მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ
"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

7 წლის ნი­კო­ლოზ დი­დე­ბაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე თვი­დან დღემ­დე, კო­მა­შია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გონს არ მო­სუ­ლა. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მო­ი­მა­ტა მისი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვმაც. ახლა ბავ­შვს თა­ვის ტვი­ნის ატრო­ფია, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, რა­ქი­ტი, სახ­სრე­ბის ჩა­ხორ­ცე­ბა და სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს. ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მისი გონ­ზე მოს­ვლის შან­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. მშობ­ლე­ბი, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­თან ერ­თად, ნი­კო­ლოზს წლე­ბია პა­ლი­ა­ტი­ურ მზრუნ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

ნი­კო­ლოზ დი­დე­ბაშ­ვი­ლი 2015 წლის 5 იან­ვარს, ახალ სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრში და­ი­ბა­და. სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­წე­რის დროს ბავ­შვს ანა­ლი­ზე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი დარ­ღვე­ვა, რაც დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­ი­წე­რა, მორ­ფო ფუნ­ქცი­უ­რი უმ­წიფ­რო­ბის დი­აგ­ნო­ზი იყო, თუმ­ცა ექი­მე­ბის თქმით, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შოდ არ ით­ვლე­ბო­და. ახალ­შო­ბი­ლი კლი­ნი­კი­დან ერ­თა­დერ­თი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­წე­რეს - პე­რი­ო­დუ­ლად ყო­ფი­ლი­ყო პე­დი­ატ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

დე­დამ პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში შე­ნიშ­ნა, რომ ჩვი­ლი ჭა­მის დროს იღ­ლე­ბო­და, სუნ­თქვა უჭირ­და და საკ­ვე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვას ვერ ახერ­ხებ­და. მშობ­ლებ­მა ნი­კო­ლო­ზი უბ­ნის პე­დი­ატრთან მი­იყ­ვა­ნეს. ექიმ­მა გა­სინ­ჯა და თქვა, რომ ბავ­შვს არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ გა­აჩ­ნდა.

"გვი­თხრა, - ტყუ­ი­ლად ნუ ტეხთ გან­გაშს, წა­იყ­ვა­ნეთ შინ, მოძ­ლი­ერ­დე­ბა და უპ­რობ­ლე­მოდ და­ი­წყებს ჭა­მა­სო. და­ვუ­ჯე­რეთ, მაგ­რამ რაც დრო გა­დი­ო­და, ბავ­შვი სულ უფრო უა­რე­სად ხდე­ბო­და. ლურ­ჯდე­ბო­და და სუნ­თქვა უჭირ­და. რამ­დენ­ჯერ­მე გუ­ლიც შე­უ­წუხ­და. სას­წრა­ფომ ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა. მა­შინ ჩვე­ნი შვი­ლი 24 დღის იყო. იქ ბავ­შვს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რეს და და­ად­გი­ნეს, რომ არა­ნა­ი­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ იყო სა­ჭი­რო. დას­ვეს დი­აგ­ნო­ზი: ახალ­შო­ბილ­თა კვე­ბის დარ­ღვე­ვა და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში ნი­კო­ლოზ­მა კვე­ბა სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტა და ზონ­დით კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთ დღე­საც კლი­ნი­კა­ში გვი­თხრეს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა არ გვყოფ­ნი­და, ჩვე­ნი ლი­მი­ტი ამო­წუ­რუ­ლი იყო და სახ­ლში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. რას გავ­ხდე­ბო­დით, ზონ­დი­ა­ნი ბავ­შვი სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ", - იხ­სე­ნებს ბავ­შვის მამა გელა დი­დე­ბაშ­ვი­ლი.

გა­წე­რი­დან ერთ კვი­რა­ში, ნი­კო­ლო­ზი ისევ დამ­ძიმ­და, სას­წრა­ფომ პა­ცი­ენ­ტი ისევ ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ისევ ჩა­უ­ტა­რეს ხე­ლა­ხა­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და პა­ცი­ენ­ტი ისევ იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით გა­უშ­ვეს სახ­ლში. ჩვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ვე­ლი გა­წე­რი­სას სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და. ბავ­შვი ხში­რად კარ­გავ­და გო­ნე­ბას და ყო­ველ ჯერ­ზე სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა ხდე­ბო­და სა­ჭი­რო. მე­სა­მედ ნი­კო­ლო­ზი სას­წრა­ფომ თემ­ქა­ზე მდე­ბა­რე პრი­ვატკლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მა­შინ ის 2 თვე­ნა­ხევ­რის იყო.

"იქ უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და იაშ­ვი­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გაგ­ვიშ­ვეს. მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე, ბავ­შვს გული გა­უ­ჩერ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სას­წრა­ფო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ინ­ტუ­ბი­რე­ბა მოხ­და არა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­ში. მა­ნი­პუ­ლა­ცი­ი­სას სა­სუნ­თქი გზე­ბი, ტრა­ქეა და საყ­ლა­პა­ვი მილი და­ზი­ან­და. ამის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი ისევ მო­ვი­და გონ­ზე, თუმ­ცა აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი ჩემს შვილს ერთ-ერ­თმა ექიმ­მა გა­მო­უ­ტა­ნა, რო­მელ­მაც, რო­გორც ჩანს, მას­ზე ცდის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აპა­რა­ტი გა­მო­ურ­თო. ამის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი კო­მა­ში ჩა­ვარ­და და დღემ­დე ასეა", - ყვე­ბა გელა დი­დე­ბაშ­ვი­ლი.

  • ნი­კო­ლო­ზის მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

2016 წელს ნი­კო­ლოზ დი­დე­ბაშ­ვი­ლის ოჯახ­მა სა­ჩივ­რით მი­მარ­თა სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს. უწყე­ბამ საქ­მე­ში არა­ერ­თი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც პრო­ფე­სი­ულ­მა საბ­ჭომ 5 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა. ზო­გი­ერთ მათ­განს წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცა, ზო­გი­ერთს კი რამ­დე­ნი­მე თვით შე­უ­ჩერ­და სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზია.

ამა­ვე წელს ოჯახ­მა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც. უწყე­ბამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს და­ა­ვა­ლა. წლე­ბია, არ­ცერთ უწყე­ბას აქვს პა­სუ­ხი იმ შე­კი­თხვებ­ზე, რაც ნი­კო­ლოზ დი­დე­ბაშ­ვი­ლის საქ­მე­ში მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს უჩ­ნდე­ბათ.

"არ­ცერ­თი უწყე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი, რომ მოხ­დეს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა და ბო­ლომ­დე მიჰ­ყვნენ საქ­მეს. ძი­რი­თა­დად მა­შინ მი­მარ­თა­ვენ გარ­კვე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას, რო­დე­საც საქ­მე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს შე­ე­ხე­ბა. თუმ­ცა ეს შემ­თხვე­ვა დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის­გან, ბავ­შვი 7 წე­ლია კო­მა­შია და პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს შან­სი, რომ ის ოდეს­მე მოვა გონს. ამ ყვე­ლაფ­რის უკან, ფაქ­ტია, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბა და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მიდ­გო­მა დგას. თა­ვი­დან­ვე რომ სა­თა­ნა­დოდ შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, გარ­წმუ­ნებთ, ეს შე­დე­გი არ დად­გე­ბო­და.

ინ­ტუ­ბა­ცი­ის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვს შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი ჰქონ­და საყ­ლა­პა­ვი მილი, რის გა­მოც ვერ ახერ­ხებ­და საკ­ვე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვას. რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბი და­ი­წყო, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კვლე­ვა, ბრონ­ქოს­კო­პია რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, ექი­მე­ბი მიხ­ვდე­ბოდ­ნენ რე­ა­ლურ მი­ზეზს, ბავ­შვს სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და და ახლა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რებ­და. მე­დი­კო­სებ­მა და­ა­შა­ვეს, ეს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­მაც და­ად­გი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელთ გვაქვს დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სა­ხე­ზეა და­ნა­შა­უ­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რას რა­ტომ­ღაც უჭირს საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ უწყე­ბა­ში უნდა იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ასე­თი ტი­პის საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვებს, რათა უფრო ეფექ­ტი­ა­ნად მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს და­კომ­პლექ­ტე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბით, რათა დას­კვნე­ბი დრო­ში არ ჭი­ა­ნურ­დე­ბო­დეს, რო­გორც ახლა ხდე­ბა. თით­ქმის 2 წე­ლია, რაც და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გას­ცეს, მაგ­რამ დას­კვნა დღემ­დე არ არ­სე­ბობს. სა­ერ­თო ჯამ­ში, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, არ­სე­ბობს და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა. ექი­მებ­მა იცი­ან, რომ ისი­ნი მა­ინც არ აგე­ბენ პა­სუხს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო. და თუ მა­ინც და მა­ინც რამე სან­ქცი­ას შე­უ­ფარ­დე­ბენ, ეს იმ­დე­ნად ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი არ ექ­მნე­ბათ. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა კი, სა­მო­მავ­ლოდ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის რისკს აჩენს“ - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge - ს "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი.

  • რას ამ­ბო­ბენ ნი­კო­ლო­ზის მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი

სა­კი­თხზე პო­ზი­ცი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი წარ­მოდ­გე­ნის­თვის, ვე­ცა­დეთ, დავ­კავ­ში­რე­ბო­დით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის მთა­ვარ ექიმს, ივა­ნე ჩხა­ი­ძეს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ნი­კო­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ის მხო­ლოდ ამ კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"კო­მენ­ტა­რი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია. კო­მენ­ტა­რია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნა“.

ჩვენ ასე­ვე კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს კობა გა­ბო­ძეს. სა­უ­ბა­რი არც მან ისურ­ვა.

  • რას ამ­ბობს ექ­სპერ­ტი­ზა

და­ვუ­კავ­შირ­დით სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­საც, რო­მელ­საც ვკი­თხეთ, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა ამ დრომ­დე მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო დას­კვნა. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ მო­სა­ძი­ე­ბე­ლი იყო იმ სფე­როს ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც მათ არ ჰყავთ. ბი­უ­როს ცნო­ბით, ექ­სპერ­ტის მო­ძებ­ნა და ბი­უ­რო­ში მიყ­ვა­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა "პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან არ მოხ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, 2020 წლის 13 დე­კემ­ბერს ექ­სპერ­ტი­ზა დამ­ნიშ­ნავ­თან დაბ­რუნ­და შე­უს­რუ­ლებ­ლად.“ (ამო­ნა­რი­დი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს წე­რი­ლი­დან)

შვი­დი წე­ლია, გელა დი­დე­ბაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­თან ერ­თად, პა­ლი­ა­ტი­ურ მზრუნ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ 7 წლის ნი­კო­ლოზს. ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, პრაქ­ტი­კუ­ლად, უი­მე­დოა. მშობ­ლე­ბი კი ფიქ­რო­ბენ, რომ ჯერ არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა. იმე­დი არ­სე­ბობს და იარ­სე­ბებს მა­ნამ, ვიდ­რე ნი­კო­ლოზს გული უცემს, ვიდ­რე ის ცო­ცხა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
16

ჰოდა ენდეთ ივანე ჩხაიძეს, გამოდის აქ და კოვიდთან დაკავშირებით ვითომ ძაან მაგარ რჩევებს რომ იძლევა - საქართველოში ექიმების 80 პროცენტი არის უვიცი, შეიძლება მეტიც .... ატანა არ მაქვს მათი....

ნანა
12
სწორი დიაგნოზი რომ დასვათ(თქვენ თვითონ),მინიმუმ3 ექიმს მაინც უნდა გაესინჯოთ.ასეთია რეალობა.
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

7 წლის ნიკოლოზ დიდებაშვილი, დაბადების პირველივე თვიდან დღემდე, კომაშია. ამ ხნის განმავლობაში ის გონს არ მოსულა. წლების მატებასთან ერთად, მოიმატა მისი დაავადებების რიცხვმაც. ახლა ბავშვს თავის ტვინის ატროფია, ჰიდროცეფალია, რაქიტი, სახსრების ჩახორცება და სხვა უამრავი პრობლემა აქვს. ექიმები ამბობენ, რომ მისი გონზე მოსვლის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. მშობლები, იაშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად, ნიკოლოზს წლებია პალიატიურ მზრუნველობას უწევენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნიკოლოზ დიდებაშვილი 2015 წლის 5 იანვარს, ახალ სამშობიარო ცენტრში დაიბადა. სამშობიაროდან გაწერის დროს ბავშვს ანალიზებით ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჰქონდა. ერთადერთი დარღვევა, რაც დოკუმენტებში ჩაიწერა, მორფო ფუნქციური უმწიფრობის დიაგნოზი იყო, თუმცა ექიმების თქმით, ეს მდგომარეობა საგანგაშოდ არ ითვლებოდა. ახალშობილი კლინიკიდან ერთადერთი რეკომენდაციით გაწერეს - პერიოდულად ყოფილიყო პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.

დედამ პირველივე დღეებში შენიშნა, რომ ჩვილი ჭამის დროს იღლებოდა, სუნთქვა უჭირდა და საკვების გადაყლაპვას ვერ ახერხებდა. მშობლებმა ნიკოლოზი უბნის პედიატრთან მიიყვანეს. ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ ბავშვს არანაირი სერიოზული პრობლემა არ გააჩნდა.

"გვითხრა, - ტყუილად ნუ ტეხთ განგაშს, წაიყვანეთ შინ, მოძლიერდება და უპრობლემოდ დაიწყებს ჭამასო. დავუჯერეთ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბავშვი სულ უფრო უარესად ხდებოდა. ლურჯდებოდა და სუნთქვა უჭირდა. რამდენჯერმე გულიც შეუწუხდა. სასწრაფომ ციციშვილის კლინიკაში გადაგვიყვანა. მაშინ ჩვენი შვილი 24 დღის იყო. იქ ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იყო საჭირო. დასვეს დიაგნოზი: ახალშობილთა კვების დარღვევა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაუზუსტებელი დაზიანება. ამასობაში ნიკოლოზმა კვება საერთოდ შეწყვიტა და ზონდით კვებაზე გადაიყვანეს. ერთ დღესაც კლინიკაში გვითხრეს, რომ დაფინანსება არ გვყოფნიდა, ჩვენი ლიმიტი ამოწურული იყო და სახლში უნდა წავსულიყავით. რას გავხდებოდით, ზონდიანი ბავშვი სახლში წამოვიყვანეთ", - იხსენებს ბავშვის მამა გელა დიდებაშვილი.

გაწერიდან ერთ კვირაში, ნიკოლოზი ისევ დამძიმდა, სასწრაფომ პაციენტი ისევ ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ისევ ჩაუტარეს ხელახალი გამოკვლევები და პაციენტი ისევ იმავე დიაგნოზით გაუშვეს სახლში. ჩვილის მდგომარეობა ყოველი გაწერისას სულ უფრო მძიმდებოდა. ბავშვი ხშირად კარგავდა გონებას და ყოველ ჯერზე სასწრაფოს გამოძახება ხდებოდა საჭირო. მესამედ ნიკოლოზი სასწრაფომ თემქაზე მდებარე პრივატკლინიკაში გადაიყვანა. მაშინ ის 2 თვენახევრის იყო.

"იქ უკიდურესად დამძიმდა მდგომარეობა და იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გაგვიშვეს. მიყვანიდან მალევე, ბავშვს გული გაუჩერდა. აუცილებელი გახდა სასწრაფო მანიპულაციის ჩატარება. ინტუბირება მოხდა არა საოპერაციოში, არამედ ჩვეულებრივ პალატაში. მანიპულაციისას სასუნთქი გზები, ტრაქეა და საყლაპავი მილი დაზიანდა. ამის შემდეგ ნიკოლოზი ისევ მოვიდა გონზე, თუმცა აპარატზე შეერთება გახდა საჭირო, გარკვეული პერიოდის შემდეგ საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა და 24 საათის განმავლობაში აპარატი გამოურთო. ამის შემდეგ ნიკოლოზი კომაში ჩავარდა და დღემდე ასეა", - ყვება გელა დიდებაშვილი.

  • ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

2016 წელს ნიკოლოზ დიდებაშვილის ოჯახმა საჩივრით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. უწყებამ საქმეში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რის საფუძველზეც პროფესიულმა საბჭომ 5 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ზოგიერთ მათგანს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ზოგიერთს კი რამდენიმე თვით შეუჩერდა საექიმო საქმიანობის ლიცენზია.

ამავე წელს ოჯახმა საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა პროკურატურასაც. უწყებამ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის ბიუროს დაავალა. წლებია, არცერთ უწყებას აქვს პასუხი იმ შეკითხვებზე, რაც ნიკოლოზ დიდებაშვილის საქმეში მის უფლებადამცველებს უჩნდებათ.

"არცერთი უწყება არ არის ეფექტური, რომ მოხდეს სათანადო რეაგირება და ბოლომდე მიჰყვნენ საქმეს. ძირითადად მაშინ მიმართავენ გარკვეულ ძალისხმევას, როდესაც საქმე გარდაცვალების ფაქტს შეეხება. თუმცა ეს შემთხვევა დიდად არ განსხვავდება ფატალური შედეგისგან, ბავშვი 7 წელია კომაშია და პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, რომ ის ოდესმე მოვა გონს. ამ ყველაფრის უკან, ფაქტია, ექიმების დაუდევრობა და არაკვალიფიციური მიდგომა დგას. თავიდანვე რომ სათანადოდ შეეფასებინათ პაციენტის მდგომარეობა, გარწმუნებთ, ეს შედეგი არ დადგებოდა.

ინტუბაციის დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვს შევიწროებული ჰქონდა საყლაპავი მილი, რის გამოც ვერ ახერხებდა საკვების გადაყლაპვას. როდესაც პრობლემები დაიწყო, ერთი ჩვეულებრივი კვლევა, ბრონქოსკოპია რომ ჩაეტარებინათ, ექიმები მიხვდებოდნენ რეალურ მიზეზს, ბავშვს საშუალო სიმძიმის ოპერაცია ჩაუტარდებოდა და ახლა, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებდა. მედიკოსებმა დააშავეს, ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ გვაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ სახეზეა დანაშაული, პროკურატურას რატომღაც უჭირს საქმის დროული გამოძიება. ვფიქრობთ, რომ უწყებაში უნდა იყოს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ასეთი ტიპის საქმეებზე იმუშავებს, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს რეაგირება. ამასთანავე, საჭიროა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაკომპლექტება კვალიფიციური ექსპერტებით, რათა დასკვნები დროში არ ჭიანურდებოდეს, როგორც ახლა ხდება. თითქმის 2 წელია, რაც დანიშნულია ექსპერტიზა, რომელსაც შეუძლია ყველა კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ დასკვნა დღემდე არ არსებობს. საერთო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში, სამედიცინო სფეროში, არსებობს დაუსჯელობის განცდა. ექიმებმა იციან, რომ ისინი მაინც არ აგებენ პასუხს დაშვებული შეცდომების გამო. და თუ მაინც და მაინც რამე სანქციას შეუფარდებენ, ეს იმდენად ფორმალური ხასიათისაა, რომ, ფაქტობრივად, მათ არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ. ეს მოცემულობა კი, სამომავლოდ ასეთი შემთხვევების მატების რისკს აჩენს“ - ეუბნება ambebi.ge - ს "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ეკა ქობესაშვილი.

  • რას ამბობენ ნიკოლოზის მკურნალი ექიმები

საკითხზე პოზიციების სრულყოფილი წარმოდგენისთვის, ვეცადეთ, დავკავშირებოდით იაშვილის კლინიკის მთავარ ექიმს, ივანე ჩხაიძეს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ნიკოლოზის მკურნალობაში. ის მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა:

"კომენტარი უკვე გაკეთებულია. კომენტარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა“.

ჩვენ ასევე კითხვებით მივმართეთ საქმის გამომძიებელს კობა გაბოძეს. საუბარი არც მან ისურვა.

  • რას ამბობს ექსპერტიზა

დავუკავშირდით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც, რომელსაც ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მომზადებულიყო დასკვნა. უწყებაში გვითხრეს, რომ მოსაძიებელი იყო იმ სფეროს ექსპერტი, რომელიც მათ არ ჰყავთ. ბიუროს ცნობით, ექსპერტის მოძებნა და ბიუროში მიყვანა პროკურატურას ევალებოდა, თუმცა "პროკურატურის მხრიდან არ მოხდა სპეციალისტების წარმოდგენა, შესაბამისად, 2020 წლის 13 დეკემბერს ექსპერტიზა დამნიშნავთან დაბრუნდა შეუსრულებლად.“ (ამონარიდი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილიდან)

შვიდი წელია, გელა დიდებაშვილი და მისი მეუღლე, იაშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად, პალიატიურ მზრუნველობას უწევენ 7 წლის ნიკოლოზს. ექიმების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უიმედოა. მშობლები კი ფიქრობენ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი არსებობს და იარსებებს მანამ, ვიდრე ნიკოლოზს გული უცემს, ვიდრე ის ცოცხალია.

წვიმა, ელჭექი, ქარი - სინოპტიკოსები 21 ივლისის საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე

"სერიოზულ ტალღაში შევდივართ... თუ ასე გაგრძელდა, საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევალთ" - ამირან გამყრელიძე