საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია
"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც რუ­ბი­კო­ნი გა­და­ლა­ხა და და­უ­პი­რის­პირ­და კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად, ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით მთელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თეს სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, რა ნა­ბი­ჯიც არ უნდა გა­დად­გან, 2 ოქ­ტომ­ბერს "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ა­გებს", რად­გან და­უ­პი­რის­პირ­და ყვე­ლას - რო­გორც ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჟურ­ნა­ლის­ტებს.

„სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რიო პრო­ტეს­ტი არ მი­ნელ­დე­ბა, პი­რი­ქით, უფრო გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ აი­ღებს პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. უნდა გა­დად­გეს ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და გო­მე­ლა­უ­რი, თუ ამ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გა­მენ - მათ­თვის­ვე უა­რე­სი. თუ ღა­რი­ბაშ­ვილს მოხ­სნი­ან, მთე­ლი ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც დგას თა­ვად ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ჩა­მო­ეშ­ლე­ბათ, ამის გა­რე­შე „ოც­ნე­ბა” არის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი და ეს მათ იცი­ან.

თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ გა­დად­გე­ბა, მას­თან ერ­თად სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მათ­თვი­საც კი. რო­გორც მო­იქ­ცე­ვი­ან მათი გა­და­სა­წყვე­ტია, რა ნა­ბი­ჯიც არ უნდა გა­დად­გან, 2 ოქ­ტომ­ბერს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ა­გებს, რად­გან და­უ­პი­რის­პირ­და ყვე­ლას, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჟურ­ნა­ლის­ტებს. ამი­ტომ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი სინ­დი­სი რომ ჰქონ­დეთ ამ ადა­მი­ა­ნებს, უკვე უნდა გა­დამ­დგა­რიყ­ვნენ, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გა­მენ”, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უშ­ვა მძი­მე შეც­დო­მა, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში „ჩა­ი­დი­ნა სი­სუ­ლე­ლე“ და მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წია, „თუმ­ცა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა კი­დევ უფრო უა­რე­სი, რო­დე­საც მთელს ჟურ­ნა­ლის­ტთა ოჯახს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..
42

მელია შენ ვინც ქვწყანა სამართავად ჩაგაბაროს

paata
80

რუბიკონი კი არა მტკვარსაც ვერ გადაცურავ შე დონდლო შენა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რუბიკონი გადალახა და დაუპირისპირდა კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. ფაქტობრივად, მათ განაცხადი გააკეთეს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს "ხელისუფლება წააგებს", რადგან დაუპირისპირდა ყველას - როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს.

„სამართლიანი საზოგადოებრივი და საერთაშორიო პროტესტი არ მინელდება, პირიქით, უფრო გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა გადადგეს ბატონი ღარიბაშვილი და გომელაური, თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამენ - მათთვისვე უარესი. თუ ღარიბაშვილს მოხსნიან, მთელი ეს ძალადობრივი ინფრასტრუქტურა, რომლის სათავეშიც დგას თავად ღარიბაშვილი, ჩამოეშლებათ, ამის გარეშე „ოცნება” არის განეიტრალებული და ეს მათ იციან.

თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი. როგორც მოიქცევიან მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში „ჩაიდინა სისულელე“ და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია, „თუმცა ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, როდესაც მთელს ჟურნალისტთა ოჯახს ფიზიკურად დაუპირისპირდა“.