ავტორი:

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევა ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 384 387-ია. გამოჯანმრთელებულია - 362 957, გარდაცვლილია - 5 516. სულ აცრილია 334 199 პირი.

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს

რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?