მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?" - ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას
"რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?" - ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას

რა ხდე­ბა ისე­თი, რომ თქვენ გა­და­წყვი­ტეთ, პარ­ლა­მენ­ტი და­კე­ტოთ, ყა­ზარ­მად გა­და­აქ­ცი­ოთ, - ამ კი­თხვით დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას ბი­უ­როს სხდო­მა­ზე მი­მარ­თა.

მისი თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ, რაც ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის გარ­და არ­სად არ ხდე­ბა.

„ბა­ტო­ნო კახა, თქვენ დი­ლი­დან გი­რე­კა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი გი­რე­კავთ და თქვენ არ იღებთ ტე­ლე­ფონს. მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ემა­ლე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებს. ეს ხდე­ბა ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟი­მებ­ში. ბა­ტო­ნო კახა, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი რამ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი, რომ პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც უნდა იყოს ყვე­ლა­ზე გამჭვირ­ვა­ლე ორ­გა­ნო, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, რა ხდე­ბა ისე­თი, რომ თქვენ გა­და­წყვი­ტეთ, პარ­ლა­მენ­ტი და­კე­ტოთ, ყა­ზარ­მად გა­და­აქ­ცი­ოთ.

რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი, რომ ამ შე­ნო­ბა­ში არ აქვთ უფ­ლე­ბა, შე­მო­ვიდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. არ აქვს უფ­ლე­ბა, შე­მო­ვიდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­კარ­გა კო­ლე­გა, ვი­საც მო­უკ­ლეს კო­ლე­გა, რა­ტომ აკე­თებთ ამას. არც წინა სხდო­მა­ზე არ შე­მო­უშ­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მი­ე­ცით ჟურ­ნა­ლის­ტებს პი­რო­ბა, რომ ყვე­ლას შე­მო­უშ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის კი­თხვა­ზე კუ­ჭა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტზე, ვის­ზეც მო­თხოვ­ნა შე­მო­ვი­და, საშ­ვი დაშ­ვე­ბუ­ლია, ხოლო სტუმ­რებ­ზე საშ­ვის დაშ­ვე­ბა არ იქ­ნე­ბა.

“კო­მუ­ნი­კა­ცია პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მხრი­დან, იყო ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან. მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წარ­მო­ედ­გი­ნათ სია ვის­ზე სურ­დათ საშ­ვის დაშ­ვე­ბა. ეს არის ფაქ­ტი და ვერ გა­ექ­ცე­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი თუ ჯგუ­ფის წევ­რი, ვის­ზეც მო­ვი­და მო­თხოვ­ნა ყვე­ლა­ზეა საშ­ვი დაშ­ვე­ბუ­ლი. საშ­ვის დაშ­ვე­ბა არ იქ­ნე­ბა სტუმ­რებ­ზე რომ არ გან­მე­ორ­დეს იგი­ვე, რაც თქვენ მათ შო­რის, დე­პუ­ტა­ტე­ბი შე­ე­ცა­დეთ 12 ივ­ლისს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, რომ სხდო­მა ჩაშ­ლი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­ჭა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
8

დააკონსერვეს პარლამენტი, ჩერნობილივით!

ვახტანგი. 69
23

დიდი ტყუილი გამოაცხო პარლამენტში რომ წაიტრაბახა ჟურნალისტებთან და თქვა პირველი პოლიციელი ვიყავიო. ალბათ გულისხმობდა უკრაინას. სინამდვილეში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ავაკოვის მრჩეველი და მოგვიანებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი.

ავტორი:

"რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?" - ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას

"რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?" - ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას

რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ, - ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს სხდომაზე მიმართა.

მისი თქმით, ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებენ, რაც ავტოკრატიული რეჟიმების გარდა არსად არ ხდება.

„ბატონო კახა, თქვენ დილიდან გირეკავენ ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი გირეკავთ და თქვენ არ იღებთ ტელეფონს. მათ შორის უმრავლესობის წევრები ემალებიან ჟურნალისტებს. ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში. ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ.

რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ ამ შენობაში არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები. არ აქვს უფლება, შემოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაკარგა კოლეგა, ვისაც მოუკლეს კოლეგა, რატომ აკეთებთ ამას. არც წინა სხდომაზე არ შემოუშვით ჟურნალისტები. მიეცით ჟურნალისტებს პირობა, რომ ყველას შემოუშვებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატის კითხვაზე კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა ჟურნალისტზე, ვისზეც მოთხოვნა შემოვიდა, საშვი დაშვებულია, ხოლო სტუმრებზე საშვის დაშვება არ იქნება.

“კომუნიკაცია პარლამენტის მხრიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან, იყო ყველა მედიასაშუალებასთან. მათ მიეცათ საშუალება, რომ წარმოედგინათ სია ვისზე სურდათ საშვის დაშვება. ეს არის ფაქტი და ვერ გაექცევით, ნებისმიერი ჟურნალისტი თუ ჯგუფის წევრი, ვისზეც მოვიდა მოთხოვნა ყველაზეა საშვი დაშვებული. საშვის დაშვება არ იქნება სტუმრებზე რომ არ განმეორდეს იგივე, რაც თქვენ მათ შორის, დეპუტატები შეეცადეთ 12 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, რომ სხდომა ჩაშლილიყო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.