მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი..." - რას ამბობს თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტის შეფერხებაზე
"შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი..." - რას ამბობს თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტის შეფერხებაზე

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც იგი­ვე შე­კი­თხვა გვაქვს, ტექ­ნი­კუ­რად რა­ტომ ვერ მოხ­და სა­ი­ტის გა­მარ­თვა მა­შინ, რო­დე­საც ბევ­რი ჯგუ­ფია ჩარ­თუ­ლი ტექ­ნი­კურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში - შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში იყოს ეს ამ­ბა­ვი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, პრობ­ლე­მა დგას და ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბაა თუ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი მი­ზე­ზი, ამას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცე­მა.

„ჩვენც იგი­ვე შე­კი­თხვა გვაქვს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ტექ­ნი­კუ­რად რა­ტომ ვერ მოხ­და სა­ი­ტის გა­მარ­თვა მა­შინ, რო­დე­საც ბევ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და ჩარ­თუ­ლია სა­ი­ტის ტექ­ნი­კურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში - ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზია თუ რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზი, გა­სულ კვი­რა­ში, ზუს­ტად და­ემ­თხვა „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა დგას, ეს არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი მი­ზე­ზი თუ ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა, ამას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა და მი­ვი­ღებთ პა­სუ­ხებს ჩვენს შე­კი­თხვებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც მარ­ტი­ვი გახ­დე­ბა რე­გის­ტრა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნია უჩ­ვე­უ­ლო დამ­თხვე­ვას უწო­დებს „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის დროს მომ­ხდარ კი­ბერ­შე­ტე­ვას.

„ბევ­რი უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვაა. რო­დე­საც „სი­ნო­ფარ­მის“ რე­გის­ტრა­ცია მზად­დე­ბო­და, ამას და­ემ­თხვა კი­ბერ­შე­ტე­ვაც. რო­დე­საც „ფა­ი­ზერ­ზე“ ვაქ­ცი­ა­ნა­ცია უნდა და­წე­ყე­ბუ­ლი­ყო 15:00 სა­ათ­ზე, სა­ი­ტი გა­ჩერ­და, ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ამ და­წო­ლის გა­ტა­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მისი ტეს­ტი­რე­ბა და გა­მარ­თუ­ლო­ბა შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო მა­ნამ­დე. ჩვენ იმის მო­ლო­დი­ნი არ გვქონ­და, რომ სა­ი­ტი კი­დევ ვერ გა­ა­ტა­რებ­და მომ­ხმა­რებ­ლის იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა უც­ნა­უ­რია. ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლიც არის გა­სა­მარ­თი. რო­დე­საც აღ­მო­ი­ფხვრე­ბა ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა, იმე­დია მო­იხ­სნე­ბა ეს შე­კი­თხვე­ბიც, კი­დევ კი­ბერ­შე­ტე­ვის­გან დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბაც სა­ჭი­როა. დღეს ესეც არის დღის წეს­რიგ­ში, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მო­მავ­ლოდ. ერთი რამ, რაც ზუს­ტად მინ­და ვთქვა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც მსურს ეს ნა­თე­ლი იყოს: ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ბევ­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბაა ჩარ­თუ­ლი, რომ პრო­ცე­სი იყოს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­მარ­თუ­ლი, არ და­უშ­ვებს არა­ნა­ი­რი დესტრუქ­ცი­ას და კი­დეც სხვა რა­ღაც ქმე­დე­ბის ფა­სად იმას, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას საფრ­თხე შე­ექ­მნას და ჩვენ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­გორც მთა­ვა­რი ია­რა­ღი პან­დე­მი­ი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად“, - თქვა გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, არ არ­სე­ბობს ე.წ. შავი სი­ე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, ად­გი­ლი აქვს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას.

„ხარ­ვე­ზი, იქ­ნე­ბა ეს შემ­თხვე­ვი­თი, ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი, ყვე­ლა­ფერ­ზე იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. რა თქმა უნდა, მე დღეს არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბით არ მინ­და სა­უ­ბა­რი. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სია დღეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გარ­შე­მო ვრცელ­დე­ბა, რომ სა­დღაც „შავი სიაა“, ვი­ფიქ­რე შე­იძ­ლე­ბა „ფე­ის­ბუ­ქის“ გა­ჩერ­დეს ცოტა ხან­ში, ისე­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა უკვე 15:00 სათ­ზე­ვე, 5 წუთი არ იყო გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც სა­ი­ტი შე­ფერ­ხდა. რე­აქ­ცია - ლან­ძღვის კო­რი­ან­ტე­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ყვე­ლა იმ ხალ­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში.

გა­უ­გე­ბა­რია „შავი სი­ე­ბი“, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს ამ­ბა­ვი. ჩვენ ისიც კი შეგ­ვეძ­ლო, რომ ამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის ზუს­ტი დრო არ მიგ­ვე­თი­თე­ბი­ნა, თუმ­ცა, ესეც კი­თხვის ნიშ­ნებს გა­ა­ჩენ­და და შე­იძ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქეს ეფიქ­რა, რომ ვი­ღა­ცა მას­ზე ადრე და­რე­გის­ტრირ­და ისე, რომ გა­ცხა­დე­ბუ­ლი არ იყო და მან გვი­ან გა­ი­გო. ამი­ტომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია ის ამ­ბა­ვი, რომ რა­ღა­ცა ტენ­დენ­ცი­უ­რი ან სხვა ტი­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უპი­რა­ტე­სო­ბა რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს ჰქო­ნო­და გუ­შინ­დე­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

გუ­შინ იყო ვაქ­ცი­ნე­ბის პირ­ვე­ლი მო­წო­დე­ბა, ეს პრო­ცე­სი ახლა იწყე­ბა და იმ­დე­ნად სა­ნერ­ვი­უ­ლო არც არა­ფე­რი არის. კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა და ყვე­ლას­თვის საკ­მა­რი­სი ნამ­დვი­ლად არის, რო­გორც დღეს არ­სე­ბუ­ლი დო­ზე­ბი, კი­დევ ის დო­ზე­ბი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში, მოკ­ლე ხან­ში უნდა შე­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის მთლი­ა­ნად დის­კე­რე­დი­ტა­ცი­ით, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში იყოს ეს ამ­ბა­ვი. ახლა მა­ინც, მე მგო­ნია, რომ ყვე­ლას­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლად წარ­მარ­თვა.

პირ­ვე­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ზუს­ტად და­ემ­თხვა „სი­ნო­ფარ­მის“ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნას და რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბას, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში და ვე­ლო­დე­ბით ჩვენც, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, რა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი ასეთ უჩ­ვე­უ­ლო დამ­თხვე­ვებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი..." - რას ამბობს თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტის შეფერხებაზე

"შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი..." - რას ამბობს თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტის შეფერხებაზე

ჯანდაცვის სამინისტროშიც იგივე შეკითხვა გვაქვს, ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში - შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პრობლემა დგას და ტექნიკური გაუმართაობაა თუ ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, ამას შესაბამისი პასუხები გაეცემა.

„ჩვენც იგივე შეკითხვა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში, ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფი მუშაობს და ჩართულია საიტის ტექნიკურ უზრუნველყოფაში - ტექნიკური ხარვეზია თუ რაიმე სხვა მიზეზი, გასულ კვირაში, ზუსტად დაემთხვა „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში პრობლემა დგას, ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი თუ ტექნიკური გაუმართაობა, ამას უახლოეს პერიოდში, შესაბამისი პასუხი გაეცემა და მივიღებთ პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე. შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც მარტივი გახდება რეგისტრაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია უჩვეულო დამთხვევას უწოდებს „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების დროს მომხდარ კიბერშეტევას.

„ბევრი უცნაური დამთხვევაა. როდესაც „სინოფარმის“ რეგისტრაცია მზადდებოდა, ამას დაემთხვა კიბერშეტევაც. როდესაც „ფაიზერზე“ ვაქციანაცია უნდა დაწეყებულიყო 15:00 საათზე, საიტი გაჩერდა, ვეღარ მოახერხა ამ დაწოლის გატარება მაშინ, როდესაც მისი ტესტირება და გამართულობა შემოწმებული იყო მანამდე. ჩვენ იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ საიტი კიდევ ვერ გაატარებდა მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც იყო მოსალოდნელი, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. ტექნიკური ნაწილიც არის გასამართი. როდესაც აღმოიფხვრება ყველა ტექნიკური პრობლემა, იმედია მოიხსნება ეს შეკითხვებიც, კიდევ კიბერშეტევისგან დაცვის გაძლიერებაც საჭიროა. დღეს ესეც არის დღის წესრიგში, რომელიც მნიშვნელოვანია სამომავლოდ. ერთი რამ, რაც ზუსტად მინდა ვთქვა და მოსახლეობისთვისაც მსურს ეს ნათელი იყოს: ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბევრი სამთავრობო უწყებაა ჩართული, რომ პროცესი იყოს თავიდან ბოლომდე გამართული, არ დაუშვებს არანაირი დესტრუქციას და კიდეც სხვა რაღაც ქმედების ფასად იმას, რომ ვაქცინაციის პროგრამას საფრთხე შეექმნას და ჩვენ ვერ გამოვიყენოთ ვაქცინაცია, როგორც მთავარი იარაღი პანდემიიასთან საბრძოლველად“, - თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არსებობს ე.წ. შავი სიები და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ადგილი აქვს შეთქმულების თეორიას.

„ხარვეზი, იქნება ეს შემთხვევითი, ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე თუ განზრახ ჩადენილი, ყველაფერზე იქნება შესაბამისი რეაგირება. რა თქმა უნდა, მე დღეს არავის წინააღმდეგ არანაირი ბრალდებით არ მინდა საუბარი. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველასთვის ერთნაირი ინტერესია დღეს ვაქცინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება. ის შეთქმულების თეორიები, რომელიც ვაქცინაციის პროგრამის გარშემო ვრცელდება, რომ სადღაც „შავი სიაა“, ვიფიქრე შეიძლება „ფეისბუქის“ გაჩერდეს ცოტა ხანში, ისეთი რეაქცია მოჰყვა უკვე 15:00 სათზევე, 5 წუთი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც საიტი შეფერხდა. რეაქცია - ლანძღვის კორიანტელი ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა იმ ხალხის მიმართ, რომელიც ჩართულია ამ პროცესში.

გაუგებარია „შავი სიები“, აბსოლუტურად გამორიცხულია ეს ამბავი. ჩვენ ისიც კი შეგვეძლო, რომ ამ მოსალოდნელი გადატვირთვიდან გამომდინარე, ვაქცინაციის რეგისტრაციის დაწყების ზუსტი დრო არ მიგვეთითებინა, თუმცა, ესეც კითხვის ნიშნებს გააჩენდა და შეიძლება მოქალაქეს ეფიქრა, რომ ვიღაცა მასზე ადრე დარეგისტრირდა ისე, რომ გაცხადებული არ იყო და მან გვიან გაიგო. ამიტომ, აბსოლუტურად გამორიცხულია ის ამბავი, რომ რაღაცა ტენდენციური ან სხვა ტიპის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უპირატესობა რომელიმე მოქალაქეს ჰქონოდა გუშინდელი რეგისტრაციის პროცესში.

გუშინ იყო ვაქცინების პირველი მოწოდება, ეს პროცესი ახლა იწყება და იმდენად სანერვიულო არც არაფერი არის. კიდევ დამატებითი მოწოდება იქნება და ყველასთვის საკმარისი ნამდვილად არის, როგორც დღეს არსებული დოზები, კიდევ ის დოზები, რომელიც ქვეყანაში, მოკლე ხანში უნდა შემოვიდეს, მაგრამ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებით და ვაქცინაციის პროგრამის მთლიანად დისკერედიტაციით, შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი. ახლა მაინც, მე მგონია, რომ ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად წარმართვა.

პირველი კიბერშეტევის შემდეგ, რომელიც ზუსტად დაემთხვა „სინოფარმის“ ქვეყანაში შემოტანას და რეგისტრაციის პროცესის დაწყებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ჩართულები არიან ამ საკითხის შესწავლაში და ველოდებით ჩვენც, საზოგადოებასთან ერთად, რა იქნება პასუხი ასეთ უჩვეულო დამთხვევებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

"ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა... მოგვიწევს, საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა" - თამარ გაბუნია შეზღუდვებს არ გამორიცხავს

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა