პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა
სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი 8 მცი­რე კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­ა­ჯა­რი­მა. თი­თო­ე­ულ კომ­პა­ნი­ას 5 000 ლა­რი­დან 50 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა გა­ნე­სა­ზღვრა, რა­მაც ჯამ­ში 130 000 ლარი შე­ად­გი­ნა. დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად კომ­პა­ნი­ებს ერთ თვი­ა­ნი ვადა მი­ე­ცათ.

15 ივ­ლი­სის სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა შპს „გაზმშე­ნის“, შპს „მა­მე­დის“, შპს „გა­ზტრანს სერ­ვი­სის“, შპს „ჩი­რაღ­და­ნის“, შპს „აკ­რი­ა­ნი 2006“-ის, შპს „გა­მას“, შპს „ენერ­გია+“-ის, შპს „დი-ვი-ესის“ შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავ­და კომ­პა­ნი­ის მიერ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცე­სის, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვი­სა და სე­მე­კის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას.

კომ­პა­ნი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­აჩ­ნდათ იდენ­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი. კერ­ძოდ, შე­მოწ­მე­ბი­სა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არა­ჯე­როვ­ნად ას­რუ­ლე­ბენ და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ერ­თოდ არ ას­რუ­ლე­ბენ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ ფუნ­ქცი­ებს. მათ შო­რის, ზო­გი­ერთ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნია ცხე­ლი ხაზი, სა­დღე­ღა­მი­სო სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რი, ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი.

კო­მი­სი­ამ 50 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა შპს „მა­მე­დი“, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლო­ში. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს ბუ­ნებ­რივ გაზს აწ­ვდი­და მის მიერ თვით­ნე­ბუ­რად დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფით - 57 თეთ­რი/მ3-ით, ნაც­ვლად სე­მე­კის მიერ დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფი­სა, რო­მე­ლიც შე­ად­გენს 47 თეთ­რს/მ3-ზე. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შპს „მა­მედ­მა“ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ ზედ­მე­ტო­ბით გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბის მათ­თვის უკან დაბ­რუ­ნე­ბა.

კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­ვე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სე­მე­კი იმ­სჯე­ლებს მათ­ზე გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.

NS

ემუხვარი
1

ის გადაწყვეტილებები რომელთაც თქვენ იღებთ ანგრევს და ძირს უთხრით ახალი საქმის დამწყებებს. ტარიფების ზრდა ეგ გახდა თქვენი ძირითადი საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ.

15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს „ენერგია+“-ის, შპს „დი-ვი-ესის“ შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სემეკის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

კომპანიების უმრავლესობას გააჩნდათ იდენტური ხარვეზები. კერძოდ, შემოწმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ასრულებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. მათ შორის, ზოგიერთ კომპანიას არ გააჩნია ცხელი ხაზი, სადღეღამისო საავარიო სამსახური, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის სამსახური.

კომისიამ 50 000 ლარით დააჯარიმა შპს „მამედი“, რომელიც ოპერირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა მის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფით - 57 თეთრი/მ3-ით, ნაცვლად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც შეადგენს 47 თეთრს/მ3-ზე. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მამედმა“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ ზედმეტობით გადახდილი თანხების მათთვის უკან დაბრუნება.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს მათზე გაცემული ლიცენზიების გაუქმების თაობაზე.

NS

ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას კორონავირუსის "დელტა" შტამი აქვს - რას ამბობენ ციციშვილის კლინიკაში

სემეკმა „დარიალ ენერჯი“  ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო  75 000 ლარით დააჯარიმა

იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში