პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თე­ლავ­ში ძმე­ბის დაჭ­რის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნაც­ნობ ქალს - 1989 წელს და­ბა­დე­ბულ მ.მ.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მათი კონ­ფლიქ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რის გამო, გ.გ.-ს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ძმებ­თან - 1999 წელს და­ბა­დე­ბულ თ.რ.-სთან და 2004 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.რ.-სთან, რომ­ლებ­საც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში ბას­რი საგ­ნით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ორი­ვე დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­სა და ივ­ლი­სის თვე­ში ქა­ლაქ თე­ლავ­ში სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი გა­ქურ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 117-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 126-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას და სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
0

საჯელების სისტემაა გადასახედი, მაგრამ სად სცალიათ ამისათვის პარლამენტარებს... განზრახ მკვლელობისათვის სასჯელი უფრო დაბალია, წარმოგიდგენიათ??? ამას 9 წლიდან, კი ბატონო, მაგრამ განზრახ მკვლელს შვიდიდან????? აგრრ მისი და რატომ მიიყვანა ცოლადო - და ახალგაზრდა მოკლა ვიღაც ნაძირალამ... 

დ გ
0

აი კაცი ნამდვილი კაციიიი რა გვეშველებააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს - 1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?