მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

26 წლის ყა­ზა­ხი აი­სელ აიტ­პა­ე­ვას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბე­სიკ თორ­დუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბე­სიკ თორ­დუ­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექიმ­თან 30 ივ­ნისს ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, ასე­ვე და­კარ­გა გო­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც, გა­უ­ა­რეს­და მე­ტყვე­ლე­ბა, და­ფიქ­სირ­და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, თა­ვის ტვინ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე მოშ­ლის გამო, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ბე­სიკ თორ­დუ­ას მკურ­ნა­ლო­ბა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში უტარ­დე­ბო­და.

"ბრალ­დე­ბუ­ლი ბ.თ. (დაბ 09. 07. 1965წ) N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სსკ-ის 137- ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა) 08.05.2021 მო­თავ­სდა. შე­მოს­ვლი­სას დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­უ­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და და­უდ­გინ­და დი­ა­გო­ნი­ზი არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია. მი­ე­ცა შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. 30.06.21 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექიმ­თან და­ა­ფიქ­სი­რა ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, გო­ნე­ბის კარ­გვა, რის შემ­დგო­მაც გა­უ­ა­რეს­და მე­ტყვე­ლე­ბა, და­ფიქ­სირ­და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა - T/A-200/120mmHg, თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე მოშ­ლის (სა­ვა­რა­უ­დო) გამო გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ. კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის შე­დე­გე­ბი­სა და ნევ­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­უდ­გინ­და დი­აგ­ნო­ზი: თა­ვის ტვი­ნის ინ­ფარ­ქტი, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­თავ­სდა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში, უტარ­დე­ბო­და და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ნი­ტო­რუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. ნე­ი­რო­ქი­რურ­გის სა­კონ­ტრო­ლო კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად სა­ჭი­რო გახ­და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბო­და მძი­მე, ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი არას­ტა­ბი­ლუ­რი. მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, 14.06.21 ში და­ფიქ­სირ­და ბრა­დი­ა­რით­მია, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გა­და­ვი­და ასის­ტო­ლი­ა­ში. და­წყე­ბულ იქნა გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია პრო­ტო­კო­ლის სრუ­ლი დაც­ვით, თუმ­ცა გუ­ლის მე­ქა­ნი­კუ­რი ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

???
37

200 ები რო ქონდა წნევა მარეგულირებელს რატო არ ასმევდით ყოველდღე? უყურადღებობით მოკვდა ეგ კაცი მე ესე ვფიქრობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბესიკ თორდუამ პენიტენციური დაწესებულების ექიმთან 30 ივნისს ძლიერი თავის ტკივილი დააფიქსირა, ასევე დაკარგა გონება, რის შემდეგაც, გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის გამო, ის სასწრაფო დახმარებამ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, ბესიკ თორდუას მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში უტარდებოდა.

"ბრალდებული ბ.თ. (დაბ 09. 07. 1965წ) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა. შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. 30.06.21 დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა - T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ. კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14.06.21 ში დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",- ნათქვამია განცხადებაში.