მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცავებსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - რა ვითარებაა პარლამენტთან
სამართალდამცავებსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - რა ვითარებაა პარლამენტთან

პარ­ლა­მენ­ტთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „დრო­ას“ ლი­დერს, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ხოშ­ტა­რი­ას­გან გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ, რა­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. ხოშ­ტა­რია პო­ლი­ცი­ის მი­სა­მარ­თით აკე­თებ­და შე­ფა­სე­ბას: „მო­ნე­ბო“.

სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ცი­ამ ხოშ­ტა­რია გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან აქვს შე­კი­თხვა, „სად იყ­ვნენ 5 ივ­ლისს, როცა ჟურ­ნა­ლის­ტებს არ­ბევ­დნენ?“.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი.

რო­გორც ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა ანა სუ­ბე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მათ სურთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს კი­თხვე­ბი პი­რა­დად და­უს­ვან და ამის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლას ეც­დე­ბი­ან.

"ჩვენ ვი­თხოვ­დით მი­ნისტრს სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა რა რის­კე­ბი არ­სე­ბობ­და 5 ივ­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით და რას აკე­თებ­დნენ ამის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ტყუ­ილს და დე­მა­გო­გი­ას მო­ვის­მენთ დღეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, შიგ­ნით შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მოგ­ვცე­მენ, მაგ­რამ ვეც­დე­ბით და თუ მა­ინც არ გვექ­ნე­ბა შიგ­ნით შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­რე­დან მა­ინც გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტა­რებს", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კორ­დო­ნი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღეს სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნისტრს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს მო­უს­მე­ნენ.

გო­მე­ლა­ურ­მა მოს­მე­ნის თხოვ­ნით პარ­ლა­მენტს თა­ვად მი­მარ­თა. შს მი­ნის­ტრი 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, „პრა­იდ კვი­რე­უ­ლის“ ფარ­გლებ­ში უწყე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რებს და დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვებს გას­ცემს პა­სუხს.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 18 ივ­ლისს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში დაშ­ვე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს, გარ­და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა დაშ­ვე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და საშ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსა
3

რა უბედურებაა..მე რომ სიტყვიერად Შეველაპარაკო ეგრევე დამიᲭერ....

..
2

მავნებელი!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სამართალდამცავებსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - რა ვითარებაა პარლამენტთან

სამართალდამცავებსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - რა ვითარებაა პარლამენტთან

პარლამენტთან სამართალდამცავებსა და პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავები ხოშტარიასგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ემორჩილებოდა. ხოშტარია პოლიციის მისამართით აკეთებდა შეფასებას: „მონებო“.

საბოლოოდ, პოლიციამ ხოშტარია გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანა.

ელენე ხოშტარიას თქმით, სამართალდამცავებთან აქვს შეკითხვა, „სად იყვნენ 5 ივლისს, როცა ჟურნალისტებს არბევდნენ?“.

პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა სუბელიანმა განაცხადა, მათ სურთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები პირადად დაუსვან და ამისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ეცდებიან.

"ჩვენ ვითხოვდით მინისტრს საჯაროდ ესაუბრა რა რისკები არსებობდა 5 ივლისთან დაკავშირებით და რას აკეთებდნენ ამის პრევენციისთვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრ ტყუილს და დემაგოგიას მოვისმენთ დღეს. სავარაუდოდ, შიგნით შესვლის შესაძლებლობას არ მოგვცემენ, მაგრამ ვეცდებით და თუ მაინც არ გვექნება შიგნით შესვლის შესაძლებლობა, გარედან მაინც გავაკეთებთ კომენტარებს", - განაცხადა სუბელიანმა.

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ ტერიტორიაზე კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 18 ივლისს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე განხორციელდება. პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი

შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ