ავტორი:

"აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და სერიოზულად უნდა იქნას განხილული" - რას ამბობს კელი დეგნანი სანქციების დაწესებაზე

"აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და სერიოზულად უნდა იქნას განხილული" - რას ამბობს კელი დეგნანი სანქციების დაწესებაზე

სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა.

„საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულად უნდა იქნას განხილული.

„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები“, - განაცხადა ელჩმა.