ავტორი:

ვინ შეასრულა რუსულენოვანი გალობა სვეტიცხოველში - საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

ვინ შეასრულა რუსულენოვანი გალობა სვეტიცხოველში - საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობის შესახებ განმარტებას აკეთებს.

"ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას.

განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება.

ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სვეტიცხოველში გადაღებული კადრები "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?