მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს
"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

რო­გო­რი წნე­ხის ქვე­შაც არ უნდა იყოთ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ ვი­საც ახლა აწ­ვა­ლებთ უსა­მარ­თლოდ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ერის“ ლი­დე­რი ლე­ვან ვა­სა­ძე ვი­დეო-მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, რომ­ლი­თაც 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ვა­სა­ძე მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მთავ­რო­ბა წნე­ხის ქვეშ არის.

„დღეს დი­ლას და­ი­წყო მა­სობ­რი­ვი ჩხრე­კე­ბი ბი­ნებ­ში, და­კა­ვე­ბე­ბი და და­კი­თხვის კა­მე­რებ­ში გა­დაყ­ვა­ნე­ბი იმ ჩვე­ნი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ე­სარ­ჩლ­ნენ ჩვენს ტრა­დი­ცი­ას და წინ აღუდ­გნენ უზ­ნე­ო­ბის აღ­ლუმს და უზ­ნე­ო­ბის ზე­იმს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე არ ვიცი, რა უფრო მი­ჭირს, ჩემი გან­საც­დე­ლი, უცხო­ეთ­ში ყოფ­ნა, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და კვლე­ვა თუ ის, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვარ.

პირ­ველ რიგ­ში მინ­და მივ­მარ­თო მთავ­რო­ბას და ვთქვა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა ზე­წო­ლის და წნე­ხის ქვეშ ხართ თქვენ იმ ძა­ლე­ბის­გან, ვი­საც ძა­ლი­ან უნდა ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ან­ტიტ­რა­დი­ცი­უ­ლი დღის წეს­რი­გის დამ­კვიდ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ეს არის შე­დე­გი თქვე­ნი უხერ­ხემ­ლო და უი­დე­ო­ლო­გიო პო­ლი­ტი­კი­სა ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გო­რი წნე­ხის ქვე­შაც არ უნდა იყოთ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ ვი­საც ახლა აწ­ვა­ლებთ უსა­მარ­თლოდ. გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი ალექ­სან­დრე იქ­ნე­ბი­ან ეს, „ალტ-ინ­ფოს“ ბი­ჭე­ბი: კოკა მორ­გო­შია, ზურა მა­ხა­რა­ძე, გი­ორ­გი ქარ­და­ვა, ძმე­ბი მარ­ტი­ნენ­კო­ე­ბი, ლე­ვან ჩა­ჩუა თუ სხვე­ბი.“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

ლე­ვან ვა­სა­ძე და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს ქვეყ­ნის საქ­მე­ებ­ში რა­დი­კა­ლურ ჩა­რე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და მათ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„ეს პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ნა­ირ ნა­ყოფს ვერ გა­მო­ი­ღებს და მხო­ლოდ და­ა­ზი­ა­ნებს და­სავ­ლე­თის იმიჯს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მე მო­ვუ­წო­დებ და­სავ­ლურ სა­ელ­ჩო­ებს, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს, აშშ-ს სა­ელ­ჩოს და მთელ ამ კონ­გლო­მე­რატს, და­ფიქ­რდნენ კურ­სის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­ა­ნე­ბონ თავი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფსი­ქი­კა­ზე და ტრა­დი­ცი­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბას. და­ძა­ლე­ბას იმი­სა, რა­საც ჩვენ არას­დროს არ მი­ვი­ღებთ და გა­და­ვიდ­ნენ კონ­სტრუქ­ცი­ულ ჭრილ­ში. მი­ი­ღონ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის და ეცა­დონ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
288

ეს გამოუშვეს საავადმყოფოდან?

!!!
275

ვა, "პელე", ცოცხალი ყოფილა , ტო!!!

ავტორი:

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ, - ამის შესახებ პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომლითაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვის პროცესს ეხმაურება.

ვასაძე მთავრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მთავრობა წნეხის ქვეშ არის.

„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში.

მე არ ვიცი, რა უფრო მიჭირს, ჩემი განსაცდელი, უცხოეთში ყოფნა, გაუთავებელი დიაგნოსტიკა და კვლევა თუ ის, რომ ახლა საქართველოში არ ვარ.

პირველ რიგში მინდა მივმართო მთავრობას და ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამხელა ზეწოლის და წნეხის ქვეშ ხართ თქვენ იმ ძალებისგან, ვისაც ძალიან უნდა ანტიეროვნული და ანტიტრადიციული დღის წესრიგის დამკვიდრება საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის შედეგი თქვენი უხერხემლო და უიდეოლოგიო პოლიტიკისა ამ 9 წლის განმავლობაში და როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ. გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე იქნებიან ეს, „ალტ-ინფოს“ ბიჭები: კოკა მორგოშია, ზურა მახარაძე, გიორგი ქარდავა, ძმები მარტინენკოები, ლევან ჩაჩუა თუ სხვები.“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე დასავლური ქვეყნების საელჩოებს ქვეყნის საქმეებში რადიკალურ ჩარევაში ადანაშაულებს და მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

„ეს პოლიტიკა საქართველოში ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს და მხოლოდ დააზიანებს დასავლეთის იმიჯს ჩვენს ქვეყანაში. მე მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას. დაძალებას იმისა, რასაც ჩვენ არასდროს არ მივიღებთ და გადავიდნენ კონსტრუქციულ ჭრილში. მიიღონ ჩვენი საზოგადოება ისეთი, როგორიც არის და ეცადონ ცივილიზებული, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი