საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?
მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

მაშ­ვე­ლებ­მა ხი­ნოს ხე­ო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში, ხი­ნოს ხე­ო­ბა­ში, ხი­ნო­სა და გო­მის მთებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და ორი გზა­აბ­ნე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხებ­დნენ უსაფრ­თხო ად­გილ­ზე ჩა­მოს­ვლას და ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ერთ-ერთ მათ­განს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ქვე­და კი­დუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა, რის გა­მოც მაშ­ვე­ლე­ბის მის­ვლამ­დე, და­კარ­გუ­ლებს მო­უ­წი­ათ მთებს შო­რის არ­სე­ბულ ხევ­ში გა­ჩე­რე­ბა.შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვიდ­ნენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი მო­რე­ა­გი­რე ჯგუ­ფე­ბი. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის და უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი 24 სა­ა­თი­ან, უწყვეტ რე­ჟიმ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, აჭა­რი­სა და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას.

მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი ხე­ო­ბებ­ში ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და დე­ტა­ლუ­რად ამოწ­მებ­დნენ ყვე­ლა ლო­კა­ცი­ას. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 70 თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ხი­ნოს ხე­ო­ბა­ში მო­ხერ­ხდა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ორი მო­ქა­ლა­ქის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა. ორი­ვე მათ­გა­ნი ნა­პოვ­ნია უვ­ნებ­ლად, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა უსაფრ­თხო ად­გი­ლას.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს 15 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გარ­და ამი­სა, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმე­რე­თის, აჭა­რის და გუ­რი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საფ­რე­ნი აპა­რა­ტის, დრო­ნის მეშ­ვე­ო­ბით. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ტექ­ნი­კა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონდო
36

 თუ ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა, უვნებლად როგორ არიან? 

მაია
0

ნამდვილად დასაფასებელია სამაშველო სამსახურის მუშაობა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. რომ იტყვიან " გაჭირვების ტალკვესები" არიან. პროფესიონალი და კარგად მომზადებული კადრები ჰყავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები. რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას.

მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას.

სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?