საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა
"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვა სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

რო­გორც კახა კუ­ჭა­ვამ ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, შს მი­ნის­ტრის მოს­მე­ნის გა­შუ­ქე­ბის მიზ­ნით, დღეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის 100-ზე მეტ თა­ნამ­შრო­მელ­ზეა საშ­ვი გა­ცე­მუ­ლი, რათა მათ პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა შეძ­ლონ.

„დღეს მო­ვის­მი­ნე გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თლეს და სპე­კუ­ლი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს, თით­ქოს ეკ­რძა­ლე­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­მოს­ვლა. 100-მდე ჟურ­ნა­ლისტზე არის დაშ­ვე­ბუ­ლი საშ­ვი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვი­ცით, თუნ­დაც წინა რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე რა მოხ­და - დარ­ბაზ­ში მოხ­და შე­მოჭ­რა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და აქ­ტი­ვის­ტე­ბის, რომ­ლებ­ზეც საშ­ვი არ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. ეს არ წარ­მო­ად­გენს სწორ ფორ­მას და მიზ­ნად ისა­ხავს სხდო­მის ჩაშ­ლას. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის მი­ზა­ნია, ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და თქვე­ნი მხრი­დან არ­სე­ბობს შს მი­ნის­ტრის მი­მართ. ასე­ვე გვეს­მის, რომ მო­თხოვ­ნა, „შეგ­ვიშ­ვით, გვინ­და კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ“, არ მოქ­მე­დებს, არც არას­დროს ყო­ფი­ლა პარ­ლა­მენ­ტში, რომ ვინ­მეს უნ­დო­დეს, შე­მო­სუ­ლი­ყო და კი­თხვე­ბი და­ეს­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შს მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი მოს­მე­ნა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს დიდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს, ჩა­ტარ­დეს შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე.

ხმას ვერ ამო­ი­ღებს ვე­რა­ვინ იმა­ზე, რომ ვინ­მე კონ­კრე­ტულ­ზე არ გა­ვე­ცით საშ­ვი. საშ­ვე­ბი გა­ცე­მუ­ლია იმ სიის მი­ხედ­ვით, რაც თვი­თონ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­მოგ­ზავ­ნეს.

ჩვენ კარ­გად ვხვდე­ბით, რომ რაც არ უნდა დიდი ინ­ტე­რე­სი იყოს, სე­სი­ა­ზე ვერ შე­მო­ვა ვე­რა­ვინ, რომ პირ­და­პირ კი­თხვა და­უს­ვას გო­მე­ლა­ურს. ამი­ტომ არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი და ამი­ტომ არის სა­სე­სიო რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­ჭა­ვამ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის შე­კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­ზე საშ­ვე­ბის გაშ­ვე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ საშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან

წი­ნას­წარ იყო კო­მუ­ნი­კა­ცია“.

დ გ
80

ძალიან კარგი პალაჟენია თვითონ ჟურნალისტებმა გააფუჭეს

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა

"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მედიის წარმომადგენლებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შს მინისტრის მოსმენის გაშუქების მიზნით, დღეს მედიასაშუალებების 100-ზე მეტ თანამშრომელზეა საშვი გაცემული, რათა მათ პარლამენტში მუშაობა შეძლონ.

„დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა.

მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე.

ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს.

ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაინტერესებულ პირებზე საშვების გაშვება დღის განმავლობაშიც, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საშვებთან დაკავშირებით „მედიასაშუალებებთან

წინასწარ იყო კომუნიკაცია“.

ეკა მიშველაძე გომელაურის პარლამენტში შესვლაზე - ხელისუფლება აღარ არსებობს, გვემალებიან, ასევე ქვეყანას ვერ მართავენ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიონალი წევრების არჩევის საკითხი ჩააგდო

"ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას გომელაურის მოსმენას დასწრებოდნენ, მათზე არ დაუშვით საშვები" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას