ავტორი:

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხინოს ხეობაში დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.

შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა. დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები.

ამ დროისთვის ხეობაში მიმდინარეობს 2 დაკარგული მოქალაქის აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს - უახლოეს დღეებში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი

"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე