ავტორი:

ამბავი სახიფათო "სიცოცხლის გზაზე", რომელიც გაყინულ ტბაზე გადიოდა - ლენინგრადის ბლოკადის დროს ის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო

ამბავი სახიფათო "სიცოცხლის გზაზე", რომელიც გაყინულ ტბაზე გადიოდა - ლენინგრადის ბლოკადის დროს ის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საზარელ პერიოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

იმის მიუხედავად, რომ მისი დასრულებიდან 75 წელზე მეტი გავიდა, მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა მონაკვეთის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე ძალიან დიდია. დღევანდელ სტატიაში „სიცოცხლის გზისა“ და ლენინგრადის ბლოკადის შესახებ მოგითხრობთ.

ლენინგრადის ბლოკადის დროს (1941-44) „სიცოცხლის გზა“ (Дорога жизни) წარმოადგენდა ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებას ქალაქში დარჩენილ მოსახლეობასა და გარესამყაროს შორის. მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ლენინგრადი ალყაში მოაქციეს ქალაქში 2.5 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.

ბლოკადის დასაწყისი

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ნაცისტური გერმანიის დანაყოფებმა ძალიან სწრაფად მოახერხეს საზღვრის გარღვევა და სულ რამდენიმე თვეში ლენინგრადამდე და მოსკოვამდეც კი ჩააღწიეს.

1941 წლის სექტემბერში ლენინგრადი და მასში მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა - ქალაქის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას ნაცისტური გერმანიის ჯარები აკონტროლებდნენ, ჩრდილოეთიდან კი გერმანიის მოკავშირე ფინელებმა გადმოლახეს საბჭოთა კავშირის საზღვარი და ლენინგრადამდე მიაღწიეს.

ქალაქი მტრის ჯარებით იყო შემოსაზღვრული და საბჭოთა კავშირის დანარჩენ ტერიტორიებთან სახმელეთო საზღვარი სრულიად ჩაკეტილი აღმოჩნდა.

ბლოკადის დაწყებისას ლენინგრადში არ იყო იმ რაოდენობის პროდუქტები და საწვავი, ალყაშემორტყმულ ქალაქს დიდხანს რომ გაეძლო. მასობრივი შიმშილობისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ტბის გადაკვეთით საკვები პროდუქტების ჩატანა იყო, რაც ხშირად წარუმატებლად მთავრდებოდა.

გერმანული არმია მასობრივ საარტილერიო დაბომბვებს შეუდგა. ქალაქში რამდენიმე ათასი აალებადი ბომბი ჩამოაგდეს, გაანადგურეს საკვების ძირითადი საწყობები, რომელთა ნაკლებობაც ლენინგრადელებმა მალევე იგრძნეს...წაიკითხეთ სრულად

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

"ჩვენ სამხრეთ კორეაში ვმოგზაურობთ" - ბერა ივანიშვილი ცოლთან ერთად ახალ ვიდეოს აქვეყნებს