეწვია, სადაც რეაბილიტაციის პროცესის პროგრესს გაეცნო.

როგორც armradio.am წერს, შარლ მიშელმა მეტროს რამდენიმე სადგური დაათვალიერა და მის ისტორიასაც გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში სომხეთი ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობს.

მათივე ცნობით, სომხეთი მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით და მიზანია, ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა, გარემოს ნაკლებად დაბინძურება და სომეხი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

ცნობისთვის, შარლ მიშელი დღეს უკვე საქართველოს სტუმრობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მიიღებს მონაწილეობას.

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“