პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ცი­ა­ტი­ვით, მა­თი­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით ღო­ნის­ძი­ე­ბა - „ფრე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“ გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლის­ტი არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და პე­და­გო­გის, ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და მო­მა­ვალ არ­ქი­ტექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ და­ხე­ლოვ­ნე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და კლი­შე­ე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა-დე­მონ­სტრი­რე­ბას.

სტუ­დენ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - „ფრე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“ სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: არ­ქი­ტექ­ტორ ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, სა­ლექ­ციო კურ­სი და ვორ­ქშო­ფი პოს­ტე­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მო­დე­ლის შე­საქ­მნე­ლად. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ხუთ-ხუთი სტუ­დენ­ტით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 6 ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა ნინო იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ფა­კულ­ტე­ტის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სტუ­დენ­ტებ­მა თვი­თონ ითა­ვეს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი და მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რეს. დე­კა­ნის თქმით, ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო ის ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რომ სტუ­დენ­ტებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით ახ­ლა­ხან გარ­დაც­ვლი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და პე­და­გო­გის, ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს და ღო­ნის­ძი­ე­ბით ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ცეფ­ცია და მიდ­გო­მე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვი­სი სა­ხე­ლოს­ნოს სტუ­დენ­ტებს უზი­ა­რებ­და.

„ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა თორ­ნი­კე ჭი­კა­ძემ, გვან­ცა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ნინი და­ვი­თა­ძემ, ნი­კი­ტა ტი­მო­შენ­კომ და ანას­ტა­სია კენ­ჭა­ძემ სე­რი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი და ამით ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და პე­და­გო­გის - ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის ამა­გი და­ა­ფა­სეს. არც „ფრე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბაა“ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვი­თი სა­ხელ­წო­დე­ბა. მი­ზა­ნი სწო­რე­დაც რომ კლი­შე­ე­ბის მსხვრე­ვა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბაა იმის­თვის, რომ ღი­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იქ­მნას, რომ სტუ­დენ­ტი ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და რე­ა­ლუ­რად უპა­სუ­ხოს ეპო­ქის მო­თხოვ­ნებს. ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პი სწო­რედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას ემ­ყა­რე­ბო­და. მად­ლო­ბას ვუხ­დით ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლის ოჯახს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში ჩვე­ნი კო­ლე­გის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მოგ­ვე­წყო.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და 2-დღი­ა­ნი სა­ლექ­ციო კურ­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ურ­ბა­ნის­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე, მო­ე­წყო ვოქრქშო­ფი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და იდე­ე­ბის, რო­გორც გრა­ფი­კუ­ლად, პოს­ტე­რის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნას, ასე­ვე, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მო­დე­ლის, მა­კე­ტის შექ­მნას სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ერ­თო ჯამ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში 30-მა სტუ­დენ­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ შო­რის იყ­ვნენ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბიც. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფი ორი­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კი ღია სივ­ცე­ში, მზი­უ­რის პარკში შედ­გა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბია ასე­ვე, მოწ­ვე­უ­ლე­ბი, მათ შო­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟურ­ნალ „სტი­ლის“ რე­დაქ­ტო­რი ნინო ლა­ღი­ძე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნეს, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი მკვეთ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით. თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პოს­ტე­რის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში დიდი კე­დე­ლი მო­ი­ხა­ტე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნინო იმ­ნა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და სტუ­დენ­ტე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა - „ფრე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“ ტრა­დი­ცი­უ­ლი და მე­ტად მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­დონ. მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად, ივ­ლი­სის თვე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ინციატივით, მათივე ორგანიზებითა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ღონისძიება - „ფრენის მემკვიდრეობა“ გაიმართა, რომელიც ცნობილი კონცეპტუალისტი არქიტექტორისა და პედაგოგის, ვაჟა გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ არქიტექტორთა პროფესიულ დახელოვნებას, შემოქმედებითი თავისუფლების განვითარებას და კლიშეებისაგან თავისუფალი აზროვნების შედეგად შექმნილი ნამუშევრებისა და პროექტების შექმნა-დემონსტრირებას.

სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით გამართული ღონისძიება - „ფრენის მემკვიდრეობა“ სამი ნაწილისგან შედგებოდა: არქიტექტორ ვაჟა გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სალექციო კურსი და ვორქშოფი პოსტერისა და არქიტექტურული მოდელის შესაქმნელად. ღონისძიებაში ხუთ-ხუთი სტუდენტით დაკომპლექტებული 6 ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ აღნიშნა, ფაკულტეტისთვის სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა თვითონ ითავეს და პროფესიონალურ დონეზე დაორგანიზებული, ამავდროულად, ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი და მრავალკომპონენტიანი ღონისძიება ჩაატარეს. დეკანის თქმით, ორმაგად სასიხარულო ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა აღნიშნული ღონისძიებით ახლახან გარდაცვლილი შესანიშნავი არქიტექტორისა და პედაგოგის, ვაჟა გელაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიებით ის მთავარი პრინციპები, შემოქმედებითი კონცეფცია და მიდგომები წარმოაჩინეს, რომელსაც ვაჟა გელაშვილი სწავლების პროცესში თავისი სახელოსნოს სტუდენტებს უზიარებდა.

„ჩვენმა სტუდენტებმა თორნიკე ჭიკაძემ, გვანცა ბერძენიშვილმა, ნინი დავითაძემ, ნიკიტა ტიმოშენკომ და ანასტასია კენჭაძემ სერიოზულ ღონისძიებას ჩაუყარეს საფუძველი და ამით ცნობილი არქიტექტორისა და პედაგოგის - ვაჟა გელაშვილის ამაგი დააფასეს. არც „ფრენის მემკვიდრეობაა“ ამ ღონისძიების შემთხვევითი სახელწოდება. მიზანი სწორედაც რომ კლიშეების მსხვრევა და შემოქმედებითი თავისუფლების მოპოვებაა იმისთვის, რომ ღირებული ნამუშევარი შეიქმნას, რომ სტუდენტი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და რეალურად უპასუხოს ეპოქის მოთხოვნებს. ვაჟა გელაშვილის სწავლების პრინციპი სწორედ შემოქმედებითი თავისუფლების ფილოსოფიას ემყარებოდა. მადლობას ვუხდით ვაჟა გელაშვილის ოჯახს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, ღონისძიების პირველ ნაწილში ჩვენი კოლეგის სრულიად უცნობი, უნიკალური ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა 2-დღიანი სალექციო კურსი არქიტექტურისა და ურბანისტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, მოეწყო ვოქრქშოფი, რომელიც მიზნად ისახავდა იდეების, როგორც გრაფიკულად, პოსტერის სახით წარმოდგენას, ასევე, არქიტექტურული მოდელის, მაკეტის შექმნას სხვადასხვა მასალის გამოყენებით. საერთო ჯამში, ღონისძიებაში 30-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც. გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი ორივე ნომინაციაში ჟიურიმ გამოავლინა, დაჯილდოების ცერემონია კი ღია სივცეში, მზიურის პარკში შედგა. ჟიურის წევრები იყვნენ, როგორც ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებია ასევე, მოწვეულები, მათ შორის არქიტექტურული ასოციაციის პრეზიდენტი, ჟურნალ „სტილის“ რედაქტორი ნინო ლაღიძე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს, სრულიად გამორჩეული მკვეთრი ინდივიდუალიზმით. თბილისის მერიასთან შეთანხმებით, უახლოეს მომავალში, გამარჯვებული პოსტერის მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ უბანში დიდი კედელი მოიხატება“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები გეგმავენ, რომ ღონისძიება - „ფრენის მემკვიდრეობა“ ტრადიციული და მეტად მასშტაბური გახადონ. მათი გადაწყვეტილებით, ღონისძიება და შესაბამისად, კონკურსი ყოველწლიურად, ივლისის თვეში გაიმართება.

R

ვინ შეასრულეს რუსულენოვანი გალობა სვეტიცხოველში - საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს - უახლოეს დღეებში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი

"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება