სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, სავარჯიშო დარბაზებში სწრაფი რიტმის მქონე მუსიკის ჩართვა აიკრძალა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა ხელს შეუშლის ვარჯიშის დროს სწრაფ სუნთქვა, ასევე ოფლის ჭარბად გამოყოფას. მათი მტკიცებით, სწრაფი რესპირაციის დროს ვირუსი უფრო მარტივად ახერხებს გავრცელებას.
შეზღუდვა ეხება ზუმბასა და აერობიკის ჯგუფებს. ისინი ვარჯიშსა და ცეკვას სწრაფი, რიტმული მუსიკის თანხლებით ვეღარ შეძლებენ.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მოიმატა და გასულ კვირას 1 100 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც, დამატებით შეზღუდვები შემოიღეს.
ქვეყნის პერმიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სამხრეთ კორეაში ახლა "კრიზისის მაქსიმალური დონეა.“